GE
ბიზნესის უნარ-ჩვევების სასწავლო პროგრამა "ფულზე მეტი"
მეწარმეთა აკადემია გთავაზობთ ბიზნესის უნარ-ჩვევების სასწავლო პროგრამას „ფულზე მეტი“, რომელიც განკუთვნილია 11-დან 16 წლამდე ახალგაზრდებისთვის.

პროგრამა „ფულზე მეტი“ უპასუხებს ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებს მათთვის ეკონომიკური განათლების სფეროდან დამაინტერესებელი, აკადემიური ცოდნის შემძენი და პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებული გაკვეთილების მიწოდებით.
 
პროგრამაში წარმოდგენილია შემდეგი ძირითადი საკითხები:
  • რა როლს ასრულებს ფული საზოგადოებაში;
  • დაზოგვა, გაზიარება/გაცემა და ხარჯვა;
  • როგორ გავხდე გონიერი მომხმარებელი;
  • შემოსავლის მიღება ბიზნესის დაწყებით.
მეწარმეთა აკადემიის ტრენინგები უზრუნველყოფს საერთაშორისო აკადემიური სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნის დონის მიღწევას და ფუნდამენტური უნარების გამომუშავებას ფინანსურ წიგნიერებაში, დასაქმებისთვის მზაობასა და მეწარმეობაში. ყველა პროგრამა უზრუნველყოფს 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებისა და უნარების გამომუშავებას.

პროგრამის ხანგრძლივობა: 10 აკადემიური საათი, 5 შეხვედრა.
პროგრამის ღირებულება: 50 ლარი.
 
სწავლების გრაფიკი შედგება მსმენელთა ინტერესების გათვალისწინებით.

ასევე ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა პროგრამას ქართულსა და ინგლისურ ენებზე.
ქართული პროგრამები მოიცავს 10 აკადემიურ საათს და მისი ფასია 50 ლარი.
ინგლისური პროგრამები მოიცავს 15 აკადემიურ საათს და მისი ფასია 190 ლარი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები