GE
სასტუმროს მენეჯმენტის საფუძვლები + სტაჟირება
ღირებულება: 400 ლარი

მომსახურების ინდუსტრიის აკადემია გიწვევთ კურსზე: სასტუმროს მენეჯმენტის საფუძვლები + სტაჟირება 

კურსს გაუძღვება მრავალწლიანი საერთაშორისო პრაქტიკული გამოცდილების მქონე ტრენერი ლაშა ხადურიძე.

კურსის განმავლობაში განხილული იქნება სასტუმროს ინდუსტრიაში დასაქმების მსურველთათვის აუცილებელი საბაზისო საკითხები: 

  • შესავალი სასტუმროს მენეჯმენტში (ისტორიული მიმოხილვა, სასტუმროს კლასიფიკაციის სისტემები, დარგის ზრდის ტენდენციები); 
  • განთავსების ინდუსტრიისა და სასტუმრო მომსახურების არსი; 
  • სასტუმროს ძირითადი სამსახურები და მათი ფუნქციონირების თავისებურებანი; 
  • უსაფრთხოების სტანდარტები, ფორს-მაჟორული სიტუაცია, ბომბის საფრთხე; 
  • სასტუმროთა და სასტუმრო ნომრების საკლასიფიკაციო სისტემები; 
  • სასტუმრო ფასები და ფასთა პოლიტიკა; 
  • სასტუმროს ორგანიზება და ფრონტ–ოფისი, პროცედურები, მონიშვნის ფურცელი (Check list); 
  • სატელეფონო ეტიკეტი, ზარების გადართვა; 
  • დაჯავშნა (დაჯავშნის მნიშვნელობა მოგზაურთა და სასტუმროსათვის, დაჯავშნის სისტემის მიმოხილვა, წყაროები, სტუმართა მიერ დაჯავშნის პროცედურები); 
  • ჯავშვნის დასტურის წერილი და მნიშვნელობა; 
  • სტუმრების რეგისტრაცია (სტუმართან პირველი კონტაქტის მნიშვნელობა, სტუმართა მონაცემების მოკრება, სტუმართა რეგისტრაციის პროცედურა, გამოყოფილი ოთახის რეგისტრაცია); 
  • ნაადრევი ჩამოსვლის და გვიან გაწერის პროცედურები; 
  • საწევრო პროგრამები; 
  • ინკოგნიტო სტუმარი, DND პროცედურა; 
  • VIP სტუმრები და მათი კატეგორიები; 
  • დაკარგული ნივთების შენახვა-გაცემის პოლიტიკა; 
  • პრობლემური სიტუაციები და მოგვარება; 
  • სტუმართან ანგარიშსწორება (ფრონტ-ოფისის საერთო ბუღალტრული პრაქტიკა, ანგარიშსწორებისა და საგადამხდელო ფორმები და პროცედურები); 
  • სტუმრის გაწერა (სტუმრის გაწერის განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურები, სტუმრის პირადი პროფილის განახლება); 

კურსის გავლის შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სტაჟირება და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. 

კურსის ხანგრძლივობა: 18 საათი 
ღირებულება: 400 ლარი

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები