GE
აქცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსზე!
აქციის ფარგლებში მოსამზადებელ ცენტრ „ინტელექტში“ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის შეგიძლიათ მოემზადოთ 120 ლარად, 3 ან მეტი საგნის შემთხვევაში 90 ლარად შემდეგ საგნებში:
  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • უცხოენა (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული);
  • ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი);
  • ისტორია;
  • გეოგრაფია;
  • ფიზიკა;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია;
  • მათემატიკა;
  • ლიტერატურა;
მიმდინარეობს ეტაპობრივად ჯგუფების დაკომპლექტება!
 
თითოეულ აბიტურიენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე საგანი.
 
თითოეულ ჯგუფში ისწავლის არაუმეტეს 5 აბიტურიენტი, რაც სწავლების მაღალი ხარისხის ერთ-ერთი გარანტიაა.
 
ჩვენთან შესაძლებელია როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მეცადინეობების ჩატარება.
 
სწავლება მიმდინარეობს ყოველდღე, 10:00 სთ – 21:00 სთ-მდე. სასწავლო დღეების და საათების შერჩევა ხდება აბიტურიენტთა მოთხოვნის შესაბამისად, პედაგოგებთან შეთანხმებით. სწავლება მიმდინარეობს ინოვაციური მეთოდით, რომელიც სრულად შეესაბამება ერთიანი ეროვნული გამოცდების სტანდარტებს.
 
აბიტურიენტებს მოამზადებენ უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში საუკეთესო და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც იზრუნებენ თქვენს განათლებაზე და მოგცემენ შესაძლებლობას, გახდეთ წარმატებული სტუდენტები!
 
სწავლების პროცესში ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალოგიური გამოცდა თითოეულ საგანში, რაც შესაძლებლობას გაძლევთ შეაფასოთ თქვენი ცოდნა და აიმაღლოთ მოტივაცია.
 
ცენტრის ყველა კურს დამთავრებული ირიცხება საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. მათმა უმეტესობამ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასება და დაფინანსება მიიღო.
 
ჩვენი ხედვაა, ვიყოთ ყველაზე სასურველი აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი ხარისხიანი განათლებისა და კომფორტული გარემოს გამო.
 
ჯგუფური მეცადინეობა: 1 ან 2 საგანში მომზადების შემთხვევაში ერთი საგნის სწავლების საფასური შეადგენს 120 ლარს, 3 და მეტი  საგნის შემთხვევაში 90 ლარს.
 
ინდივიდუალური მეცადინეობა: 1 ან 2 საგანში მომზადების შემთხვევაში ერთი საგნის სწავლების საფასური შეადგენს 200 ლარს, 3 და მეტი საგნის შემთხვევაში 180 ლარს.
 
გარდა ამისა, „ინტელექტი“ გთავაზობთ დისტანციურ სწავლებას.
 
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები