GE
აქცია ზოგადი, სასაუბრო, IELTS და სამაგისტრო ინგლისურის კურსებზე

საზაფხულო აქცია! სასწავლო ცენტრი „ინტელექტი“ გთავაზობთ ზოგადი და სასაუბრო ინგლისურის კურსს 50 ლარად, IELTS-ის კურსს 110 ლარად და სამაგისტრო ინგლისურის კურსს 80 ლარად თვეში.

აქცია ძალაშია 1-ლი ივლისიდან 1-ოქტომბრამდე.

კურსებზე ჩაწერა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაწყებული სკოლის მოსწავლიდან და გათვლილია მათზე, ვინც ზაფხულის ფარგლებში ქალაქ-გარეთ გასვლას ვერ ახერხებს. სწავლება მიმდინარეობს ჯგუფებში.

ინდივიდუალური სწავლების შემთხვევაში ერთი თვის სწავლის საფასური ზოგადი და სასაუბრო ინგლისურის კურსზე შეადგენს 150 ლარს, IELTS-ის კურსზე 200 ლარს, სამაგისტრო ინგლისურის კურსზე 170 ლარს. ინდივიდუალური სწავლების შემთხვევაში გთავაზობთ ONLINE სწავლებას.

კურსის ფარგლებში: საგაკვეთილო პროცესში ყურადღება დაეთმობა ისეთ აქტივობებს როგორებიცაა - დისკუსიები, დიალოგები. გაიმდიდრებთ ლექსიკას, ისწავლით გრამატიკულად გამართული დიალოგების წარმოებას, შეძლებთ დისკუსიაში ჩაბმას, ჩამოგიყალიბდებათ კითხვა - პასუხის და მოსმენის უნარ-ჩვევები. სწავლების მეთოდები მოიცავს წერას, კითხვას, ზეპირმეტყველებას, თარგმანს და წყვილებში მუშაობას.

ამ კურსის გავლის შემდეგ თქვენ გათავისუფლდებით შინაგანი კომპლექსისაგან და თავისუფლად ისაუბრებთ უცხო ენაზე. შეგიძლიათ მოემზადოთ ასევე ინდივიდუალურად.

კურსები მოიცავს კვირაში 3 გაკვეთილს; თითოეული გაკვეთილის ხანგძლივობაა 1,30 საათი;

მიმდინარეობს რეგისტრაცია!

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები