GE

ხვიჩიას 17                                           ტელ: (+995) 591 19 47 59            ელ.ფოსტა: intellectllc2017@gmail.com
თბილისი, საქართველო                             (+995) 595 59 93 06

მეტი
საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი
ცხადდება რეგისტრაცია მოსამზადებელ ცენტრ „ინტელექტში“ 2019 წლის ერთიანი ეროვნული და საატესტატო გამოცდებისათვის. ჩვენთან შეგიძლიათ მოემზადოთ შემდეგ საგნებში: 
  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • უცხოენა (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული);
  • ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი);
  • ისტორია;
  • გეოგრაფია;
  • ფიზიკა;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია;
  • მათემატიკა;
  • ლიტერატურა;
  • სამოქალაქო განათლება.
მიმდინარეობს ეტაპობრივად ჯგუფების დაკომპლექტება!
 თითოეულ აბიტურიენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე საგანი.
 რამდენიმე საგნის არჩევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ფასდაკლება.
 
თითოეულ ჯგუფში ისწავლის არაუმეტეს 5 აბიტურიენტი, რაც სწავლების მაღალი ხარისხის ერთ-ერთი გარანტიაა.
 
ჩვენთან შესაძლებელია როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მეცადინეობების ჩატარება.
 
სწავლება მიმდინარეობს ყოველდღე, 10:00 სთ – 21:00 სთ-მდე. სასწავლო დღეების და საათების შერჩევა ხდება აბიტურიენტთა მოთხოვნის შესაბამისად, პედაგოგებთან შეთანხმებით. სწავლება მიმდინარეობს ინოვაციური მეთოდით, რომელიც სრულად შეესაბამება ერთიანი ეროვნული გამოცდების სტანდარტებს.
 
აბიტურიენტებს მოამზადებენ უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში საუკეთესო და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც იზრუნებენ თქვენს განათლებაზე და მოგცემენ შესაძლებლობას, გახდეთ წარმატებული სტუდენტები!
 
სწავლების პროცესში ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალოგიური გამოცდა თითოეულ საგანში, რაც შესაძლებლობას გაძლევთ შეაფასოთ თქვენი ცოდნა და აიმაღლოთ მოტივაცია.
 
ცენტრის ყველა კურს დამთავრებული ირიცხება საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. მათმა უმეტესობამ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასება და დაფინანსება მიიღო.
 
ჩვენი ხედვაა, ვიყოთ ყველაზე სასურველი აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი ხარისხიანი  განათლებისა და კომფორტული გარემოს გამო.
 
ჯგუფური მეცადინეობის შემთხვევაში, ეროვნული გამოცდებისათვის, ერთი საგნის სწავლების საფასური შეადგენს 120 ლარს, საატესტატო გამოცდებისათვის - 100 ლარს.
 
ინდივიდუალური მეცადინეობის შემთხვევაში, ეროვნული გამოცდებისათვის, ერთი საგნის სწავლების საფასური შეადგენს 240 ლარს, საატესტატო გამოცდებისათვის - 150 ლარს.
 
რამდენიმე საგნის არჩევის ან ერთდროულად ორი ან მეტი მოსწავლის დარეგისტრირების შემთხვევაში მოქმედებს დამატებითი ფასდაკლება!
 
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ივლისი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები