GE

ხვიჩიას 17                                           ტელ: (+995) 591 19 47 59            ელ.ფოსტა: intellectllc2017@gmail.com
თბილისი, საქართველო                             (+995) 599 69 91 96

მეტი
საატესტატო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი
მოსამზადებელი ცენტრი „ინტელექტი“ სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს ამზადებს საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად საჭირო ყველა საგანში:
  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა
  • ისტორია
  • გეოგრაფია
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია
  • მათემატიკა
მიმდინარეობს ეტაპობრივად ჯგუფების დაკომპლექტება!
 
თითოეულ მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე საგანი. რამდენიმე საგნის აღების შემთხვევაში გათვალისწინებულია ფასდაკლება.
 
თითოეულ ჯგუფში ისწავლის არაუმეტეს 5 მოსწავლე, რაც სწავლების მაღალი ხარისხის ერთ-ერთი გარანტია. ჩვენთან შესაძლებელია როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მეცადინეობების ჩატარება. გარდა ამისა, „ინტელექტი“ გთავაზობთ დისტანციურ სწავლებას.
 
სწავლება მიმდინარეობს ყოველ დღე, 10:00 სთ – 21:00 სთ-მდე.
 
სასწავლო დღეების და საათების დადგენა ხორციელდება მოსწავლეთა მოთხოვნის შესაბამისად, პედაგოგებთან შეთანხმებით. სწავლება მიმდინარეობს ინოვაციური მეთოდით, რომელიც სრულად შეესაბამება ეროვნული გამოცდების სტანდარტებს. მოსწავლეებს მოამზადებენ უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში საუკეთესო და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც იზრუნებენ თქვენს განათლებაზე და მოგცემენ შესაძლებლობას, წარმატებით ჩააბაროთ საატესტატო გამოცდები!

სწავლების პროცესში ჩატარდება საატესტატო გამოცდების ანალოგიური გამოცდა თითოეულ საგანში, რაც შესაძლებლობას გაძლევთ შეაფასოთ თქვენი ცოდნა და
აიმაღლოთ მოტივაცია.
 
ჩვენი ხედვაა ვიყოთ ყველაზე სასურველი მოსამზადებელი ცენტრი ხარისხიანი განათლებისა და კომფორტული გარემოს გამო.
 
ჯგუფური მეცადინეობის შემთხვევაში, ერთი საგნის სწავლების საფასური შეადგენს 100 ლარს, 2017 წლის 1-ლ დეკემბრამდე დარეგისტრირების შემთხვევაში, გადაიხდით 80 ლარს.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი დეკემბერი 2017
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები