GE
ხატვისა და ძერწვის ინტენსიური კურსები
ღირებულება: 80 ლარი
ბავშვის განვითარებისთვის ყველა ეტაპზე, ბავშვის უნარებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი და საჭიროა არა მხოლოდ აკადემიური განათლება, არამედ შემოქმედებითი და ფიზიკური აქტივობები, რაც მის ემოციურ ინტელექტს, კრეატიულ აზროვნებას და ფიზიკურ უნარებს განავითარებს.

ბავშვისათვის ადრეული ასაკიდან მნიშვნელოვანია მოტორიკის გავითარება , რაც ხელს უწყობს გონებრივ ზრდას და დადებითად მოქმედებს მეტყველებაზე. შემოქმედებითი მოღვაწეობა დადებითად მოქმედებს ბავშვების შინაგან სამყაროზე, ხასიათზე,  გემოვნებაზე, ჯამრთელობაზე, ხელს უწყობს მათ ჰარმონიულ განვითარებას.

ხელოვნება ეხმარება ბავშვს შეიცნოს საკუთარი თავი. ეხმარება საკუთარი აზრის, სტილის და გემოვნების ჩამოყალიბებაში.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამა ბავშვებში დროის მართვის უნარს, შემოქმედებითობას, მიზნისკენ სწრაფვის სურვილსა და პასუხისმგებლობის შეგრძნებას ავითარებს.

„ინტელექტში“ სწავლება ხდება ინტერაქტიული მეთოდით.  პროგრამა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების ბავშვებს სთავაზობს როგორც ხატვისა და ძერწვის გაკვეთილებს, ასევე საუბრებს ხელოვნებაზე, დიზაინს და კრეატიულ აზროვნებას და ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

სასწავლო პროგრამა მოიცავს თვეში 8 გაკვეთილს;
1 გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წუთი;
დრო შეთანხმებით, გაკვეთილები ტარდება შაბათ-კვირასაც (მეცადინეობები ჩატარდება ზაფხულშიც);
  • წლის ბოლოს მოხდება ნამუშევრების გამოფენა
  • ექსკურსიები მუზეუმში და გამოფენებზე. 
  • პერიოდულად მოეწყობა პატარა გამოფენები, სადაც მოსწავლეები მშობლებს წარუდგენენ საკუთარ ნამუშევრებს.
  • მოხდება პატარების დაჯილდოვება, წახალისება, გაიცემა სერტიფიკატი.
  • სისტემატურად ჩატარდება შემეცნებით-გასართობი აქტივობები, პროექტები და კონკურსები.
სასწავლო მეთოდური პროგრამები შემუშავებულია ასაკობრივი შკალის მიხედვით,  ჯგუფების დაკომპლექტება ხდება მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით.  მოსწავლეები მიიღებიან 4 წლის ასაკიდან.

„ინტელექტში“ მოსული პატარები შეძლებენ შეისწავლონ ხატვა, ძერწვა და გამოყენებითი ხელოვნება, კერძოდ:
  • გრაფიკა,  ფერწერა,  ხატვა   ნატურიდან,  პეიზაჟი   და პორტრეტი,  კომპოზიცია.
  • თიხაზე და პლასტელინზე მუშაობა, დეკორატიული ფიგურების შექმნა;
  • ვიტრაჟი – მინაზე შესრულებული ფერწერა; მინის მოხატვა; ხელოვნური და ბუნებრივი მასალის გამოყენებით, რელიეფური და სიბრტყობრივი კომპოზიციური გამოსახვა სხვადასხვა სტილში;
  • კოლაჟების, სუვენირების და სათამაშოების დამზადება, დიზაინერული ნამუშევრების შექმნა-დეკორირება სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით (საყოფაცხვრებო ნივთები,  საღებავები).
გაკვეთილზე თითოეულ პატარასთან ხდება ინდივიდუალური მიდგომა. ჩვენთან მოსულ პატარებს ელოდებათ თბილი და მეგობრული გარემო,  განტვირთვის საუკეთესო შესაძლებლობა. პროგრამა მიმართულია ბავშვის შესაძლებლობებისა და შინაგანი რესურსების, თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის გამოხატვის გააქტიურებისაკენ.
  • „ინტელექტი“ გთავაზობთ სახალისო და ძალიან საინტერესო გაკვეთილებს.
  • მუშაობისთვის საჭირო ძირითად მასალას უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრი.
  • სწავლების ღირებულება - 1 თვე - 80 ლარი.
  • ოჯახიდან 2 ან მეტი ბავშვის დარეგისტრირების შემთხვევაში იმოქმედებს ფასდაკლება.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები