GE

თორნიკე ერისთავის №8                  ტელ: (+995) 551 40 12 34         ელ.ფოსტა: nextitacademy@gmail.com
გიორგი ჭყონდიდელის №113                    (+995) 558 19 04 07         ფეისბუკი: https://goo.gl/IbJ8WG თბილისი, საქართველო                    

მეტი
CCNAv7 კურსი

კურსის დასახელება: Cisco CCNA სასწავლო კურსი

მომწოდებელი: Next-IT Academy

ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას CCNA-ს განახლებულ (v7) კურსზე

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი

  • კურსის ხანგრძლივობა: 6-7 თვე
  • სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 
  • ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (19:30-დან 21:30-მდე)

კურსი შედგება სამი მოდულისაგან: CCNAv7: Introduction to Networks, CCNAv7: Switching, Routing, and Wireless Essentials, CCNAv7: Enterprise Networking, Security, and Automation

სწავლის ღირებულება: 1500 ლარი (მოდული - 500 ლარი); შესაძლებელია თანხის ეტაპობრივი გადახდა

წარმატებულ მსმენელებს ცისკოსგან გადაეცემათ ფასდაკლების ვაუჩერი Cisco Certified Network Associate (CCNA 200-301) ინდუსტრიული სერტიფიკატის ასაღებად, რომლითაც დაიფარება გამოცდის ღირებულების დაახლოებით 60%, ხოლო დარჩენილ ნაწილს (40%) დაფარავს ნექსთ აიტი აკადემია. 

სწავლა დაიწყება 14 სექტემბერს (19:30-ზე)

გაიცემა სამი სერტიფიკატი:

  • Cisco CCNAv7 – Introduction to Networks
  • Cisco CCNAv7 - Switching, Routing, and Wireless Essentials
  • Cisco CCNAv7 - Enterprise Networking, Security, and Automation

ზოგადი ინფორმაცია:

  • კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
  • მსმენელები ქსელის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Cisco-ს მარშრუტიზატორებთან (Router), კომუტატორებთან (Switch) უკაბელო ქსელის მოწყობილობებთან;
  • მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით;
  • დავალებები და პრაქტიკული სამუშაოები აგებულია მცირე და საშუალო ზომის ქსელებში გამოყენებულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებით;
  • ყოველი მოდულის დასრულებისას ჩატარდება  6-7 საათიანი პრაქტიკა: მოხდება ტოპოლოგიების აწყობა, Cisco-ს მარშრუტიზატორების/ კომუტატორების ინსტალაცია კონფიგურაცია, უსაფრთხოებების ჩართვა და ა.შ;
  • კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
  • კურსს გაუძღვება Cisco-ს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი

 სასწავლო კურსის პროგრამა:

CCNAv7: Introduction to Networks

  • ქსელის მიმოხილვა
  • კომუტატორისა და საბოლოო მოწყობილობების ბაზისური კონფიგურაცია
  • პროტოკოლები; OSI და TCP/IP მოდელი
  • ფიზიკური შრე
  • სამონტაჟე ინსტრუმენტები (Crimping Tool, Punch Down Tool, Lan Cable Tester)  და მათი გამოყენება
  • ქსელის გაყვანა, კაბელზე ჯეკის დასმა, Outlet-ის მონტაჟი, კაბელის ტესტირება;
  • პატჩპანელის მონტაჟი და კაბელების დასმა
  • თვლის სისტემები (ორობითი, ათობითი, თექვსმეტობითი)
  • მონაცემთა არხის შრე; ეზერნეტ კომუტაცია
  • ქსელის შრე
  • მისამართების (MAC და IP) განსაზღვრა
  • მარშრუტიზატორის ბაზისური კონფიგურაცია
  • IPv4/IPv6დამისამართება; ICMP პროტოკოლი
  • ტრანსპორტის შრე
  • აპლიკაციათა შრე
  • ქსელური უსაფრთხოების საფუძვლები
  • მცირე ქსელის აწყობა

CCNAv7: Switching, Routing, and Wireless Essentials

  • მოწყობილობათა ბაზისური კონფიგურაცია
  • კომუტაციის ცნება
  • ვირტუალური ლოკალური ქსელები (VLAN)
  • მარშრუტიზაცია VLAN-ებს შორის
  • STP-ს კონცეფცია
  • EtherChannel
  • DHCPv4
  • SLAAC და DHCPv6
  • პირველი ქსელური მონაკვეთის რეზერვირების პროტოკოლი (FHRP)
  • ლოკალური ქსელის უსაფრთხოება
  • კომუტატორის უსაფრთხოების კონფიგურაცია
  • უკაბელო ლოკალური ქსელები (WLAN)
  • უკაბელო ლოკალური ქსელების კონფიგურაცია
  • მარშრუტიზაცია
  • IP სტატიკური მარშრუტიზაცია
  • სტატიკური და სტანდარტული (Default) მარშრუტების პრობლემების მოგვარება

CCNAv7: Enterprise Networking, Security, and Automation

  • Single-Area OSPFv2
  • Single-Area OSPFv2-ის კონფიგურაცია
  • Single-Area OSPFv3
  • Multi-Area OSPF
  • OSPF-ის გამართვა და პრობლემების მოგვარება
  • EIGRP; EIGRP-ს გამართვა და პრობლემების მოგვარება
  • ქსელური უსაფრთხოების მომართვა
  • წვდომის კონტროლის სიები (ACLs)
  • წვდომის კონტროლის სიები (ACLs) IPv4/IPv6 კონფიგურაციებისთვის
  • ქსელური მისამართების თარგმნა (NAT) IPv4 ქსელებისთვის
  • გლობალური (WAN) ქსელები
  • ვირტუალური კერძო ქსელები (VPN) და IPsec პროტოკოლი
  • მომსახურების ხარისხის (QoS) კონცეფციები
  • ქსელის მართვა
  • ქსელის დაპროექტება
  • ქსელური პრობლემების მოგვარება
  • ქსელის ვირტუალიზაცია
  • ქსელის ავტომატიზაცია
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ოქტომბერი 2020
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები