იტ ინჟინერიის, Windows, Linux-ის, ქსელის, კიბერუსაფრთხოებისა და სერვერის სასწავლო კურსი
კურსის დასახელება: იტ-ინჟინერია/Windows/Linux/ქსელი/სერვერი/კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსი
მომწოდებელი: Next-IT Academy
ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას იტ_ინჟინერია/Windows/Linux/ქსელი/ სერვერი/კიბერუსაფრთხოების კომბინირებულ სასწავლო კურსზე.
- კურსის ხანგრძლივობა: 6 თვე
- სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
- ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (18:00-დან 20:00-მდე)
- სწავლის ღირებულება: 1200 ლარი (ოთხივე მოდული), შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა
სწავლა დაიწყება 6 აპრილს (18:00-ზე)
ზოგადი ინფორმაცია:
- კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
- მსმენელები ქსელის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Cisco-ს, MikroTik-ის და TP-Link-ის მარშრუტიზატორებთან (Router) და კომუტატორებთან (Switch);
- მსმენელები სერვერის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Ms Server 2019-ზე, ხოლო ოპერაციული სისტემების დავალებებს Windows 10 და Linux Ubuntu სისტემაზე;
- კიბერუსაფრთხოების დავალებები შესრულდება Windows 10, Ubuntu/Kali/Parrot/Arch Linux ოპერაციულ სისტემებზე და კონკრეტულ პროგრამებში;
- ყოველი მოდულის დასრულებისას ჩატარდება 6-7 საათიანი პრაქტიკა;
გაიცემა 11 სერტიფიკატი, აქედან შვიდი არის საერთაშორისო:
- Cisco IT Essentials PC Hardware & Software
- LPI Linux Essentials
- Cisco CCNAv7 – Introduction to Networks
- Network Essentials
- Cybersecurity Essentials
- Introduction to Cybersecurity
- Cisco CyberOps Associate
- Next-ITsupport
- Next-ITnetwork
- Next-ITserver
- Next-ITsecurity
სასწავლო კურსი შედგება ოთხი მოდულისაგან:
I მოდული - იტ ინჟინერია, ოპერაციული სისტემები (Windows 10, Linux)
- კომპიუტერის ნაწილები დეტალურად
- კომპიუტერის დაშლა/აწყობა, გაძლიერება
- კომპიუტერის ნაწილების დიაგნოსტიკა, ტესტირება, პრობლემების აღმოფხვრა
- პორტატული მოწყობილობების (ლეპტოპი, ნოუთბუქი, მობილური) ნაწილების განხილვა, დაშლა/აწყობა
- ბიოსის კონფიგურაცია
- პერიფერიული მოწყობილობების გამართვა (პრინტერი, სკანერი, პროექტორი)
- ვირტუალიზაცია და ღრუბლოვანი გამოთვლები
- ვინდოუს და ლინუქს ოპერაციული სისტემების ინსტალაცია
- სისტემის მართვა - დისკებთან მუშაობა; სისტემის ოპტიმიზაცია
- ბრძანებათა ველთან მუშაობა ვინდოუსსა (CMD) და ლინუქსში
- მუშაობა ფაილებთან და დირექტორიებთან, დაარქივება და შეკუმშვა
- ქსელის კონფიგურაცია Windows/linux სისტემაში
- მომხმარებლებისა და ჯგუფების ადმინისტრირება ვინდოუსსა და ლინუქსში
- წვდომების განსაზღვრა ვინდოუსსა და ლინუქსში
- პაკეტებისა და პროცესების მართვა; მონიტორინგი
- ოპერაციული სისტემის პრობლემის მოძიება და აღმოფხვრა
II მოდული - ქსელი (Network)
- ქსელის მიმოხილვა
- კომუტატორისა და საბოლოო მოწყობილობების ბაზისური კონფიგურაცია
- პროტოკოლები; OSI და TCP/IP მოდელი
- ფიზიკური შრე
- სამონტაჟე ინსტრუმენტების (Crimping Tool, Punch Down, Lan Cable Tester) გამოყენება
- ქსელის გაყვანა, კაბელზე ჯეკის დასმა, Outlet-ის მონტაჟი, კაბელის ტესტირება;
- პატჩპანელის მონტაჟი და კაბელების დასმა
- მონაცემთა არხის შრე; ეზერნეტ კომუტაცია
- ქსელის შრე
- მისამართების (MAC და IP) განსაზღვრა
- მარშრუტიზაცია (Routing)
- მარშრუტიზატორის ბაზისური კონფიგურაცია
- IPv4/IPv6 დამისამართება და ქვექსელებად დაყოფა
- ICMP პროტოკოლი
- ტრანსპორტის შრე და აპლიკაციათა შრე
- ქსელური უსაფრთხოების საფუძვლები
- DHCP, NAT, Access List (ACL) კონფიგურაციები;
- უკაბელო ქსელის მარშრუტიზატორების კონფიგურაცია;
- MikroTik როუტერის განხილვა და კონფიგურაცია;
- Ping, Traceroute, Debug, CDP და Show ბრძანებების დეტალური ანალიზი;
- Telnet, SSH, ipconfig, Ping, Tracert, FTP, DNS Records, Network Lookup
III მოდული - სერვერი
- სერვერული ინფრასტრუქტურის მიმოხილვა; Server 2019-ის ინსტალაცია;
- Active Directory, DHCP, DNS როლების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
- Routing და NAT-ის კონფიგურაცია
- მომხმარებლების მართვა აქტიური დირექტორიის საშუალებით;
- ფაილ სერვერის გამართვა
- Remote Access როლის ინსტალაცია და გამართვა;
- WSUS როლის ინსტალაცია და მომართვა
- Hyper-V ვირტუალიზაციის აწყობა
IV მოდული - კიბერუსაფრთხოება
- ინფორმაციული სისტემების საფრთხეების აღწერა
- თანამედროვე უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრი - SOC
- ქსელური უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა (Firewall, IDS/IPS)
- საწარმოო ქსელების უსაფრთხოება: DLP, CyberArk, WAF, SIEM სისტემების მიმოხილვა
- გავრცელებული საფრთხეები და თავდასხმები (მავნე პროგრამები - ვირუსები, ტროიანები, ვორმები; თავდასხმები – დაზვერვა, წვდომითი თავდასხმები და სოციალური ინჟინერია; DoS თავდასხმები; ბუფერის გადავსება; ფიშინფი; სნიფინგი, MitM თავდასხმები)
- IP სისუსტეები, TCP და UDP სისუსტეები; ARP სისუსტეები, ARP ქეშის მოწამვლა, DNS თავდასხმები, DNS ტუნელირება, DHCP თავდასხმები; საწარმოო სერვისები – HTTP და HTTPS, HTTP ექსპლოიტები, Email
- აქტივების იდენტიფიკაცია, საფრთხეების იდენტიფიკაცია; უსაფრთხოების დოკუმენტები, რეგულაციები და სტანდარტები; ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობების განხილვა; ეთიკის საკითხები)
- წვდომის კონტროლის კონეფციები, AAA-ს გამოყენება და მუშაობა
- საფრთხეზე დაკვირვება (ინფორმაციის წყაროები, საფრთხეზე დაკვირვების სერვისები)
- კრიპტოგრაფია (მთლიანობა და ნამდვილობა, კონფიდენციალობა, კრიპტოგრაფია ღია გასაღებით, PKI სისტემა, აპლიკაციები და კრიპტოგრაფიის ზემოქმედება)
- საბოლოო მოწყობილობის უსაფრთხოება (ანტივირუსული დაცვა, ჰოსტზე დაფუძნებული შემოჭრების პრევენცია, აპლიკაციური უსაფრთხოება)
- საბოლოო მოწყობილობების ლოგებისა და ქსელის ლოგების ანალიზი
- გამაფრთხილებელი შეტყობინებების (alerts) შეფასება
- მუშაობა ქსელის უსაფრთხოების მონაცემებთან; ქსელური მონაცემების კვლევა
- ინფორმაციის ანალიზი შემოჭრების შესახებ (SGUIL, ELSA, Kibana, ElasticSearch, Wireshark)
- ციფრული ექსპერტიზა; ინციდენტის ანალიზი და მასზე რეაგირება
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის