GE

კოსტავას № 77                           ტელ: (+995) 551 40 12 34         ელ.ფოსტა: nextitacademy@gmail.com
თბილისი, საქართველო                     (+995) 558 19 04 07         ვებგვერდი: https://goo.gl/IbJ8WG

მეტი
კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების შემსწავლელი კურსები
ღირებულება: 800 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია
ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსზე.
 
ბოლო ვადა: 11 სექტემბერი

სასწავლო კურსი შედგება ოთხი მოდულისაგან:
  1. კომპიუტერის ორგანიზაცია და არქიტექტურა (Hardware)
  2. ოპერაციული სისტემები (Software)
  3. ქსელები (Network)
  4. კიბერუსაფრთხოება (Cybersecurity)
პირველ მოდულზე (Hardware) შეისწავლება:
  • კომპიუტერის ნაწილები დეტალურად
  • უსაფრთხოების დაცვა ლაბ. პროცედურების დროს და ხელსაწყოების სწორი გამოყენება
  • კომპიუტერის დაშლა/აწყობა, გაძლიერება
  • BIOS თეორიულად და პრაქტიკულად
  • კომპიუტერის ნაწილების დიაგნოსტიკა, ტესტირება, პრობლემების აღმოფხვრა
  • პორტატული მოწყობილობების (ლეპტოპი, ნოუთბუქი) ნაწილების განხილვა, დაშლა/აწყობა
  • პერიფერიული მოწყობილობების განხილვა (პრინტერი, სკანერი და ა.შ), ინსტალაცია კონფიგურაცია
მეორე მოდულზე (Software)  შეისწავლება:
Windows 10
  • ვირტუალური მანქანის ინსტალაცია/კონფიგურაცია (Vmware Workstation)
  • ოპერაციული სისტემის ინსტალაცია (Windows XP/7/8.1/10)
  • ოპერაციული სისტემის იერსახე და მისი პარამეტრები
  • ფაილებთან და საქაღალდეებთან მუშაობა
  • სისტემის მართვა - პერიფერიული მოწყობილობები და დრაივერები
  • სისტემის მართვა - აპლიკაციებისა და ლოკალიზაციის მართვა
  • სისტემის მართვა - დისკებთან მუშაობა; სისტემის ოპტიმიზაცია
  • სისტემის რეესტრი (Registry) და ბრძანებათა სტრიქონი (Command Prompt)
  • ქსელური კომპონენტები, დისტანციური მართვა
  • ქსელში მუშაობის ორგანიზება
  • სისტემის მომხმარებლები და ჯგუფები
  • სისტემის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა
  • მუშაობა სარეზერვო ასლებთან
  • სისტემის წარმადობა და მონიტორინგი
  • ოპერაციული სისტემის პრობლემის მოძიება და აღმოფხვრა
Linux
  • შესავალი Linux-ში, აპლიკაციები და ლიცენზიები ღია კოდით
  • Linux-ის გამოყენება, ბრძანებათა ველთან მუშაობა, დახმარება Linux-ში
  • მუშაობა ფაილებთან და დირექტორიებთან, დაარქივება და შეკუმშვა
  • Pipes, გადამისამართება და REGEX
  • ბაზისური სკრიპტინგი
  • პაკეტებისა და პროცესების მართვა
  • ქსელის კონფიგურაცია
  • სისტემისა და მომხმარებლის უსაფრთხოება, ახალი მომხმარებლის დამატება
  • მფლობელობა და ნებართვები
  • სპეციალური ნებართვები, ბმულები და ფაილის ადგილმდებარეობა
OS X და მობილური ოპერაციული სისტემები (Android, iOS)
 
მესამე მოდულზე (Network) განიხილება:
  • ქსელური მოწყობილობები, სამონტაჟე ინსტრუმენტები, ქსელის გაყვანა, კაბელზე ჯეკის დასმა, Outlet-ის მონტაჟი, ტესტირება
  • ქსელის  პროტოკოლები, სტანდარტები და ტოპოლოგიები,  OSI და TCP/IP დონეები დეტალურად
  • IPv4 და IPv6 ქსელების დამისამართება და ქვექსელების შექმნა (Subnetting)
  • Cisco Router-ების ბაზისური პარამეტრების კონფიგურაცია GUI და CLI გარემოში
  • TP-Link, D-Link მარშრუტიზატორების დეტალური კონფიგურაცია, უსაფრთხოება
  • Linksys, TP-Link, D-Link Wireless Router-ების დეტალური კონფიგურაცია, უსაფრთხოება
  • MikroTik მარშრუტიზატორის განხილვა და კონფიგურაცია
  • DHCP პროტოკოლის კონფიგურაცია
  • წვდომის სიები (Access Control Lists – ACLs)
  • ქსელის მისამართის თარგმნა (NAT) IPv4-სთვის
  • ქსელის პრობლემების მოძიება და აღმოფხვრა, ქსელში სამუშაო პროგრამები
  • Outlook - ის კონფიგურაცია, ელ. ფოსტების სარეზერვო ასლების შექმნა/აღდგენ
მეოთხე მოდულზე (Cybersecurity) განიხილება:
  • ძირითადი საფრთხეები, იდენტიფიკაცია, აუთენტიკაცია,
  • უფლებათა დონეების განსაზღვრა, როლები; მომხმარებლებისა და ჯგუფების მართვა
  • ინფორმაციულ რესურსებზე წვდომების განსაზღვრა და კონტროლი
  • საოფისე დოკუმენტების უსაფრთხოება
  • შიფრაცია და დეშიფრაცია, შიფრაციის ალგორითმები, ჰეშირება, სალტირება
  • ციფრული ხელმოწერა, ციფრული სერტიფიკატები
  • მონაცემთა მთლიანობის კონტროლი, ხელმისაწვდომობა
  • გავრცელებული ვირუსები და მათგან თავდაცვის გზები, ანტივირუსები
  • უსაფრთხოების შესამოწმებელი უტილიტები
  • გავრცელებული ქსელური საფრთხეები, შეტევები (Phishing, DDoS, Snifing, Spoofing, და ა.შ.)
  • ქსელური შეტევებისაგან დაცვა (Firewall, VPN, IPS/IDS, NetFlow)
  • უსაფრთხოება უკაბელო ქსელებში, კაბელურ და უკაბელო მარშრუტიზატორებში
  • უსაფრთხოება ვებში და ბრაუზერებში
  • უსაფრთხოება სოციალურ ქსელებში, უსაფრთხო გადარიცხვები
  • მობილური ტექნოლოგიების უსაფრთხოება
  • სარეზერვო ასლების შექმნა/აღდგენა
  • რისკების ანალიზი, ბიზნეს უწყვეტობა, აქტივების იდენტიფიკაცია, კლასიფიკაცია
  • ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტები, პროცედურები და კანონმდებლობები
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკები
  • უსაფრთხოების ტესტირება და მონიტორინგი
  • უსაფრთხოების პროგრამებთან მუშაობა (DLP, Web Application Firewall, CyberArk, Netflow)
  • უსაფრთხოების პროგრამების Log-ების ანალიზი და რეპორტინგი
კურსის ხანგრძლივობა: 4-5 თვე
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი, საღამოს საათებში (19:30-დან 21:30-მდე)
ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია

თანხის გადახდა/შეღავათები/ბონუსები:
  • სწავლის ღირებულება: 800 ლარი (ოთხივე მოდულის), გადახდა ხდება ეტაპობრივად (თვეში 200 ლარი);
  • სოციალურად დაუცველთათვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება;
  • თითოეულ ჯგუფში პირველი ორი წარმატებული მსმენელი (წარმატებულ მსმენელად ითვლება მსმენელი, რომელმაც ყოველკვირეულ ტესტებში, პრაქტიკულ დავალებებში და გამოცდებში დააგროვა ყველაზე მაღალი ქულა) იღებს ვაუჩერს, რომლითაც შეუძლია სწავლა გააგრძელოს CCNA Routing & Switching  ან ქსელის ადმინისტრირების სასწავლო კურსებზე სრულიად უფასოდ;
  • კურსის დასრულების შემდეგ ყველა მსმენელს გადაეცემა 10 CD/DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილი იქნება ყველა ის პროგრამა, რომელიც სასწავლო კურსზე გამოიყენებოდა.
გაიცემა რვა სერტიფიკატი, ექვსი არის საერთაშორისო (ინგლისურენოვანი) სერტიფიკატი:
1) Cisco IT Essentials PC Hardware & Software
2) LPI Linux Essentials
3) Cisco CCNA – Introduction to Networks
4) Network Essentials
5) Cybersecurity Essentials
6) Introduction to Cybersecurity
7) Next-ITnetwork
8) Next-ITcybersecurity
 
წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ „Gold“ სერტიფიკატები თავისი დანართებით, Windows 10-ის და კიბერუსაფრთხოების სახელმძღვანელო წარმატებული მსმენელები გაივლიან ორკვირიან სტაჟირებას ვითიბი (VTB) ბანკში, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

მსმენელები ქსელის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Cisco-ს, MikroTik-ის და TP-Link-ის მარშრუტიზატორებთან და კომუტატორებთან. კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები:
სასწავლო კურსში გამოყენებულია:
  • Cisco–ს ქსელური აკადემიის მიერ შემუშავებული ოფიციალური სასწავლო მასალა ინგლისურად
  • Cisco IT Essentials 6.0 კურსის ქართული ვერსია 
  • აკადემიის ინსტრუქტორების მიერ თარგმნილი ოფიციალური სასწავლო მასალა ქართულად
  • აკადემიის ინსტრუქტორების მიერ შემუშავებული:
- თეორიული და პრაქტიკული მასალები
- პრაქტიკული დავალებები
- ვიდეო მასალები
- პრეზენტაციები
- თვითკონტროლის ტესტები
- ყოველკვირეული ქვიზები
- ფინალური გამოცდები
 
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან კურსისთვის აუცილებელი ყველა ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით.
 
კურსს გაუძღვება საერთაშორისო დონის ინსტრუქტორი. გასაუბრება ჩატარდება 11 სექტემბერს 19:00-ზე. სწავლა დაიწყება 12 სექტემბერს.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი სექტემბერი 2017
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები