GE
ქსელის სასწავლო კურსი

ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას CCNA-ის სასწავლო კურსის I მოდულზე.

  • კურსის ხანგრძლივობა: 1.5 თვე
  • სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 
  • ლექციების ჩატარების დრო: საღამოს 20:00სთ
  • სწავლის ღირებულება: 500 ლარი (გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად)
  • სწავლა დაიწყება 14 ივნისს საღამოს 20:00სთ-ზე

ამ მოდულის გავლის შემდგომ, შესაძლებელია CCNAv7-ს II და III მოდულების გავლაც ამავე აკადემიაში, თითო მოდულის ღირებულებაა 500 ლარი.

გაიცემა სამი სერთიფიკატი:

  • Cisco CCNAv7 – Introduction to Networks
  • Network Essentials
  • Next-ITnetwork

ზოგადი ინფორმაცია:

  • კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
  • მსმენელები ქსელის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Cisco-ს, MikroTik-ის და TP-Link-ის მარშრუტიზატორებთან (Router) და კომუტატორებთან (Switch);
  • მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით;
  • დავალებები და პრაქტიკული სამუშაოები აგებულია მცირე და საშუალო ზომის ქსელებში გამოყენებულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებით;
  • კურსის ბოლოს ჩატარდება 6-7 საათიანი ორი პრაქტიკა (ორი კვირა დღე - ჯამში 14 საათი); მოხდება ტოპოლოგიების აწყობა, Cisco-ს, MikroTik-ისა და TP-Link-ის მარშრუტიზატორების ინსტალაცია კონფიგურაცია, უსაფრთხოებების ჩართვა და ა.შ;
  • კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
  • კურსს გაუძღვება Cisco-ს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი

სასწავლო კურსის პროგრამა:

  • ქსელის მიმოხილვა, რესურსების გადაცემა ქსელში; LAN, WAN და Internet ქსელები; 
  • ქსელური მედია, კაბელები, ტოპოლოგიები, ქსელური პროტოკოლები და სტანდარტები;
  • ქსელის დაყოფა შრეებად, OSI მოდელი, TCP/IP მოდელი;
  • ქსელური მედია საშუალებები: სპილენძის კაბელი, UTP კაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, უკაბელო შეერთება;
  • სამონტაჟე ინსტრუმენტები (Crimping Tool, Punch Down Tool, Lan Cable Tester)  და მათი გამოყენება;
  • ქსელის გაყვანა, კაბელზე ჯეკის დასმა, Outlet-ის მონტაჟი, კაბელის ტესტირება;
  • პატჩპანელის მონტაჟი და კაბელების დასმა;
  • არხის შრის პროტოკოლები, არხის დონის ფრეიმი; Ethernet-ი, MAC მისამართი
  • ქსელური შრე, პროტოკოლები, IP პროტოკოლის მახასიათებლები, IPv4 პაკეტი;
  • IPv6 პაკეტი (IPv6 -ის ენკაპსულაცია, IPv6 Header, Header Fields);
  • მარშრუტიზაცია (Routing): Default Gateway, IPv4 და IPv6 ჰოსტის მარშრუტიზაციის ცხრილი;
  • როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი (IPv4 როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი);
  • IPv4 მისამართის სტრუქტურა, IPv4 ქვექსელის ნიღაბი, IPv4 მისამართების ტიპები;
  • ქსელის კონფიგურაცია Windows/linux სისტემაში;
  • IPv6 დამისამართება, IPv6 მისამართების ტიპები, IPv6 Unicast, Multicast მისამართები;
  • IPv4 და  IPv6 ქსელების ქვექსელებად დაყოფა;
  • ტრანსპორტის შრე (Transport Layer), TCP და UDP პროტოკოლების მიმოხილვა;
  • აპლიკაციათა შრე, გამოყენებითი დონის პროტოკოლები (DNS, DHCP, SMTP, POP, IMAP);
  • მარშრუტიზატორების (Router) აგებულება, გარე პორტები, LAN და WAN ინტერფეისები, ოპერაციული სისტემა;
  • Cisco მარშრუტიზატორის და კომუტატორის კონფიგურაცია, ინტერფეისების კონფიგურაცია;
  • სტატიკური და დინამიური მარშრუტები, სტატიკური მარშრუტების კონფიგურაცია;
  • პროტოკოლის კონფიგურაცია მარშრუტიზატორზე;
  • DHCP, Access List (ACL), NAT კონფიგურაციები;
  • მარშრუტიზატორის კონფიგურაცია გრაფიკული ინტერფეისით (TP-Link, D-Link);
  • უკაბელო ქსელი (Wireless); უკაბელო ქსელის მარშრუტიზატორების კონფიგურაცია;
  • MikroTik როუტერის განხილვა და კონფიგურაცია;
  • ქსელის პრობლემების მოძიება და აღმოფხვრა; Ping, Traceroute, Debug, CDP და Show ბრძანებების დეტალური ანალიზი;
  • კაბელებთან, ინტერფეისებთან, მოწყობილობებთან და სერვისებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება;
  • Command Prompt-ის ქსელურ ბრძანებებთან მუშაობა (Telnet, SSH, ipconfig, Ping, Tracert, FTP, DNS Records, Network Lookup)
  • ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება (Microsoft Network Monitor, Nagios, Advanced IP Scanner, Wireshark და ა.შ)

რეგისტრაციისთვის დარეკეთ მოცემულ ნომრებზე, გაგესაუბრებათ ინსტრუქტორი და გაგცემთ კურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავ პასუხს.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები