ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
კურსის დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის მოსამზადებელი კურსი
მომწოდებელი: Next-IT Academy
ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის მოსამზადებელ სასწავლო კურსზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
- კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
- სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
- ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (19:30-დან 21:30-მდე)
- სწავლის ღირებულება: 500 ლარი (გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად)
სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს (19:30-ზე)
გაიცემა სამი სერტიფიკატი:
- Cisco IT Essentials
- Cisco – NDG Linux Essentials
- Next-ITsupport
ზოგადი ინფორმაცია:
- ტრენინგი ეფუძნება Cisco IT Essential კურსის ბოლო ვერსიასა (7.01) და NDG Linux Essentials კურსის მოდულებს
- კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტისთვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს
- კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ და ლაბორატორიულ დავალებებს
- მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით
- მასალები არის ქართულ და ინგლისურ ენებზე; სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე
- კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
- კურსს გაუძღვება Cisco-ს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი
- კურსის გავლის შემდეგ დაეუფლებით ყველაზე მოთხოვნად პროფესიას
სასწავლო კურსის პროგრამა:
- პერსონალური კომპიუტერის ტექნიკური უზრუნველყოფის მიმოხილვა (კომპიუტერის ნაწილების დეტალური გარჩევა)
- სისტემური ბლოკი, კვების ბლოკი, დედაპლატა, პროცესორი, ოპ. მეხსიერება, მყარი დისკი, ვიდეო ადაპტერი, პორტები, კონექტორები, კაბელები გაგრილება და სხვა
- კომპიუტერის დაშლა/აწყობა, შესაფერისი ნაწილების შერჩევა, გაძლიერება
- კომპიუტერის ტექნიკური უზრუნველყოფის სიღრმისეული ანალიზი
- სპეციალიზებული კომპიუტერების აწყობა
- BIOS/UEFI განხილვა და კონფიგურაცია
- პრევენციული ღონისძიებები და პრობლემების გადაწყვეტა
- ქსელის მუშაობის პრინციპები; ქსელური ოქმები და სტანდარტები; ქსელური მოწყობილობების (კომუტატორი, მარშრუტიზატორი, პატჩ პანელი, ფაიერვოლი და სხვა) პრაქტიკული განხილვა
- ქსელური კაბელები (სამონტაჟე ინსტრუმენტები, ჯეკის დასმა, აუთლეტის დაყენება)
- გამოყენებადი ქსელი: ქსელის დამისამართება; ქსელის ადაპტერის კონფიგურაცია; კაბელური და უკაბელო ქსელების აწყობა; ჭკვიანი ტექნოლოგიების ჩართვა ქსელში; დისტანციური მართვა (Remote Desktop, Telnet/SSH); პრობლემების მოგვარება ქსელში
- ლეპტოპები და სხვა მობილური მოწყობილობები: ლეპტოპისა და მობილური მოწყობილობის ნაწილების განხილვა; ლეპტოპის ქსელით უზრუნველყოფა; ლეპტოპისა და მობილური მოწყობილობების კონფიგურაცია და პრობლემების მოგვარება
- პრინტერები და სხვა პერიფერიული მოწყობილობები: პრინტერების არჩევა, ინსტალაცია და კონფიგურაცია, ქსელური პრინტერის გამართვა, პრინტერების გაზიარება; სკანერისა და პროექტორის მონტაჟი და კონფიგურაცია
- ვირტუალიზაცია და ღრუბლოვანი გამოთვლები (ვირტუალური მანქანების აწყობა/კონფიგურაცია - VMware Workstation, Virtualbox)
- ვინდოუს ოპერაციული სისტემის ინსტალაცია და საწყისი მომართვა
- ვინდოუს ოპერაციული სისტემის ადმინისტრირება: დისკების მართვა; სისტემის ოპტიმიზაცია; ბრძანებათა ველის ინტერფეისთან (CMD) მუშაობა და ბრძანებების განხილვა; ვინდოუსის ქსელით უზრუნველყოფა; Telnet, SSH, ipconfig, Ping, Tracert, FTP, DNS Records, Network Lookup;
- უსაფრთხოება ვინდოუსში: მომხმარებლები და ჯგუფები, ანტივირუსი/ფაიერვოლი, შიფრაცია, VPN, სარეზერვო ასლების შექმნა/აღდგენა; ვინდოუს ოპერაციული სისტემის პროცესების, სერვისებისა და წარმადობის მონიტორინგი
- მობილური, MacOS ოპერაციული სისტემები: ანდროიდ და iOS სისტემების განხილვა
- ლინუქს ოპერაციული სისტემა: ლინუქსის მიმოხილვა, ლინუქს ოპერაციული სისტემების განხილვა; ლინუქსთან მუშაობა, ღია წყარო კოდები და ლიცენზირება; ლინუქს ოპერაციული სისტემების ინსტალაცია (Ubuntu, Kali) და ბაზისური კონფიგურაცია; ორმაგი ჩატვირთვა, ჩატვირთვის პარამეტრების ცვლილება; ბრძანებათა ველი უნარები, დახმარების მიღება ტერმინალთან მუშაობის დროს; ნავიგაცია ფაილურ სისტემაში, ფაილებისა და დირექტორიების მართვა, არქივირება და შეკუმშვა;
- ლინუქს ოპერაციული სისტემის ადმინისტრირება: დისკების მართვა (დისკების დაყოფა, დაფორმატება, RAID მასივების განხილვა, დანაყოფებთან მუშაობა); ტექსტურ რედაქტორებთან მუშაობა, ბაზისური სკრიპტინგი; კომპიუტერის აპარატურასთან გაცნობა ლინუქსის ბრძანებებით; კაბელური და უკაბელო ქსელის კონფიგურაცია ლინუქსში;
- უსაფრთხოება ლინუქს ოპერაციულ სისტემაში: სისტემისა და მომხმარებლის უსაფრთხოებამომხმარებლებისა და ჯგუფების შექმნა; საკუთრებისა და ნებართვების განსაზღვრა; სპეციალური დირექტორიები და ფაილები; პაკეტებისა და პროცესების მართვა ლინუქსში
- იტ პროფესიონალის უნარების გამომუშავება: საკომუნიკაციო უნარები; საოპერაციო პროცედურები; ეთიკური და ლეგალური საკითხები
- კონკრეტული სცენარების განხილვა სამუშაო უნარების დასახვეწად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის