GE
ფინანსური აღრიცხვა, საგადასახადო კანონმდებლობა, აუდიტი
ფინანსური აღრიცხვა:

პროგრამა ეფუძნება ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტებს და მოიცავს როგორც თეორიულ და პრქტიკულ, ასევე კომპიუტერულ კურსს (Oრის). მსენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მეთოდური და პრაქტიკული მასალებით.  ლექციები მიმდინარეობს ქართულ, ინგლისურ და ორივე (ქართულ-ინგლისურ) ენებზე, მაღალტექნოლოგიური ციფრული პროექტორის და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით.Kკურსი ასევე მოიცავს ბიზნესის კანონმდებლობის შესწავლას: კანონი მეწარმეთა შესახებ; საქართველის საგადასახადო კანონმდებლობა და კოდექსი.

ზოგადი თემატიკა:
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები და მეთოდები;
  • საწარმოთა ფორმები და რეგისტრაცია;
  • ბუღალტრული ბალანსი, შემადგენლობა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშები და მათი შინაარსი;
  • ბრუნვითი ბალანსი;
  • მთავარი წიგნი;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პირველადი დოკუმენტაცია;
  • ბუღალტრული გატარების სისტემა;
  • შემოსავლებისა და ფულადი სახსრების აღრიცხვა;
  • სასაქონლო მარაგების აღრიცხვა;
  • საწარმოო და კომერციული ხარჯები და სხვა ხარჯების აღრიცხვა;
  • წარმოებული პროდუქციის თვთღიერბულება და კალკულაცია;
  • რეალიზაციის აღრიცხვა;
  • მომსახურეობის აღრიცხვა, ვაჭრობა და მომსახურეობა;
  • ძირითადი საშუალებათა ცნება და აღრიცხვა;
  • არამატრეიალური აქტივების ცნება და აღრიცხვა;
  • ამორტიზაცია, ცვეთის აღრიცხვა;
  • მოთხოვნების აღრიცხვა;
  • ვალდებულებები აღრიცხვა;
  • დღგ-ს გადამხდელები, დღგ-ს დეკლარაცია, შედგენის წესი და წარდგენის ვადები;
  • ხელფასის დარიცხვა და მისი ბურალტრული გატარება;
  • აქციზის გადასახადის აღრიცხვა და ანგარიშები;
  • საშემოსავლო გადასახადის აღრიცხვა და ანგარიშგება;
  • სოციალური გადასახადის აღრიცხვა და ანგარიშგება;
  • ქონების გადასახადის აღრიცხვა და ანგარიშგება;
  • მოგების გადასახადის აღრიცხვა და ანგარიშგება;
  • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა;
  • საწარმოოს ბალანსისა და სხვა  ფინანსური საბოლოო ანგარიშების მომზადება
პროგრამა განკუთვნილია: დამწყებთათვის, სტუდენტებისათვის, ასევე პროფესიონალებისა და სხვადსხვა პრაქტიკოსი სპეციალისტებისათვის.

სწავლის საფასურია:
  • ფინანსური აღრიცხვა ქართული კომპანიებისათვის ( ქართულ ენაზე)
    ლექციის ხანგრძლივობა – 1. 30 სთ.
    ჯგუფური  - 400 ლარი
    ინდივიდუალური – 500 ლარი
  • ფინანსური აღრიცხვა უცხოური კომპანიებისათვის ( ქართულ ენაზე)
    ლექციის ხანგრძლივობა – 1. 30 სთ.
    ჯგუფური  - 400 ლარი
    ინდივიდუალური – 500 ლარი
  • ფინანსური აღრიცხვა უცხოური კომპანიებისათვის (ინგლისურ ენაზე)
ზოგადი თემატიკა:
  • მთავარი საბუღალტრო წიგნი;
  • სალაროს წიგნი;
  • დამხმარე საბუღალტრო წიგნები;
  • საცდელ ბალანსში გამხსნელი შენატანები;
  • საბოლოო ანგარიშებისთვის მზადება;
  • საწარმოო და სავაჭრო უწყისი;
  • მოგება-ზარალის უწყსი;
  • ბალანსი;
  • საბუღალტრო აღრიცხვა გუდვილის შემათხვევაში და ფასდაკლება;
  • ფინასური აღრიცხვა კრედიტის შემთხვევაში;
  • ძირითადი ხარჯთაღიცხვა;
  • კომპიუტერები ბუღალტრულ აღრიცხვაში
ლექციის ხანგრძლივობა – 1. 30 სთ.
ჯგუფური – 500 ლარი
ინდივიდუალური – 600 ლარი
  • ფინანსური აღრიცხვა უცხოური კომპანიებისათვის (ქართულ-ინგლისური)
    ლექციის ხანგრძლივობა – 2 სთ.
    ჯგუფური -700 ლარი
    ინდივიდუალური – 800 ლარი
    კურსის ხანგრძლივობა  – 2 თვე
    მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ

    პროგრამის - ფინანსური აღრიხვა უცხოური კომპანიებისათვის - გავლის შემდეგ, მსმენელს საშუალება მიეცემა გაიაროს კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის სადიპლომო სატრენინგო ანალოგიური პროგრამა უმოკლეს ვადაში (2-3 თვეში).
საგადასახადო კანონმდებლობა

პროგრამა შეისწავლის:
საქართველოს საგადასახადო სისტემის კანონების ფუნქციონირება, გადასახადის გადამხდელების და საგადასახადო ორგანოების სამართლებრივი მდგომარეობა.
საგადასახადო პროგრამაში ჩართულია პრაქტიკული ვიდეო რგოლები, შესაბამისი ტესტები და ამოცანები.

განიხილება შემდეგი საკითხები:

საწარმოები, ორგანიზაციები, ფიზიკური პირები, გადასახადის გადამხდელები, გადასახადის გადამხდელთათვის ინფორმაციის მიწოდება, საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო ანგარიშსწორება და კონტროლი, საგადასახადო სამართალადარღვევა, პასუხისმგებლობა, საგადასახადო დავა, დამატებითი ღირებულების გადასახადი, აქციზი, ადგილობრივი გადასახადები, გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი, და სხვა.

ლექციის ხანგრძლივობა – 1. 30 სთ.
ჯგუფური – 500 ლარი
ინდივიდუალური – 600 ლარი
  • აუდიტი
პროგრამა შეისწავლის:

აუდიტის არსი და მიზანი, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები და მისი მარეგულირებელი ჩარჩოები, ბუღალტერიისა და აუდიტის ეთიკის საფუძვლები, შიდა და გარე აუდიტი, ორგანიზაციის კონტროლი და ხარჯების მართვა, აუდიტის დაგეგმვა დამკვეთის საქნიანობის მიხედვით, ფულადი სახსრებისა და დებიტორული დავალიანების აუდიტი, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შეთავსების პროცედურები და დაუმთავრებელი წარმოების აუდიტი, ფინანსური ანგარიშების შეფასების პროცედურები, აქტივების და ინვესტიციების აუდიტი და სხვა.

ლექციის ხანგრძლივობა – 1. 30 სთ.
ჯგუფური – 500 ლარი
ინდივიდუალური – 600 ლარი

სამივე პროგრამის ერთად შესწავლის მსურველებს ვთავაზობთ ფასდაკლებას

დაწყების თარიღი: 20 სექტემბერი, 2010 წელი
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები