GE
ინგლისური ენის ორთვიანი კურსი დამწყებთათვის
Oxford Academy აცხადებს მსმენელების მიღებას ორთვიან კურსზე დამწყებთათვის.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის, ვისაც სურს დაიწყოს ინგლისური ენის ნულიდან შესწავლა და უმოკლეს დროში ნახოს ის შედეგები, რისი მიღწევაც შესაძლებელია სწორად და ეფექტურად შერჩეული პროგრამის მეშვეობით.

 სასწავლო პროცესი:
  • სწავლება მიმდინარეობს OXFORD-ის პროგრამით, როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.
  • სწავლების მეთოდი ითვალისწინებს ხუთ მნიშვნელოვან პუნქტს: გრამატიკას, საუბარს, მოსმენას (აუდიო სწავლებას), წერისა და კითხვის უნარების გაუმჯობესებას.
  • ოქსფორდის აკადემიაში მსმენელი თავიდანვე სწავლობს წინადადების სწორად ჩამოყალიბებას, რაც მატებს მას თავდაჯერებულობას და ენობრივი ბარიერის გადალახვაში ეხმარება.
კურსის დამთავრების შემდეგ თქვენ შეძლებთ:
  • საკუთარი თავის წარდგენას ინგლისურ ენაზე;
  • შეკითხვების დასმას და ასევე სხვის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას;
  • კონტაქტების დამყარებას მარტივი ფრაზების გამოყენებით;
  • წერა-კითხვას ინგლისურ ენაზე;
კურსის აღწერა:
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე (24 შეხვედრა)
მსმენელების რაოდენობა ჯგუფში: 3-8 მსმენელი
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1,30 სთ. (გაკვეთილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჯგუფში მსმენელების რაოდენობაზე)
სწავლების გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ.
დღეები: ორშ. ოთხშ. პარ. ან სამშ. ხუთშ. შაბ.        
 
საათები: დროის არჩევა შესაძლებელია თქვენი სურვილის მიხედვით:
ა) 10:00-დან 17:00 საათამდე
ბ) 18:00-დან 21:00 საათამდე
 
რეგისტრაცია - რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია დარეკვა და დროების შეთანხმება ოქსფორდის აკადემიის ადმინისტრაციასთან.

კურსის ერთი თვის ღირებულება (12 გაკვეთილი)
დრო:                                                 10:00 - 17:00          18:00 - 21:00
ჯგუფური მეცადინეობა:               120 ლარი      -      135 ლარი
VIP ჯგუფი (2 მსმენელი):              170 ლარი      -      200 ლარი
ინდივიდუალური:                         250 ლარი     -       280 ლარი
 
სტუდენტები ისარგებლებენ სპეციალური 20% ფასდაკლებით!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები