GE

კოსტავას ქ. N20                      ტელ: (+995 32) 230 59 30        ელფოსტა: info@oxfordacademy.ge
თბილისი, საქართველო                                                                ვებგვერდი: http://www.oxfordacademy.ge
                                                                                                            ფეისბუქი: http://on.fb.me/1q7rY7A

მეტი
HR-მენეჯმენტის სერტიფიცირებული კურსი
ღირებულება: 300 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია
„ოქსფორდის აკადემია“ აცხადებს მიღებას ადამიანური რესურსების მართვის (HR მენეჯმენტის) ერთთვიან სერტიფიცირებულ ტრენინგ-კურსზე.
 
კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე მოქმედი HR მენეჯერებისთვის, ვისაც სურთ გაიღრმაონ პროფესიული ცოდნის დონე და მიიღონ პრაქტიკული რჩევები თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით.
 
განსახილველი თემატიკა:
  • ადამიანური რესურსების მართვა - მიზანი და ფუნქცია;
  • ორგანიზაციის შინაგანაწესი და ადმინისტრირება;
  • ორგანიზაციული კონფლიქტი/სტრესი;
  • ორგანიზაციული კულტურა;
  • კადრის  შერჩევა და აყვანა;
  • შრომის ანაზღაურება და ბენეფიტები;
  • შრომის კოდექსის დეტალური ანალიზი;
  • შვებულება/მივლინება/შრომითი ხელშეკრულებები;
  • თანამშრომელთა მოტივაცია;
  • თანამშრომელთა  შეფასება;
  • ტრენინგი და განვითარება;
კურსი საშუალებას მისცემს მსმენელებს განავითარონ საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევები და გაეცნონ იმ თანამედროვე მიდგომებს, რომლებიც წარმატებული გუნდის ჩამოყალიბებასა და მმართველობისთვის არის აუცილებელი.
 
თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკული სავარჯიშოები დაეხმარება მსმენელებს  შეისწავლონ მენეჯერის პროფესიული საქმიანობისა და მათ წინაშე ყოველდღიურად წამოჭრილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის გზები.
 
კურსის აღწერა:
კურსის დასახელება: ადამიანური რესურსების მართვა/ HR მენეჯმენტი
სრული კურსის ხანგრძლივობა: 4 კვირა (12 შეხვედრა)
ტრენინგის ხანგრძლივობა: 1სთ.
მსმენელების რაოდენობა ჯგუფში: 6-8  მსმენელი
კურსის რეგულარული ფასი: 300 ლარი
სწავლების ფორმა: ინტერაქტიული, ქეისების განხილვა/ანალიზი
 
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სტანდარტების ორენოვანი სერტიფიკატი.
 
ტრენინგის გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ;
დღეები: სამშ. ხუთშ. შაბ. 19:00
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ივლისი 2017
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები