GE
ბუღალტერთა ინდივიდუალური მომზადება
ლუკა პაჩიოლის სახელობის საბუღალტრო-აუდიტორული ცენტრი აცხადებს მიღებას ბუღალტერთა ინდივიდუალურად მოსამზადებელ კურსებზე:
  • საბუღალტრო-საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების ინდივიდუალური სწავლება და გადამზადება (1 მსმენელი), რომლის ღირებულებაა 270 ლარი, გრძელდება 2 თვე. ღირებულებაში შედის სახელმძღვანელო წიგნი და სამუშაო კონსპექტები.
  • საბუღალტრო-საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების გაერთიანებული (ჯგუფური) სწავლება და გადამზადება (3 მსმენელი), რომლის ღირებულებაა 150 ლარი, გრძელდება 2 თვე. ღირებულებაში შედის სახელმძღვანელო წიგნი და სამუშაო კონსპექტები.
  • საბუღალტრო აღრიცხვის რეალური პრაქტიკა, რომლის ღირებულებაა 150 ლარი, გრძელდება 1 თვე. ღირებულებაში შედის სახელმძღვანელო წიგნი და სამუშაო კონსპექტები.
  • მოქმედ ბუღალტერთა კონსულტაცია, რომლის ღირებულებაა 125 ლარი, გრძელდება 1 თვე. ღირებულებაში შედის სახელმძღვანელო წიგნი და სამუშაო კონსპექტები.
  • მიკრო და მცირე ბიზნესის მეწარმის მიერ ბუღალტრის გარეშე, დამოუკიდებლად გამარტივებული საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის ინდივიდუალური სწავლება, რომლის ღირებულებაა 350 ლარი, გრძელდება 1 თვე. ღირებულებაში შედის სახელმძღვანელო წიგნი და სამუშაო კონსპექტები.
სასწავლო პროგრამის მიზნები:
  • მსმენელები ინდივიდუალურად შეარჩევენ მათთვის აუცილებელ კურსს.
  • მსმენელები ნულოვანი საფეხურიდან დაიწყებენ და საფუძვლიანად შეისწავლიან საბუღალტრო-საგადასახადო აღრიცხვის პროცესს პროფესიული სტანდარტის დონეზე.
  • ყველა კურსი ორიენტირებულია აღრიცხვის პრაქტიკული და თეორიული მიმართულებების - საიდან დავიწყოთ, როგორ ვიმუშაოთ და რას მივაღწიოთ - სწავლებაზე.
სასწავლო პროგრამის შინაარსი:
  • მცირე და საშუალო ბიზნესის საფუძვლები;
  • საბუღალტრო, საგადასახადო, სამეწარმეო და ფინანსური ანგარიშგების ტერმინოლოგია და საფუძვლები;
  • ბიზნესის სალაროს, ბანკის, ხელფასების, რეალიზაციის, ხარჯების, დებიტორ-კრედიტორების, სესხების, საგადასახადო ვალდებულებების და ა.შ. აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსით წარმოების, ვაჭრობის, მიწოდებისა და მომსახურების სფეროში;
  • მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის, მოლარის საქმიანობა და პრაქტიკა;
  • ბიზნესის მოგება/ზარალის და ქონების აღრიცხვა;
  • ელექტრონული საგადასახადო დეკლარირება;
  • საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტწარმოება (მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორების ჟურნალი, ბრუნვითი უწყისი, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები, ხელფასის უწყისი, მემორიალური ორდერი, საგადასახადო დავალება, სასაქონლო ზედდებული, გასავლისა და შემოსავლის ზედდებულები, დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დეკლარაციები და ა.შ.);
  • ახალი საგადასახადო კოდექსის საბუღალტრო ნაწილი, მეწარმეთა შესახებ კანონის საბუღალტრო ნაწილი, შრომის კოდექსი;
  • საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა "Oris-Accounting";
  • საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა "Super-Fin"
სასწავლო პროგრამის შედეგები:
  • პროგრამის ბოლოს ტარდება ტესტირება;
  • გაიცემა სხვადასხვაენოვანი ოფიციალური სერტიფიკატები და შესაბამისი რეკომენდაციები;
  • გათვალისწინებული იქნება კონსულტაციები.
რეგისტრაცია და ღირებულების გადახდის პირობები:
  • რეგისტრაცია, გასაუბრება მიმდინარეობს ყოველდღიურად;
  • გასაუბრების შემდეგ ინიშნება დღეები, საათები და ფორმდება ხელშეკრულებები;
  • ანგარიშსწორება ხორციელდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში;
  • გათვალისწინებულია ეტაპობრივი ანგარიშსწორებაც - ღირებულების 50% დასაწყისში, ხოლო დანარჩენი - შუა პერიოდისათვის.
კურსებს ინდივიდუალურად ხელმძღვანელობენ საბუღალტრო აღრიცხვის დარგის გამოცდილი და წამყვანი სპეციალისტები.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
გისურვებთ წარმატებებს!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები