GE
ბუღალტერთა მოსამზადებელი კურსები
აუდიტ-კონსალტინგ ცენტრი აცხადებს დაინტერესებულ მსმენელთა მიღებას:

1. საბუღალტრო -საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების სწავლებისა და გადამზადების ინდივიდუალური პროგრამა (1 მსმენელი), რომლის ღირებულებაა 250 ლარი, გრძელდება 2 თვე. ღირებულებაში შედის სახელმძღვანელო წიგნი და სამუშაო კონსპექტები.

2. ინტერნეტით ინდივიდუალური ვიდეო-ლექციების საბუღალტრო-საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების სწავლებისა და გადამზადების პროგრამა სახლიდან ან სამსახურიდან გაუსვლელად (1 მსმენელი), რომლის ღირებულებაა 195 ლარი, გრძელდება 2 თვემდე. ღირებულებაში შედის სახელმძღვანელო წიგნი და სამუშაო კონსპექტები.

3. საბუღალტრო-საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების სწავლებისა და გადამზადების გაერთიანებული (ჯგუფური) პროგრამა (3 მსმენელი), რომლის ღირებულებაა 125 ლარი, გრძელდება 2 თვე. ღირებულებაში შედის სახელმძღვანელო წიგნი და სამუშაო კონსპექტები.

4. საბუღალტრო აღრიცხვის რეალური პრაქტიკის პროგრამა, რომლის ღირებულებაა 150 ლარი, გრძელდება 1 თვე. ღირებულებაში შედის სახელმძღვანელო წიგნი და სამუშაო კონსპექტები.

5. მოქმედ ბუღალტერთა საკონსულტაციო პროგრამა, რომლის ღირებულებაა 100 ლარი, გრძელდება 1 თვე. ღირებულებაში შედის სახელმძღვანელო წიგნი და სამუშაო კონსპექტები.

6. მიკრო და მცირე ბიზნესის მეწარმის მიერ ბუღალტრის გარეშე დამოუკიდებლად გამარტივებული საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის წარმოების პროგრამა, რომლის ღირებულებაა 300 ლარი, გრძელდება 1 თვე. ღირებულებაში შედის სახელმძღვანელო წიგნი და სამუშაო კონსპექტები.

სასწავლო პროგრამის მიზნები:

1. მსმენელები ინდივიდუალურად შეარჩევენ მათთვის აუცილებელ პროგრამას.
2. მსმენელები ინდივიდუალურად ნულოვანი საფეხურებიდან დაიწყებენ და საფუძვლიანად შეისწავლიან საბუღალტრო აღრიცხვის პროცესს პროფესიული სტანდარტის დონეზე.
3. ყველა პროგრამა ორიენტირებულია აღრიცხვის პრაქტიკული და თეორიული უნარ-ჩვევების და მიმართულებების – საიდან დავიწყოთ, როგორ ვიმუშაოთ და რას მივაღწიოთ – სწავლებაზე.

სასწავლო პროგრამის შინაარსი:
  • მცირე და საშუალო ბიზნესის საფუძვლები;
  • საბუღალტრო, საგადასახადო, სამეწარმეო და ფინანსური ანგარიშგების ტერმინოლოგია და საფუძვლები;
  • ბიზნესის სალაროს, ბანკის, ხელფასების, რეალიზაციის, ხარჯების, დებიტორ-კრედიტორების, სესხების, საგადასახადო ვალდებულებების და ა.შ. აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით და საგადასახადო კოდექსით წარმოების, ვაჭრობის, მიწოდებისა და მომსახურების სფეროში;
  • მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის და მოლარის საქმიანობა და პრაქტიკა;
  • ბიზნესის მოგება/ზარალის და ქონების აღრიცხვა;
  • ელექტრონული საგადასახადო დეკლარირება;
  • საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტწარმოება (მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორების ჟურნალი, ბრუნვითი უწყისი, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები, ხელფასის უწყისი, მემორიალური ორდერი, საგადასახადო დავალება, სასაქონლო ზედდებული, გასავლის ზედდებულის და შემოსავლის ზედდებულები, დღგ-ს ანგარიშ-ფაქტყრა, საგადასახადო დეკლარაციები და ა.შ.);
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბუღალტრო ნაწილი;
  • მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის საბუღალტრო ნაწილი;
  • საქართველოს შრომის კოდექსი;
  • საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა – Oris-Accounting.
სასწავლო პროგრამის შედეგები:
  • პროგრამის ბოლოს ტარდება ტესტირება;
  • გაიცემა სხვადასხვაენოვანი ოფიციალური სერტიფიკატები და შესაბამისი რეკომენდაციები;
  • გათვალისწინებული იქნება უფასო კონსულტაციები.
რეგისტრაცია და გადახდის პირობები:
  • რეგისტრაცია ოფისში მიმდინარეობს ყოველდღიურად;
  • დარეგისტრირებულები გაივლიან გასაუბრებას;
  • გასაუბრების შემდეგ დაინიშნება დღეები, საათები და გაფორმედება ხელშეკრულებები;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში;
  • გათვალისწინებული იქნება ეტაპობრივი ანგარიშსწორებაც - ღირებულების 50% პროგრამის დასაწყისში, ხოლო დანარჩენი - პროგრამის შუა პერიოდისათვის.
მსმენელთა პროგრამებს ინდივიდუალურად ხელმძღვანელობს წიგნების ავტორი, გამოცდილი ლექტორი-პედაგოგი და დამოუკიდებელი ბუღალტერი.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!

გისურვებთ წარმატებებს!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები