ექთნების გადამზადების სასერთიფიკატო კურსები
"პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის/საქართველო" წარმოადგენს ატლანტაში, აშშ-ის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობას საქართველოში. 2010 წლიდან "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" ემორის უნივერსიტეტის მედიცინისა და საექთნო სკოლებთან თანამშრომლობით ატარებს გადამზადების სასერთიფიკატო სასწავლო პროგრამებს ექთნებისა და ექთნის ასისტენტებისათვის (მედდა) თბილისში არჩილ და სერგო კობალაძეების სახელობის სასწავლო ცენტრის ბაზაზე.
პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების და დასაქმების მიზნით აღნიშნული პროგრამების გავლა, ასევე, შეუძლიათ საექთნო და სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებს.
დასახელება: გადამზადების საექთნო სასერთიფიკატო კურსები ექთნებისათვის, ექთნის ასისტენტების და საექთნო და სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისთვის
2013 წელს ცენტრი გთავაზობთ გადამზადების შემდეგ პროგრამებს:

- ზოგადი საექთნო კურსი - 5 კვირა
- ექთნის ასისტენტის (მედდა) კურსი - 2 კვირა
- გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექთნის კურსი - 3 კვირა
- ზოგადი ქირურგიული განყოფილების ექთნის კურსი - 2 კვირა;
- კრიტიკული მედიცინის განყოფილების ექთნის კურსი- 3 კვირა;
- პედიატრიული განყოფილების ექთნის კურსი - 2 კვირა;
- სამეანო განყოფილების ექთნის კურსი- 2 კვირა
- ექთანი ლიდერის/ადმინისტრატორის კურსი - 2 კვირა
- ლაბორატორიის ექთნის/ტექნიკოსის კურსი - 3 კვირა
კურსები გულისხმობს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე კლინიკურ პრაქტიკას და კლინიკურ სიმულაციებს მულაჟებსა და სასწავლო მანეკენებზე.
სურვილისამებრ, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც დილის 10:00 -14:00, ისე საღამოს კურსებზე 14:00 - 18:00.
დაინტერესებული პირები რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით ან შეავსეთ ამ ვებ–გვერდზე განტავსებული სააპლიკაციო ფორმა.

- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის