GE
ონლაინ მარკეტინგის კურსი
ღირებულება: 95 USD
სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია ”პერიტუს გრუპი”  გთავაზობთ სასერთიფიკატო პროგრამას მარკეტინგში.

მარკეტინგის  სასერთიფიკატო პროგრამა განსაზღვრულია სახელმწიფო, ბიზნეს და საზოგადოებრივი სექტორების სხვადასხვა კატეგორიის მარკეტინგის მენეჯერთათვის, მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და დაინტერესებული პირებისთვის.

სწავლება მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმით, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ ადამიანებს, დროისა და მატერიალური რესურსის დაზოგვის ხარჯზე  განავითაროს  პროფესიული  და საქმიანი უნარ-ჩვევები.

თემატიკა
  • მარკეტინგის არსი, მნიშვნელობა და განსაზღვრა.
  • მარკეტინგული სტრატეგიები და მარკეტინგული გარემო/ბიზნეს პორტფელიო, მარკეტინგული კომპლექსის განვითარება,  მარკეტინგული დეპარტამენტის სტრუქტურა და მარკეტინგული გეგმა.
  • სამოხმარებლო ბაზარი და მომხმარებლის ქცევის მოდელი.
  • სეგმენტაცია, მიზნობრივი ბაზრის შერჩევა და პოზიციონირება.
  • მარკეტინგული ინფორმაციის სისტემა, მარკეტინგული კვლევა.
  • 4 P პროდუქტი, პროდუქტისა და მომსახურების კლასიფიკაცია, ბრენდინგი და  ბრენდის პოზიციონირება, ახალი პროდუქტის განვითარების სტრატეგია.
  • 4 P  საფასო პოლიტიკა, ფასწარმოქმნის ძირითადი მიდგომები.
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები/IMS/, მარკეტინგული კომუნკაციების კომპლექსი და სტრატეგიები, მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვა და ეტაპები
  • გაყიდვების სტიმულირება /Sales Promotion/, პერსონალური გაყიდვები  Personal Selling, პირდაპირი მარკეტინგი Direqt Marketing.
  • რეკლამა და PR, როგორც მარკეტინგული კომუნიკაციის ინსტრუმენტი.
სასწავლო პროგრამის კოორდინატორი: ნინო აბსანძე -  მარკეტინგის სპეციალისტი,  ფლობს (ESM ) ევროპის ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების დიპლომს, გავლილი აქვს სტაჟირება ა.შ.შ.-ში  ბიზნესის მართვის კუთხით, აქვს  შვიდწლიანი გამოცდილება  მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში,  მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებში როგორებიცაა:  აქსისი, ინვესტ ბანკი, არტი ჯგუფი, ზარაფხანა, პაბლიცის ჰეპტა ჯორჯია,  საბროკერო კომპანია პრესტო. კითხულობს ლექციებს მარკეტინგის სფეროში სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და ტრენინგ ცენტრებში,  გავლილი აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი ტრეინინგ კურსები, არის მრავალი საინტერესო იდეის ინიციატორი და ავტორი.

ონლაინ კურსის მონაწილეებს ლექციების სრული ვერსიები თანმიმდევრულად  მიეწოდებათ პერსონალურად ელექტრონულ მისამართზე, ერთი თვის  განმავლობაში.
სასწავლო პროგრამის ბოლოს, ტესტირებამდე,   ჩატარდება შემაჯამებელი ლექცია/ტრენინგი, რაც ითვალისწინებს მოწოდებული მასალების ანალიზსა და მიმოხილვას,  კონსულტაციებს სასერთიფიკატო გამოცდებისთვის.

საგამოცდო ტესტირების საფუძველზე გაიცემა  ინგლისურენოვანი სერთიფიკატი და თემატური დანართი.

რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა ან გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე  E-mail: nssmarketingi@gmail.com
წერილის სათაურში "subject"  აუცილებლად  მიუთითეთ კურსის დასახელება.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დისტანციური
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები