GE
საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ამერიკული ორგანიზაცია PH International (ადრე ცნობილი როგორც „პროექტი ჰარმონია“) აცხადებენ 2010 წლის საზოგადოებრივი კავშირების პროგრამის დაწყებას.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა ხელს უწყობს სახალხო დიპლომატიის, ეკონომიკური ზრდისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას საქართველოში, რაც ითვალისწინებს პროფესიული გამოცდილების და კულტურული ღირებულებების გაზიარებას პროგრამის ქართველ მონაწილეებს, აშშ-ს მასპინძელ ორგანიზაციებს, ამერიკულ მასპინძელ ოჯახებსა და ადგილობრივ საზოგადოებებს შორის.
საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა:
  • უზრუნველყოფს მონაწილეებს პროფესიული ტრეინინგებით და აცნობს მათ ამერიკის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ყოველდღიურ საქმიანობას;
  • ხელს უწყობს საქართველოში საზოგადოებრივ და კერძო სექტორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
  • ამყარებს კავშირებს აშშ-ს შტატებსა და საქართველოს რეგიონებს შორის.
საზოგადოებრივი კავშირების პროფესიული პროგრამა გამიზნულია ერთი რომელიმე სფეროს ექსპერტებისათვის, რომლებსაც საერთო ინტერესი აკავშირებთ. პროფესიული პროგრამის თემები ყოველწლიურად იცვლება და ითვალისწინებს ისეთი პროფესიული ჯგუფების შერჩევას, როგორებიცაა ადგილობრივი თვითმმართველობა, იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ხელოვნების მენეჯერები, საშუალო და უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორის განვითარება, ფერმერები, ბიბლიოთეკარები და სხვა პროფესიონალები საქართველოდან.
პროფესიული პროგრამა მოიცავს:
  • სამკვირიან ჯგუფურ სტაჟირებას აშშ-ში;
  • ადგილზე ვიზიტებსა და შეხვედრებს აშშ-ში;
  • სემინარებსა და მრგვალ მაგიდებს აშშ-ში;
  • კონსულტაციებსა და ჯგუფურ ტრეინინგებს აშშ-ში;
  • ამერიკულ მასპინძელ ოჯახებში ცხოვრებას.
იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ საზოგადოებრივი კავშირების პროფესიულ პროგრამებში თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს:
  • იყოთ საქართველოს მოქალაქე;
  • მონაწილეობა არ გქონდეთ მიღებული „მწვანე ბარათის” გათამაშებაში;
  • გეკავოთ საპასუხისმგებლო თანამდებობა;
  • შეავსოთ აპლიკაცია და ჩააბაროთ საბუთების ჩაბარების ბოლო ვადამდე, რომელიც სხვადასხვა თარიღია თითოეული ჯგუფისთვის;
  • მონაწილეობა მიიღოთ გასაუბრებაში;
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულო არ არის.
ყველა ხარჯს, როგორიცაა: მგზავრობის ღირებულება, დაზღვევა, პროფესიული და კულტურული პროგრამები, საცხოვრებული და კვება აშშ-ში ფარავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გარდა პროგრამის მონაწილეთა პასპორტის ღირებულებისა და საქართველოს ფარგლებში მგზავრობისა.
2010 წელს, საზოგადოებრივი კავშირების პროფესიული პროგრამის ფარგლებში შეირჩევა შემდეგი პროფესიული ჯგუფები, რომლებიც სტაჟირებას აშშ–ში 2010 წლის მარტ-აპრილში  გაივლიან:
ფილმების დაარქივება - ქვეყნის მასშტაბით (10 მონაწილე)
ფილმების დაარქივების პროფესიული პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ნახონ ამერიკული წამყვანი ორგანიზაციების გამოცდილება, რომლებიც კონკრეტულად  ფილმების არქივის შექმნაზე და მის განვითარებაზე მუშაობენ. ამერიკაში ვიზიტის  მონაწილეები შეისწავლიან თუ როგორ ხდება ფილმების დაცვა, აღდგენა და შენახვა, დაამყარებენ კონტაქტებს მათ ამერიკელ კოლეგებთან და გაეცნობიან თუ რა როლი აქვს სახელმწიფოს ფილმების დაარქივების პროცესში.
ფილმების დაარქივების პროფესიულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართული კინო ცენტრის, ეროვნული არქივის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქართული ფილმის და ფილმის მუზეუმის წარმომადგენლებს, პროფესიონალებს, მენეჯერებს და ტექნიკურ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ ფილმების არქივის შექმნაზე. აგრეთვე, სახელმწიფო ასევე არასამთავრობო სტრუქტურების  წარმომადგენლებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქართული ფილმების არქივის შექმნას  და განვითარებას საქართველოში.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა (აპლიკაცია შესაძლებელია, რომ ჩამოტვირთულ იქნას შემდეგი ვებგვერდიდან www.ccgeorgia.ge) და ჩააბარონ საზოგადოებრივი კავშირების პროგრამის ოფისში არაუგვიანეს 2009  წლის 21 დეკემბრისა, 17:00 საათი, მისამართზე: ვ. ანჯაფარიძის ქ. #7, II სადარბაზო, II სართული, თბილისი, საქართველო, PH International – ის ოფისი. კონსულტაცია გაიმართება PH International – ის ოფისში 2009 წლის 7 დეკემბერს 13:00 საათზე.
დაგვიანებით შემოტანილი აპლიკაციები არ განიხილება.
საზოგადოებრივი კავშირების პროგრამის თანამშრომლები დაუკავშირდებიან პროგრამაში მონაწილეობისათვის შერჩეულ ნახევარფინალისტებს წერილობით ან ტელეფონით და მოიწვევენ გასაუბრებაზე.
შტატებში გამგზავრების თარიღი: 24 მარტი, 2010.
საზოგადოებრივი მაუწყებელი  – ქვეყნის მასშტაბით (10 მონაწილე)
საზოგადოებრივი მაუწყებელის პროფესიული პროგრამა საშუალებას მისცემს ქართული მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს,  პროფესიონალებს და ლიდერებს დეტალურად გაიცნონ ამერიკული საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემა ტელევიზიებისა და რადიოების ჩათვლით. მონაწილეები ნახავენ საზოგადოებრივი მაუწყებლობის წარმატებული მართვის მოდელებს, შეისწავლიან თუ როგორ ხდება პოლიტიკური, ეკონომიკური, ჯანდაცვითი, მეცნიერული და კულტურული საკითხების მიმოხილვა, რათა მომავალში გააფართოვონ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო მაუწყებლობა.
საზოგადოებრივი მაუწყებელის პროფესიული პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს, გადაცემების პროდიუსერებს და ჟურნალისტებს, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების იმ აქტიურ წარმომადგენლებს, რომლებიც კონკრეტულად მედიის განვითარებაზე მუშაობენ, მედია ადვოკატირების ჯგუფის ლიდერებს,  სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს და კანონმდებლებს, რომლებიც სპეციალიზირებული არიან მედია საკითხებში.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა (აპლიკაცია შესაძლებელია, რომ ჩამოტვირთულ იქნას შემდეგი ვებგვერდიდან www.ccgeorgia.ge)  და ჩააბარონ საზოგადოებრივი კავშირების პროგრამის ოფისში არაუგვიანეს 2009  წლის 22 დეკემბრისა, 17:00 საათი, მისამართზე: ვ. ანჯაფარიძის ქ. #7, II სადარბაზო, II სართული, თბილისი, საქართველო, PH International – ის ოფისი. კონსულტაცია გაიმართება PH International – ის ოფისში 2009 წლის 8 დეკემბერს  13:00 საათზე.
დაგვიანებით შემოტანილი აპლიკაციები არ განიხილება.
საზოგადოებრივი კავშირების პროგრამის თანამშრომლები დაუკავშირდებიან პროგრამაში მონაწილეობისათვის შერჩეულ ნახევარფინალისტებს წერილობით ან ტელეფონით და მოიწვევენ გასაუბრებაზე.
შტატებში გამგზავრების თარიღი: 7 აპრილი, 2010.
ნარჩენების გადამუშავება – ქვეყნის მასშტაბით (10 მონაწილე)
ნარჩენების გადამუშავების პროფესიული პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით შეირჩევა ჯგუფი, რომელსაც საშუალება ექნება ნახოს და გაიცნოს ნარჩენების გადამუშავებაზე სპეციალიზირებული კომპანიები და ორგანიზაციები. ჯგუფის მონაწილეები გაეცნობიან ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიებსა და მართვას, შეისწავლიან თუ რა გარემოსდაცვითი და ფინანსური სარგებელი აქვს ნარჩენების გადამუშავებას. ასევე გაეცნობიან სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს ნარჩენების გადამუშავებაზე და შეისწავლიან თუ როგორ ხდება ნარჩენების გადამუშავების პოპულარიზაცია კერძო ბიზნესის, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.
ნარჩენების გადამუშავების პროფესიულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიების მენეჯერებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც გააჩნიათ ნარჩენების გადამუშავების შესაბამისი სამუშაო გამოცდილება  და  ხელს უწყობენ ამ პროცესის განვითარებას საქართველოში.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა (აპლიკაცია შესაძლებელია, რომ ჩამოტვირთულ იქნას შემდეგი ვებგვერდიდან www.ccgeorgia.ge) და ჩააბარონ საზოგადოებრივი კავშირების პროგრამის ოფისში არაუგვიანეს 2009  წლის 23 დეკემბრისა, 17:00 საათი, მისამართზე: ვ. ანჯაფარიძის ქ. #7, II სადარბაზო, II სართული, თბილისი, საქართველო, PH International – ის ოფისი. კონსულტაცია გაიმართება PH International – ის ოფისში 2009 წლის 9 დეკემბერს  13:00 საათზე.
დაგვიანებით შემოტანილი აპლიკაციები არ განიხილება.
საზოგადოებრივი კავშირების პროგრამის თანამშრომლები დაუკავშირდებიან პროგრამაში მონაწილეობისათვის შერჩეულ ნახევარფინალისტებს წერილობით ან ტელეფონით და მოიწვევენ გასაუბრებაზე.
შტატებში გამგზავრების თარიღი: 15 აპრილი, 2010.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით საზოგადოებრივი კავშირების პროგრამის ოფისს თბილისში.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი აშშ
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები