GE
ბიზნეს/ კერძო სამართლის კურსი
ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში "ევროპული ცენტრი" აცხადებს მსურველთა მიღებას ბიზნესის კანონმდებლობის შემსწავლელ კურსებზე.

ბიზნესის კანონმდებლობის შემსწავლელი კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც სურვილი აქვს, მიიღოს სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბიზნესის კანონმდებლობაში, მსმენელები გაერკვევიან ბიზნეს სამართლის ძირითად საკვანძო საკითხებში, შეექმნებათ სრული წარმოდგენა ბიზნესის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების (სისტემის), მისი წარმოების სამართლებრივი საშუალებების, მეთოდებისა და წყაროების შესახებ.

პროგრამა მოიცავს:
  • სამოქალაქო ურთიერთობის პირები;
  • სამეწარმეო სამართლებრივი სუბიექტები;
  • საგადასახადო სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები;
  • სახელშეკრულებო და ვალდებულებითი სამართალი;
  • ბიზნეს პრაქტიკული მაგალითები;
  • ბიზნეს პრაქტიკული კეისები;
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე, კვირაში 2 დღე.
ლექციის ხანგრძლივობა: 2 სთ.
კურსის ღირებულება: 400 ლარი, 20 სექტემბრამდე რეგისტრირებულებს -10 % ფასდაკლება.
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამუშაო მასალებითა და ნორმატიული აქტებით.

კორპორატიულ კლიენტებზე (3 და მეტ მსმენელზე) ვრცელდება 10% ფასდაკლება.

კურსს უძღვებიან ცენტრის მიერ მოწვეული ბიზნეს (კერძო) სამართლის ექსპერტები, პრაქტიკოსი იურისტები.


კურსის ბოლოს ჩატარდება ფინალური ტესტირება.
კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა "ევროპული ცენტრის" სერტიფიკატი.
ევროპული ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კორპორატიული კლიენტების მომსახურება. ცენტრი კლიენტებს სთავაზობს
თანამშრომლების მომზადებასა და გადამზადებას.

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია.
შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://www.pdcgeo.ge/index.php?page=45&lang=geo

საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი - 18:00 სთ (l ჯგუფი) და 3 ოქტომბერი (III ჯგუფი). სწავლა მიმდინარეობს როგორც დღის, ასევე, საღამოს საათებში (მსმენელთა სურვილის გათვალისწინებით).
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი საქართველო
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები