GE
პროექტების მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი
ღირებულება: 960 ლარი
GAU აცხადებს პროექტების მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსს.

კურსის მოკლე აღწერა:
კურსის მიზანია პროექტების მართვის ეფექტური მეთოდების და სისტემური მიდგომების გამოყენებით პროექტების დაგეგმვის, განხორციელების, კონტროლის, რეპორტინგის სწავლება. მომავალი პროექტის მენეჯერები შეისწავლიან პროექტების მართვის, პროექტის გუნდის შექმნის, დროის, სტრესის და კონფლიქტების მართვის, საფასო სტრატეგიების შექმნის, რისკებისა და კრიზისების მართვის მეთოდებს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. პრაქტიკულ ნაწილში მსმენელები თავად დაგეგმავენ, განახორციელებენ პროექტს და მოახდენენ მის პრეზენტაციას.

კურსში შეისწავლება თემები:
  • პროექტების მართვის როლი ბიზნესში
  • ორგანიზაციული სტრუქტურები, ძირითადი ფორმები
  • პროექტის გუნდის და პოზიციების შექმნა
  • მენეჯერული ფუნქციები და პროექტის კოორდინირება
  • დროის, სტრესის და კონფლიქტების მენეჯმენტი
  • ფინანსური ბენეფიტები, საქმიანობის შეფასება
  • პროექტის ბიუჯეტირება, ხარჯების კონტროლი, რეპორტინგი
  • მენეჯმენტის კონტროლი, კონფიგურაციის მენეჯმენტი
  • რისკების განსაზღვრა და მათი კონტროლი
  • კონტრაქტების ფორმები, კონტრაქტების კონტროლი
  • კრიზისული პროექტების მენეჯმენტი
  • პროექტების მართვის პერსპექტივა.
კურსის უპირატესობები:
  • მცირერიცხოვანი, ოპტიმალური რაოდენობის ჯგუფები, ჯგუფში არაუმეტეს 15 მსმენელი
  • სწავლის პროცესი მიმდინარეობს ინტერაქტიური სწავლების მეთოდის გამოყენებით: სიტუაციების ანალიზი, დისკუსია, შეფასება
  • კურსში შეისწავლება ყველა ის თეორიული და პრაქტიკული საკითხი, რაც უნდა იცოდეს წარმატებულმა პროექტის მენეჯერმა: ტრადიციული სტრუქტურული ორგანზაციებიდან პროექტებით მართვად ორგანიზაციებზე გადასვლა; პროექტის მიზნების განსაზღვრა, სამოქმედო გრაფიკის შექმნა, გუნდის შერჩევა, ბიუჯეტირება, რისკების შეფასების და კონტროლის უახლესი ინსტრუმენტები
  • თეორიული კურსის გავლის შემდეგ მსმენელს საშუალება ექნება, თავად გააკეთოს პროექტის ინიცირება, შეარჩიოს გუნდი, განსაზღვროს პროექტის მიზანი, აირჩიოს ორგანიზაცია და თემა, განახორციელოს პროექტი
  • კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელის ცოდნის შეფასება მოხდება ტესტირების და პროექტის პრეზენტაციის შედეგების მიხედვით -50/50.
მიზნობრივი ჯგუფები:
  • კურსი საინტერესო იქნება
  • კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების ზედა და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, ვინც უკვე მუშაობს ან სურს პროექტების მენეჯმენტში კარიერის გაკეთება
  • ვინც მონაწილეობს ან სურს ითანამშრომლოს საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში
  • ვინც აპირებს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას ან ბიზნეს სტრუქტურებში საქმიანობას.
კურსის ხანგრძლივობა: 7 კვირა, 39 საათი
დღეები - სამშაბათი, ხუთშაბათი დრო - 19:00-22:00 სთ ან 12:00-15:00 სთ.

ცხადდება მიღება ქართულენოვან და ინგლისურენოვან ჯგუფებში.

სწავლის საფასური- 960 ლარი (შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა)
სწავლა იწყება 11 დეკემბერს
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერთიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://gau.ge/ge/study-programs/certificate-courses/project-management

რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული განაცხადის ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები