GE
საბანკო საქმის შემსწავლელი კურსები საზაფხულო ფასდაკლებით
ღირებულება: 100 ლარი
სიახლე!
საბანკო საქმის ძირითად კურსთან ერთად დამატებით ჩაგიტარდებათ მასტერკლასები ბაზისბანკიდან მოწვეული სპეციალისტის მიერ, რომელიც საკმაოდ დიდ პრაქტიკას და გამოცდილებას გაუზიარებს ჩვენს სტუდენტებს.
1. ერთთვიანი ინტენსიური საბანკო სწავლების კურსი:

კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, ბაკალავრებისთვის, მაგისტრანტებისთვის. აღნიშნული კურსი საშუალებას მოგცემთ, შეისწავლოთ ქართულ საბანკო ბაზარზე არსებული საბანკო პროდუქტები და მომსახურება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბანკის ფრონტ ოფისის მუშაობის სპეციფიკას, საოპერაციო და საკრედიტო განყოფილებებში დასაქმებულთა აუცილებელი უნარ-ჩვევების, მომხმარებელთან ეფექტური მომსახურების, შეფერხების მოგვარების სტანდარტების განხილვას.

მომზადების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად სწავლის პერიოდში ხორციელდება თეორიული კურსის ათვისებასთან ერთად პრაქტიკული სავარჯიშოებისა და ქეისების განხილვა, ყოველ თემას თან ერთვის სლაიდები (Power Point-ში). მიღებული ცოდნის შემოწმების მიზნით მსმენელებს ჩაუტარდებათ ტესტირება.

მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით.

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია
ღირებულება: 100 ლარი, სრული კურსი სტაჟირებით
წარმატებულ სტუდენტებს აქვთ ბანკში დასაქმების პერსპექტივა
შეგიძლიათ დაესწროთ პირველ ლექციას და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება კურსის გავლის შესახებ.

პროგრამა მოიცავს:
  • საქართველოს საკრედიტო-საბანკო სისტემა;
  • კომერციული ბანკების სტრუქტურა, საბანკო კონტროლი; საბანკო სფეროში რისკების მართვა; კომერციული ბანკის პასიური და აქტიური ოპერაციები;
  • საბანკო ანგარიშები: საკორესპონდენტო; საკასო მომსახურების; საანგარიშსწორებო (მიმდინარე); ნომინალური მფლობელობის ანგარიშები;
  • სადეპოზიტო ანგარიშები; დეპოზიტების სახეები, მასზე პროცენტის დარიცხვის მეთოდები; ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ანგარიშის გახსნის თავისებურებები; მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები; ამოცანები ანაბრებზე სალაროს ოპერაციები (ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანა, ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანა, დაზიანებული კუპიურების გამოცვლა, ბანკნოტების შემოწმება, ინკასაცია);
  • ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების გადარიცხვები ბანკში ანგარიშის გახსნის გარეშე;
  • მოლარის, მოლარე - ოპერატორების მოვალეობები;
  • უნაღდო ანგარიშსწორების ინსტრუმენტები: საგადახდო დავალება; საინკასო დავალება; დოკუმენტური აკრედიტივი; დოკუმენტური ინკასო; საბანკო პლასტიკური ბარათები; საბანკო და სამგზავრო ჩეკები; დისტანციური საბანკო მომსახურება (ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკინგი და სხვ.)
  • საკრედიტო პროდუქტების მიმოხილვა; რას ითვალისწინებს ბანკი სესხზე პროცენტის დადგენისას; სესხზე პროცენტის დარიცხვის მეთოდები; ** სესხის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები; სესხების გაცემის პროცედურა;
  • მომხმარებელთან შეხვედრისა და ურთიერთობის ზოგადი სტანდარტები; შეფერხების მოგვარების სტანდარტები; გადამისამართების სტანდარტები; პრობლემური სიტუაციების მოგვარების სტანდარტები; სატელეფონო მომსახურების ზოგადი სტანდარტები; ქეისების და ფსიქოლოგიური ტესტების განხილვა.
2. საბანკო საქმის შემსწავლელი ორთვიანი კურსი:
კურსი განკუთვნილია როგორც ეკონომიკური, ასევე, არაეკონომიკური განათლების მქონე მსმენელთათვის, რომელთაც სურვილი აქვთ, შეიძინონ საკრედიტო-საფინანსო სფეროში მუშაობისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

საბანკო სწავლების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ აიმაღლოთ კვალიფიკაცია და გაზარდოთ თქვენი დასაქმების შესაძლებლობა საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე: მოლარე; ოპერატორი; მოლარე-ოპერატორი; ანგარიშების მართვის მენეჯერი; მითერი; გაყიდვების მენეჯერი; განვადების ოფიცერი; საცალო და ბიზნეს დაკრედიტების მენეჯერი.

მომზადების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად სწავლის პერიოდში ხორციელდება თეორიული კურსის ათვისებასთან ერთად პრაქტიკული სავარჯიშოებისა და ქეისების განხილვა, მიღებული ცოდნის შემოწმების მიზნით მსმენელებს ჩაუტარდებათ ტესტირება.
 
შეგიძლიათ დაესწროთ პირველ ლექციას და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება კურსის გავლის შესახებ.

პროგრამა მოიცავს:
  • საქართველოს საკრედიტო-საბანკო სისტემა; განვითარების ძირითადი ტენდენციები;
  • ცენტრალური ბანკის პასიური და აქტიური ოპერაციები; მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები; რეპო ოპერაციები; ლომბარდული სესხები; ** ოქროს სერთიფიკატები; სახაზინო ვალდებულებები; სებ-ის სადეპოზიტო სერთიფიკატები;
  • კომერციული ბანკების მართვა, მისი ძირითადი ფუნქციები; კომერციული ბანკების სტრუქტურა, ბექ ოფისის და ფრონტ ოფისის ფუნქციონირება;
  • კომერციული ბანკის ფინანსური ანგარიშგება; CAMEL-ის რეიტინგული სისტემა; საბანკო კონტროლი; საბანკო სფეროში რისკების მართვა;
  • ბანკების ოპერაციები ფასიან ქაღალდებთან, საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი, რეგისტრატორები, საბროკერო კომპანიები ბანკის პასიური ოპერაციები;
  • საბანკო ანგარიშები: საკორესპონდენტო; საკასო მომსახურების; საანგარიშსწორებო (მიმდინარე); ნომინალური მფლობელობის ანგარიშები;
  • სადეპოზიტო ანგარიშები; დეპოზიტების სახეები, მასზე პროცენტის დარიცხვის მეთოდები; ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ანგარიშის გახსნის თავისებურებები; მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები; ამოცანები ანაბრებზე საკასო ოპერაციები(ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანა, ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანა, დაზიანებული კუპიურების გამოცვლა, ბანკნოტების შემოწმება, ინკასაცია);
  • ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების გადარიცხვები ბანკში ანგარიშის გახსნის გარეშე; მოლარის, მოლარე - ოპერატორების მოვალეობები;
  • უნაღდო ანგარიშსწორების მოდელები (გროს სისტემა, კლირინგი); უნაღდო ანგარიშსწორების ინსტრუმენტები: საგადახდო დავალება; საინკასო დავალება; დოკუმენტური აკრედიტივი; დოკუმენტური ინკასო; საბანკო პლასტიკური ბარათები; საბანკო და სამგზავრო ჩეკები; საბანკო დაწესებულებაში გახსნილი ანგარიშით უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და საკრედიტო კავშირების ფუნქციები და მომსახურება;
  • ბანკების სავალუტო ოპერაციები, ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემა, სპოტი, ფორვარდი და სვოპ გარიგებები
    ბანკების ფაქტორინგული ოპერაციები, სატრასტო მომსახურება, სალიზინგო კომპანიების საქმიანობა; ფულადი გზავნილები; დისტანციური საბანკო მომსახურება (ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკინგ და სხვ.)
  • საკრედიტო პროდუქტების მიმოხილვა; რას ითვალისწინებს ბანკი სესხზე პროცენტის დადგენისას; სესხზე პროცენტის დარიცხვის მეთოდები; სესხის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები; სესხების გაცემის პროცედურა; სამომხმარებლო და ბიზნეს სესხები;
  • მომხმარებელთან შეხვედრისა და ურთიერთობის ზოგადი სტანდარტები; შეფერხების მოგვარების სტანდარტები; გადამისამართების სტანდარტები; პრობლემური სიტუაციების მოგვარების სტანდარტები; სატელეფონო მომსახურების ზოგადი სტანდარტები; ქეისების და ფსიქოლოგიური ტესტების განხილვა.

წარმატებულ სტუდენტებს აქვთ ბანკში დასაქმების პერსპექტივა.

სასწავლო კურსის მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა და მასალები.
კურსის ხანგრძლივობა: თეორიული კურსი - 6 კვირა (24 ლექცია);
კურსის ღირებულება - 250 ლარი (სრული კურსი სტაჟირებით).
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები