GE
ბუღალტრული აღრიცხვის კურსი + Oris /Info/Superfin + სტაჟირება!
"ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC" აცხადებს მიღებას ბუღალტრული აღრიცხვის კურსზე + Oris /Info/Superfin + სტაჟირება!

წარმატებულ მსმენელებს ასევე აქვთ დასაქმების შანსი!
 
კომპიუტერული საბუღალტო პროგრამების შესწავლა ხდება ლიცენზირებულ პროგრამებში (Oris/Info/Superfin).
 
სასწავლო კურსი მოიცავს:
  • ანგარიშთა გეგმა, მუდმივი და დროებითი ანგარიშები;
  • ლიკვიდური აქტივების აღრიცხვა;
  • ფულადი საშუალებების აღრიცხვა;
  • დებიტორული დავალიანების აღრიცხვა, რეზერვი საეჭვო ვალზე, უიმედო ვალები;
  • მარაგების აღრიცხვა- კლასიფიკაცია, შესყიდვა, უკან დაბრუნება, წარმოება, ჩამოწერა, ინვენტარიზაცია;
  • მარაგების თვითღირებულების კალკულაცია ადგილობრივი შესყიდვის და იმპორტის დროს;
  • მარაგების აღრიცხვა წარმოებაში; ნედლეული და მასალები, დაუმთავრებელი წარმოება
  • მარაგების აღრიცხვა მშენებლობაში - დაუმთავრებელი მშენებლობა
  • წინასწარ გაწეული ხარჯების და გადავადებული შემოსავალის აღრიცხვა.
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • ცვეთა და ამორტიზაცია;
  • ცვეთის განსაზღვრის მეთოდები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
  • ცვეთის განსაზღვრის მეთოდები საგადასახადო კოდექსის მიხედვით;
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
  • ბიოლოგიური აქტივების აღრიცხვა.
  • კრედიტორული დავალიანებები;
  • მოკლევადიანი სესხები;
  • საბიუჯეტო ვალდებულებები - მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, იმპორტის გადასახადი, დღგ, აქციზი, ქონების გადასახადი;
  • მოგების და საშემოსავლო გადასახადები არარეზიდენტი პირების შემთხვევაში;
  • არარეზიდენტის უკუდაბეგვრის დღგ, ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულება N 633;
  • ინვესტიციები, სესხები, ლიზინგი, ობლიგაცია და სხვა
  • საწესდებო კაპიტალი;
  • პერიოდის მოგება ზარალი;
  • გაუნაწილებელი მოგება.
Oris/Info/Superfin კომპიუტერული პროგრამა:
  • ახალი ორგანიზაციის შექმნა, საწყისი ან უკვე არსებული ბაზის საფუძველზე;
  • ანგარიშთა გეგმის მომზადება, სასტარტო ნაშთების განთავსება, საოპერაციო და ანალიზური პერიოდის დარეგულირება;
  • ბანკების, ორგანიზაციების, თანამშრომლების დამატება;
  • ბანკის ამონაწერის იმპორტი, ინტეგრაცია ბანკთან;
  • მარაგების აღრიცხვა;
  • წარმოება;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა;
  • ხელფასის დარიცხვის გატარებები, ხელფასის უწყისის მომზადება;
  • პროგრამის RS.ge-ზე ინტეგრაცია, ზედნადებების, ანგარიშფაქტურების გაგზავნა-მიღება.
სტაჟირება:
  • ორგანიზაციების პირველადი დოკუმენტების გაცნობა და დამუშავება
  • კომპიუტერული პროგრამაში რეალური საბუთების შეყვანა, დამუშავება
  • www.rs.ge-სთან მუშაობა, ელექტრონული ზედნადებების, ანგარიშფაქტურების მომზადება გაგზავნა, დეკლარაციების მომზადება
  • ინტერნეტბანკინგით სარგებლობა, გადარიცხვები
  • ფინანსური ანგარიშგება - ბალანსის, მოგება ზარალის, Cash Flow-ს მომზადება.
ღურებულებაში ასევე შედის სასწავლო მასალები.
კურსის დარსულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი!
ასევე გაიცემა რეკომენდაცია წარმატებულ მსმენლებზე.
 
კურსის ხანგრძლივობა:
სამი თვე, კვირაში 2-ჯერ.
სტაჟირება: ერთი თვე, კვირაში 2-ჯერ

ღირებულება თვეში:
ჯგუფი: 150 ლარი (ჯგუფში 2-3 კაცი)
ინდივიდუალურად: 200 ლარი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები