GE
IT სისტემების და ქსელის ადმინისტრირების შემსწავლელი კურსი
დაიწყო მიღება IT ინჟინერია, სისტემისა და ქსელის ადმინისტრირების შემსწავლელ სასერტიფიკატო კურსებზე.

კურსს უძღვებიან კვალიფიციური პედაგოგები მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, რომლებიც სწავლის განმავლობაში თეორიულ მასალასთან ერთად დიდ ყურადღებას აქცევენ პრაქტიკულ სამუშაოებს.

IT ინჟინერია და სისტემის ადმინისტრირება:

პროგრამა მოიცავს:
  • კომპიუტერის ძირითადი ფუნქციონალური ფიზიკური მოწყობილობების დახასიათება და კონსტრუქცია
  • პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურა
  • პერსონალური კომპიუტერის ნაწილების თანმიმდევრული განხილვა
  • კომპიუტერული სისტემების აწყობა, მოდერნიზება და სერვისი
  • პერსონალური კომპიუტერის დაშლა-აწყობა
  • სისტემების ვირტუალიზაცია Hyper-V-ის და სხვა ვირტუალური პროგრამების დახმარებით
  • ვირტუალური კომპიუტერული სისტემების ინსტალაცია-გამართვა
  • კომპიუტერთან მიერთებული ფიზიკური მოწყობილობების მართვა და კონტროლი
  • თანამედროვე ოპერაციული სისტემების ინსტალაცია/გამართვა: Windows 8/8.1/10
  • ასევე მოძველებული ოპერაციული სისტემების ინსტალაცია/გამართვა: Windows XP/Vista/7
  • ოპერაციული სისტემების სრულყოფილად გამართვა და ადმინისტრირება
  • კომპიუტერულ სისტემებში არსებული ინფორმაციიის შენახვა
  • ფიზიკური მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფა (დრაივერების ინსტალაცია)
  • Boot უტილიტების განხილვა და მათთან მუშაობის ინსტრუქციები
  • ოპერაციული სისტემის არქივაცია და აღდგენა
  • სისტემური შეცდომების გამოსწორება
  • ქსელების საფუძვლები
  • კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოება
  • კომპიუტერზე მიერთებული პერიფერიული მოწყობილობების პრინტერის/სკანერის/ ინსტალაცია-გამართვა
  • ქსელური მულტიფუნქციური პრინტერების და კომბაინების ქსელში ჩართვა და მათი პერსონალურ კომპიუტერებზე ინსტალაცია-გამართვა
  • დაკარგული ინფორმაციის აღდგენა
  • სხვადასხვა სასარგებლო უტილიტების გამოყენება
  • Windows Server-ის სისტემის ინსტალაცია და სერვერის შესაძლებლობების მიმოხილვა
  • პრაქტიკული სამუშაოები.
კურსი დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
  • დამოუკიდებლად დაშალოს და ააწყოს კომპიუტერი
  • გაუკეთოს დიაგნოსტიკა და უზრუნველყოს დაზიანებული ოპერაციული სისტემის და ფიზიკური მოწყობილობის შეცვლა-აღდგენა
  • დამოუკიდებლად შეძლებს სხვადასხვა სამომხმარებლო და სასერვერო ოპერაციული სისტემების ინსტალაციას
  • ვირტუალურ პროგრამებთან მუშაობა და მათზე სხვადასხვა ოპერაციული სისტემების ტესტირებას
  • სხვადასხვა Boot უტილიტების მეშვეობით დაკარგული და ახლადწაშლილი ინფორმაციიის აღდგენას
  • ოპერაციული სისტემების კლონირებას და მათ აღდგენას
  • გარე მოწყობილობების მიერთებას და ლოკალურ ქსელში მყოფი სხვა მომხმარებლების წვდომას
  • საოფისე ლოკალური ქსელის შექმნას და მისი პრობლემების აღმოფხვრას
  • ჩაუტაროს ტესტირება და სარემონტო სამუშაოები დაზიანებულ კომპიუტერულ ტექნიკას და ლოკალური ქსელის ხაზებს
  • განახორციელოს კომპიუტერიდან სხვა კომპიუტერში მოშორებული ჩართვა და მისი კონფიგურირება და მართვა
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე (კვირაში 3-ჯერ).
 
ღირებულება:
250 ლარი თვეში (ჯგუფში 2-4 კაცი);
ინდივიდუალურად 300 ლარი თვეში.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

IT ქსელის ადმინისტრირება:
  • ქსელის დაგეგმვა
  • ქსელის აგება და მონტაჟი
  • ქსელის მონტაჟის სტანდარტები და წესები
  • სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება
  • ქსელური ტოპოლოგიები
  • პროტოკოლები, მათი გამოყენება და დანიშნულება
  • ქსელის პროგრამული კონფიგურაცია
  • ქსელური აპარატურა, მათი გამოყენება და მონტაჟი
  • ქსელის პროგრამულად გამართვა და მისამართების დანიშვნა
  • გლობალური ქსელის მართვა
  • უკაბელო ქსელი (Wi-Fi)
  • Wi-Fi-ის კონფიგურაცია და მონტაჟი
  • მარშრუტიზატორების კონფიგურაცია და მონტაჟი
  • DNS-კლიენტის კონფიგურაცია
  • DHCP-სერვერის კონფიგურაცია
  • ინფორმაციის დაცვა ქსელში
  • ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
  • დამოუკიდებლად დაგეგმოს ლოკალური ქსელი.
  • დამოუკიდებლად ააგოს მცირე და საშუალო ქსელური ინფრასტრუქტურა.
  • უზრუნველყოს არსებული ქსელის უსაფრთხოება.
  • უზრუნველყოს ქსელის მონიტორინგი.
  • შექმნას უსადენო (Wi-Fi) ინფრასტრუქტურა.
  • დამოუკიდებლად დააკონფიგურიროს და მართოს მარშრუტიზატორები.
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე (კვირაში 3-ჯერ).
 
ღირებულება:
250 ლარი თვეში (ჯგუფში 2-4 კაცი);
ინდივიდუალურად 300 ლარი თვეში.
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები