ტრენინგები PR, HR და ტურიზმის მენეჯმენტში/სტაჟირება
ტრენინგი PR მენეჯმენტში
ტრენინგს ატარებს სერთიფიცირებული ტრენერი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბატონი ოთარ ქოჩორაძე.
სწავლების მიზანი:
ტრენინგს ატარებს სერთიფიცირებული ტრენერი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბატონი ოთარ ქოჩორაძე.
სწავლების მიზანი:
- საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროს ეფექტიანი მართვა კონკურენტულ გარემოში ობიექტის (პროდუქტი, ბრენდი, მომსახურება, ორგანიზაცია, პერსონა ან ადამიანთა ჯგუფი) პოზიტიური (იდეალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი) ხატების შემუშავებისა და ჩანერგვის ერთიანი ტექნოლოგიების სისტემის მეოხებით;
- ობიექტისათვის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარე და მყუდრო შიდა კორპორატიული გარემოს შექმნის ტექნოლოგიების დაუფლება;
- ობიექტსა და საზოგადოებას შორის ურთიერთხელსაყრელი, ჰარმონიული ურთიერთობების დასამყარებლად მმართველობითი საქმიანობის განხორციელება;
- დაინტერესებული აუდიტორიების, ინსტიტუტების, ორგანიზაციების განსაზღვრა და მოძიება, მათთან კავშირებისა და კონტაქტების დამყარება, მათი ინტერესებისა და მოლოდინის გაცნობიერება და მათთვის შესაბამისი PR პროგრამებისა და აქციების შემუშავება.
სწავლების შედეგად მიღებული კომპეტენციები:
- პიროვნული აქტივიზაციის უნარ-ჩვევები;
- დიპლომატიური უნარ-ჩვევები;
- ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
- კრეატიული აზროვნების უნარ-ჩვევები;
- ლიდერის უნარ-ჩვევები;
- პროფესიული უნარ-ჩვევები:
- გარე გარემოს ანალიზი (ფირმის პროდუქციისა და მომსახურებისადმი დამოკიდებულების შესწავლა);
- მედიის საშუალებებისათვის ფირმის საქმიანობაზე პასუხის გაცემა;
- პრეს-კონფერენციების ორგანიზება;
- სახელისუფლებო სტრუქტურებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა;
- პრეს-რელიზების მომზადება;
- PR კამპანიების შემუშავება, მათი ბიუჯეტის განსაზღვრა და ჩატარება.
ტრენინგის შინაარსი:
- ჩარევის ფსიქოლოგიური ხერხები: მოლაპარაკებების ფსიქოლოგიური მომზადება; კოალიციების შექმნა; დაჯგუფებები და მათი ურთიერთმოქმედება.
- მოქმედების ფსიქოლოგიური ხერხები: ინტრიგა; შეთქმულება; მიმიკრია; პროვოკაცია; მისტიფიკაცია; ბლეფი; შანტაჟი; ფსიქოლოგიური ომი; "სპეცპროპაგანდა"; ფსიქოლოგიური ომის ხერხები: "ფსიქოლოგიური ზეწოლა"; შეუმჩნეველი შეღწევა ცნობიერებაში; ლოგიკის კანონების ფარული დარღვევა.
- რეკლამა: განსაზღვრება; რეკლამის შექმნის სტრუქტურა და ეტაპები; "უნიკალური წინადადება": სლოგანი, ფერი, ფორმა, ემბლემატიკა, მუსიკა; რეკლამის ტექნოლოგია: სატელევიზიო რეკლამა: "იდენტიფიკაციური", "არგუმენტაციული", "ნეგატიური", "დამრტყმელი" კლიპი; რადიორეკლამა; ბეჭდვითი რეკლამა; ანტირეკლამა.
- კონსულტირება: განსაზღვრება; ფსიქოლოგისა და კლიენტის ურთიერთობა; კონსულტანტის ხარისხი; კონსულტირების ხარისხი.
- ნეიროლინგვისტური პროგრამირება (NLP): NLP-ის განსაზღვრა და მისი ისტორია; ინდივიდუალური და მასობრივი NLP; NLP-ის ზოგიერთი ფსიქოლოგიური ხერხი: ასაკობრივი აგრესია ან შთაგონებული სახეები, კატალეფსიის გამოყენება, შაბლონების ნგრევა, ტრუიზმი, ბრძანებები კითხვებში, მ. ერიქსონის "სამმაგი სპირალი".
- იმიჯმეიკინგი: განსაზღვრება; იმიჯის ძირითადი ნიშნები; იმიჯის ფსიქოლოგიური ბუნება; იმიჯმეიკერი. საზოგადოებრივი ურთიერთობები: განსაზღვრება; წარმოშობის ისტორია; ძირითადი ტექნოლოგიური მომენტები; ძირითადი ფუნქციები; სპინ-მასტერი; პრესასთან მუშაობის ფსიქოლოგია.
- საზოგადოებასთან ურთიერთობის ადმინისტრირების პრობლემები: საზოგადოებასთან ურთიერთობის არსი საჯარო სექტორში; საზოგადოებასთან ურთიერთობა საქართველოს საჯარო სექტორში; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები; ინფორმაციის გაცემის თავისუფლება.
- მასობრივი კომუნიკაციები: მოარული ხმები, მათი ნაირსახეობები: განსაზღვრება; მოარული ხმების ტიპოლოგია: ინფორმაციული ტიპოლოგია; "ემოციური" ტიპოლოგია: "მოარული ხმა-სურვილი', "მოარული ხმა-საფრთხობელა", "აგრესიული მოარული ხმა".
- მოარული ხმები და მათთან ბრძოლა: აუდიტორიის ინტერესი; სანდო ინფორმაციის დეფიციტი; გ. ოლპორტისა და ლ. პოსტმენის კანონი; მოარული ხმების ცირკულირების თავისებურებები: "შერბილება", "გამახვილება", "ადაპტაცია"; მოარული ხმები ტოტალიტარიზმისა და დემოკრატიის დროს; მოარული ხმების პროფილაქტიკა; მოარულ ხმებთან ბრძოლის აქტიური ღონისძიებები.
- ჭორები: განსაზღვრება; ჭორები და მოარული ხმები; ჭორების ფსიქოლოგიური ფუნქციები: საინფორმაციო-შემეცნებითი, აფილატიურ-ინტეგრაციული, გართობითი-სათამაშო, პროექციულ-კომპენსატორული; სოციალური კონტროლის ფუნქცია, ტაქტიკური ფუნქცია.
- მასობრივი კომუნიკაციების საშუალებები: განსაზღვრება; თეორეტიკული გააზრება; მასობრივი კომუნიკაციების სოციალური ფუნქციები: ინფორმაციული, სოციალიზაციის ფუნქცია, საორგანიზაციო-ქცევითი, ემოციურ-მატონიზებელი, კომუნიკატიური; მასობრივი კომუნიკაციების ფსიქოლოგიური ფუნქციები: მასობრივი ფსიქოლოგიის ფორმირების ფუნქცია, ინტეგრაციულ-კომუნიკატიური, საინფორმაციო, სოციალიზაცია-აღმზრდელობითი ფუნქცია, ქცევის ორგანიზაციის ფუნქცია.
- მასობრივი კომუნიკაციის სისტემა: გენერალური სქემა; კომუნიკატორი; აუდიტორია; კომუნიკაციური შეტყობინება; მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების ზოგადი თვისებები; რადიო; ტელევიზია; ბეჭდვითი ორგანოები; უკუკავშირი.
ტრენინგის ხანგრძლივობა: დღეში სამი საათი (Coffee-break).
ტრენინინგის ჩატარების დრო: 19:00 - 22:00 საათი.
ტრენინგის ღირებულება: 200 ლარი.
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი, ასევე, სარეკომენდაციო წერილი წარმატებულ მსმენელებზე.
ტრენინგი HR მენეჯმენტში
ტრენინგს ატარებს სერთიფიცირებული ტრენერი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბატონი ოთარ ქოჩორაძე.
სტრატეგიული და თანმიმდევრული ლოგიკური მიდგომა თანამედროვე წარმოების ყველაზე ძვირფასი აქტივის - ადამიანების - მართვისადმი, რომლებსაც კოლექტიურად და ინდივიდუალურად შეაქვთ თავიანთი წვლილი წარმოების ამოცანების გადაწყვეტაში.
კურსის მიზანია: ადამიანების მეოხებით მოცემული ორგანიზაციის წარმატების მიღწევის უზრუნველყოფა. "(არმ)-ის სისტემები შეიძლება გახდნენ ორგანიზაციის ისეთი უნარების წყარო, რომელიც საშუალებას მისცემს მას, გაიგოს და გამოიყენოს ახალი შესაძლებლობები საკუთარი სარგებლისათვის".
შედეგი:

- კრიტიკულად გააანალიზოს მართვის თეორიები, კონკრეტული მოდელები, მეთოდები და გამოიყენოს ისინი ადამიანური რესურსების მართვისას ორგანიზაციებში;
- გამოიმუშავებს უნარს, ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების ორგანიზების, ხელმძღვანელობისთვის და პრაქტიკულად განახორციელოს მართვა, დაგეგმვა და საკადრო მუშაობის ორგანიზაცია;
- ორგანიზაციული კულტურის ფორმირება; კონფლიქტების მართვა;
- ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება და ა.შ.
ტრენინგის პროგრამა:
ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ძირითადი ინსტრუმენტი - სტრატეგიული მიდგომა.
სუნ ძი - ომის ხელოვნება:
ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ძირითადი ინსტრუმენტი - სტრატეგიული მიდგომა.
სუნ ძი - ომის ხელოვნება:
- წინასწარი გათვლები (始計,始计)
- ომის წარმოება (作戰,作战)
- სტრატეგიული თავდასხმა (謀攻,谋攻)
- ფორმა (軍行,军行)
- ძლევამოსილება (兵勢,兵势)
- სისავსე და სიცარიელე (虛實,虚实)
- ბრძოლა ომში (軍爭,军争)
- ცხრა სახეცვალება (九變,九变)
- ლაშქრობა (行軍,行军)
- ადგილის ფორმები (地形)
- ცხრა ადგილი (九地)
- საცეცხლე თავდასხმა (火攻)
- ჯაშუშების გამოყენება (用間,用间)
II. სტრატეგიული მართვის ჩინური ანბანი:
სტრატაგემული აზროვნება ანუ 36 ჩინური სტრატაგემა - 三十六計.
III. ადამიანური რესურსების მართვის ხელოვნების დასავლური მოდელი:
შინაარსი:
სტრატაგემული აზროვნება ანუ 36 ჩინური სტრატაგემა - 三十六計.
III. ადამიანური რესურსების მართვის ხელოვნების დასავლური მოდელი:
შინაარსი:
- დაგეგმარება;
- გადაწყვეტილებების მიღება;
- არსებითი პრობლემების გადაწყვეტა;
- ინოვაციები;
- შორსმჭვრეტელობა;
- პრობლემები და შესაძლებლობები;
- კონკურენცია;
- მუდმივი სრულყოფა;
- გზა წარმატებისაკენ;
- მუშაობის ოპტიმალური მეთოდები;
- მუშაობის პირობები;
- ციკლის ხანგრძლივობის შეცვლა;
- ინფორმაციის მიღება.
ტრენინგის ხანგრძლივობა: დღეში სამი საათი (Coffee-break).
ტრენინინგის ჩატარების დრო: 19:00 - 22:00 საათი.
ტრენინგის ღირებულება: 200 ლარი.
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი, ასევე, სარეკომენდაციო წერილი წარმატებულ მსმენელებზე.
ტურიზმის მენეჯმენტი
ტურის დაგეგმვა და მართვა სტაჟირებით ტურისტულ კომპანიებში:
სასწავლო კურსზე ყურადღება დაეთმობა ტურიზმისა და მოგზაურობის ზოგად განმარტებებს. ტურიზმის დაგეგმვისა და მენეჯმენტის კონცეფციებს და საკითხებს. ყურადღება გამახვილდება, ასევე, ტურის დაგეგმვასა და მართვაზე ტურიზმის ინდუსტრიაში.
დეტალურად იქნება შესწავლილი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების როლი ტურიზმის დაგეგმვასა და მართვაში. საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი, ტურიზმის დაგეგმვა და ტურისტული მარშრუტის დაგეგმვა და მენეჯმენტი.
აღწერილი იქნება მარშრუტების კლასიფიკაცია. მათი დაგეგმვა, დროში გაწერა და მართვა. ტურის დაგეგმვა საქართველოს კუთხეებში. სტუდენტები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიების საჭიროებას და მათ გამოყენებას. დაიგეგმება საქართველოს ტურისტული ობიექტების განვითარების პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გარემოს დაცვით და უსაფრთხოების საკითხებს ტურის დაგეგმვისას. ასევე, პარტნიორების მოძიებას ტურიზმის სექტორში არსებულ ორგანიზაციებში და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივებს. გაკეთდება სათანადო დასკვნები და სამომავლო გეგმები ტურიზმის დაგეგმვასა და მართვაში.

- მოგზაურობისა და ტურიზმის განმარტებები.
- ტურის დაგეგმვა და მართვა ტურიზმის ინდუსტრიაში.
- მარშრუტების აღწერა, მათი დაგეგმვა, დროში გაწერა და მართვა.
- მარშრუტების კლასიფიკაცია.
- საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი, ტურიზმის დაგეგმვასა და მართვაში.
- თანამედროვე ტექნოლოგიები და საჭირო აღჭურვილობა.
- ტურის დაგეგმვა საქართველოს კუთხეებში.
- პარტნიორობა და თანამშრომლობა ტურის დაგეგმარებისას.
- უსაფრთხოების საკითხები მარშრუტის დაგეგმვისას.
- გარემოს დაცვითი საკითხები ტურის დაგეგმვისას.
- საქართველოს ტურისტული ობიექტების განვითარების პერსპექტივები.
- შემაჯამებელი დასკვნები და შეფასებები.
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე (სტაჟირებით)
ტრენინგები ტარდება კვირაში 2-ჯერ
ღირებულება: 180 ლარი თვეში
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
ტურიზმის მენეჯმენტი სტაჟირებით ტურისტულ კომანიებში:
სასწავლო კურსზე ყურადღება დაეთმობა ტურიზმს, როგორც ქვეყნის პერსპექტიულ მიმართულებას, მის განვითარებას და მართვას. ტურიზმის ზოგად განმარტებებს. დაგეგმვისა და მენეჯმენტის კონცეფციებს. ყოველივე ეს კურსდამთავრებულებს მისცემს სათანადო ცოდნას ტურიზმის მენეჯმენტში.
ასევე, მისცემს საშუალებას, პრაქტიკა გაიარონ პრესტიჟულ ტურისტულ კომპანიებში და წარმატებით გამოიყენონ თავინთი ცოდნა ტურიზმის სფეროში.
პროგრამა მოიცავს:

- ტურიზმის განვითარების მნიშვნელობა
- მოგზაურობის და ტურიზმის განმარტებები
- სატრანსპორტო მომსახურება
- სტუმართმასპინძლობის ინდუსტრია
- მოგზაურობის განაწილების სისტემები
- ტურიზმის დაგეგვმა
- ტურიზმის დაგეგმვა და ადგილის მენეჯმენტი
- ტურისტული ბიზნესის მთავარი ინსტრუმენტები
- მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები
- ტურიზმი საქართველოში
- ტურიზმის განვითარება საქართველოში
- შემაჯამებელი დასკვნები და შეფასებები
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე (სტაჟირებით)
ტრენინგები ტარდება კვირაში 2-ჯერ
ღირებულება: 180 ლარი თვეში
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი
ტრენინგები ტარდება კვირაში 2-ჯერ
ღირებულება: 180 ლარი თვეში
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს