GE
ტრენინგი: საარბიტრაჟო დავების განხილვის სპეციფიკა - სტაჟირებით და დასაქმებით!
ღირებულება: 250 ლარი
"ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC" აცხადებს ტრენინგზე მიღებას: "საარბიტრაჟო დავების განხილვის სპეციფიკა", სასამართლოში სტაჟირებით და დასაქმებით.

კურსს უძვება ვლადიმერ სოხაძე, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი პროცესუალური გამოცდილება (300-მდე ნაწარმოები საქმე საერთო ოდენობით დაახლოებით 30 მილიონი ლარი), ორ საარბიტრაჟო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება (კერძოდ: სამი არბიტრის სხდომის მდივანი, სამი არბიტრის თანაშემწე, საარბიტრაჟო საქმისწარმოებისას საარბიტრაჟო სასამართლოში შექმნილი დოკუმენტების პროექტების მომზადება 900-მდე საქმეზე, საარბიტრაჟო ინსტიტუტში არბიტრად მუშაობის, საბანკო,ფინანსურ, სახელშეკრულებო-ვალდებულებითი დავების გადაწყვეტისას). მას ასევე გააჩნია ლექცია-სემინარები ჩატარების მრავლწლიანი გამოცდილება.

არბიტრაჟი - დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია იაფად და სწრაფად, ვიდრე ამას სასამართლო აკეთებს, კერძო ხასიათის ქონებრივი დავების გადაწყვეტის მექანიზმი. იმ საქმეებიდან, რაც ამჟამად ქართულ სასამართოებშია (მინიმუმ 60 000 დავა) 90% შესაძლებელია გადაწყდეს არბიტრაჟის მიერ, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დავის გადაწყვეტის ეს ფორმა. რაც ამ დარგს უაღრესად პერსპექტიულს ხდის, ვინაიდან ამჟამად მხოლოდ 3-5% არის ათვისებული არბიტრაჟების მიერ.

ტრენინგის მიზანი - მსმენელებმა აითვისონ ყველა ის დეტალი რაც საარბიტრაჟო საქმისწარმოებისას დასჭირდებათ. კერძოდ სწორი ფორმით ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დავის გადაწყვეტის საარბიტრაჟო ფორმა, აითვისონ საარბიტრაჟო სარჩელის და შესაგებლის შედგენის მეთოდები, შეძლონ ცნობა-აღსრულების სავალდებულო ეტაპის წარმართთვის თეორიული და პრაქტიკული ნაწილის ათვისება და სხვა.

ტრენინგის შედეგი - წარმატებული მსემენელები აღნიშნული კურსის გავლის შემდგომ იქნებიან სრულფასოვანი კადრები, როგორც საარბიტრაჟო სასამართლოებისათვის ასევე ნებისმიერი კერძო სექტორის იურისტები, რომლებსაც ზედმიწევნით ზუსტად, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ დონეზე ეცოდინებათ, საარბიტრაჟო დავების წარმოების სპეციფიკა.

ტრენინგის ხანგრძლოვობა: 16 საათი, კვირაში 2-ჯერ
ტრენინგის ხანგრძლოვობა: 2 საათი
სტაჟირება სასამართლოში ერთი თვე
ღირებულება: 250 ლარი
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები