GE
PR და HR მენეჯმენტის კურსი
დაიწყო მსმენელთა მიღება PR მენეჯმენტისა და კომუნიკაციების ეფექტური მართვის, ადამიანური რესურსების მენეჯმენტის (HRM) შესასწავლად:

PR მენეჯმენტისა დაკომუნიკაციების ეფექტური მართვა

კურსს გაუძღვება მაღალკვალიფიციური სპეციალისტი (კომპანია „VIPR“ - ის დირექტორი, PR მენეჯერი, საერთაშორისო ტრენერი)
კურსი მოიცავს: 24 აკადემიურ საათს; მეცადინეობები ჩატარდება: კვირაში 2–ჯერ ან 3-ჯერ, 2.00 საათი (მეცადინეობების ჩატარდების გრაფიკი ჩაინიშნება მსმენელის სურვილისამებრ)
კურსის ღირებულება შეადგენს: ჯგუფში – 350 ლარს და ინდივიდუალური – 500 ლარს

სასწავლო კურსის ბოლოს ტარდება გამოცდა და გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი (ინგლისურ ენაზე/ქართულ ენაზე).

სასწავლო კურსის მსვლელობისას თითოეული მსმენელი უზრუნველყოფილი იქნება სასწავლო მასალით და პერსონალური კომპიუტერით.

აღნიშნული კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დონის და ასაკის მქონე მსმენელისათვის.

კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე  პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
კურსის მიზანია: პიარ -მენეჯმენტის, ღონისძიებათა მართვის და მარკეტინგული კომუნიკაციების უნარის სისტემის საფუძვლების სწავლება; თანამედროვე პიარ -ტექნოლოგიების, ბრენდის ფორმირების ზოგადი მექანიზმების გაცნობა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება.

ტრენინგ -კურსის თემატიკა:
  • პიარის ზოგადი მიმოხილვა;
  • პიარ - ინსტრუმენტები;
  • პიარის მიზანი, პიარ -სპეციალისტის ფუნქციები, პიარის პროცესების მართვა;
  • პრობლემის განსაზღვრა, დაგეგმვა, პროგრამირება;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • მარკეტინგული კომუნიკაციები;
  • იმიჯი, იმიჯის შექმნა;
  • კრიზისული პიარის მართვა;
  • მასმედიასთან ურთიერთობა (პრესრელიზი);
  • ეფექტური კომუნიკაცია და კომუნიკაციური უნარ -ჩვევების გამომუშავება;
  • საჯარო გამოსვლები და პრეზენტაციის უნარები;
  • კვლევები (კონტენტ ანალიზი, SWOT ანალიზი, ფოკუს ჯგუფები . . .);
  • ღონისძიებების, კონფერენციების, ფორუმების, ფესტივალების მოწყობა და მათი ორგანიზება;
  • ბრენდინგის საფუძვლების გაცნობა.
ადამიანური რესურსების მენეჯმენტი (HRM)

კურსს გაუძღვება მაღალკვალიფიციური სპეციალისტი (კომპანია „VIPR“ - ის დირექტორი, საერთაშორისო ტრენერი)
კურსი მოიცავს: 18 აკადემიურ საათს; მეცადინეობები ჩატარდება: კვირაში 2–ჯერ ან 3-ჯერ, 2.00 საათი (მეცადინეობების ჩატარდების გრაფიკი ჩაინიშნება მსმენელის სურვილისამებრ)
კურსის ღირებულება შეადგენს: ჯგუფში – 300 ლარს და ინდივიდუალური – 400 ლარს
სასწავლო კურსის ბოლოს ტარდება გამოცდა და გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი (ინგლისურ ენაზე/ქართულ ენაზე).

სასწავლო კურსის მსვლელობისას თითოეული მსმენელი უზრუნველყოფილი იქნება სასწავლო მასალით და პერსონალური კომპიუტერით.

აღნიშნული კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დონის და ასაკის მქონე მსმენელისათვის.

კურსი მოიცავს როგორც თეორიულ  ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
ტრენინგზე მსმენელები გაეცნობიან ყველა იმ მეთოდს, მექნიზმს, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებების წარმატებით განსახორციელებლად.

ტრენინგის თემატიკა:
  • ადამიანური რესურსების მიზანი, ფუნქცია;
  • ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვა;
  • ორგანიზაციის პროექტირება;
  • სტრატეგიული დაგეგმვა;
  • სამუშაოს ანალიზი, არსი და მისი მნიშვნელობა;
  • პერსონალის მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნა;
  • პერსონალის მოზიდვა, შერჩევა, გასაუბრება და ატესტაცია;
  • კორპორატიული კულტურა;
  • შიდა პიარი (იმიჯი);
  • კომუნიკაციური უნარ - ჩვევები;
  • სამუშაოს შესრულების შეფასების მეთოდები და მართვა;
  • ლიდერობა;
  • თანამშრომლებთან ურთიერთობების ეფექტურად წარმართვის მეთოდები;
  • ორგანიზაციული კონფლიქტი/სტრესის მართვა;
  • მოტივაციის სისტემის განსაზღვრა;
  • ტრენინგების სისტემის ორგანიზება და მართვა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები