სასაუბრო და ზოგადი ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები
საერთაშორისო ენების ცენტრი გთავაზობთ ზოგადი და სასაუბრო ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს მოზრდილთათვის.
ნებისმიერ დონეზე ცხადდება 20%-იანი ფასდაკლება სტუდენტებისთვის
ზოგადი ინგლისური ენის კურსი გულისხმობს ენის ოთხი ძირითადი ასპექტის: წერის, კითხვის, მოსმენის და ლაპარაკის უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ყურადღება გამახვილდება ლექსიკის გამდიდრებაზე, ასევე ნასწავლი მასალის პრაქტიკაში აქტიურ გამოყენებაზე. გარდა ამისა, საფუძვლიანად შეისწავლება გრამატიკა და ინგლისური ენის სტრუქტურა.
კურსის მსვლელობისას სტუდენტები ისწავლიან არა მარტო ინგლისურ ენას, არამედ გაეცნობიან ბრიტანულ კულტურას, ჩვეულებებს, ეტიკეტს, ხელოვნებას, ისტორიას და მუსიკას. კლასში გაიმართება დისკუსიები. სტუდენტებს მიეცემათ საშუალება დასვან კითხვები და გამოიკვლიონ ინგლისური ენისა და კულტურის ის ასპექტები, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ.
სასაუბრო ინგლისური ენის შემსწავლელი კურსის მიზანია მსმენელებმა შეძლონ თავისუფლად და თავდაჯერებულად ისაუბრონ სხვადასხვა ყოველდღიურ და პრაქტიკულ თემაზე, მოეხსნათ ინგლისურად საუბრის კომპლექსი და განუვითარდეთ ინგლისურ ენაზე მოსმენის უნარ-ჩვევები.
კურსების ხანგრძლივობა/ღირებულება:
- Beginner/Elementary- 3 თვე 80 ლარი (თვეში)
- Pre-intermediate/Intermediate - 4 თვე100 ლარი (თვეში)
- Upper-intermediate/Advanced - 5 თვე120 ლარი(თვეში)
სტუდენტები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით. ხოლო ყოველ მომდევნო დონეზე შენარჩუნდება ფასდაკლება თუ სტუდენტი თითოეული კურსის საბოლოო გამოცდაზე მიიღებს 91 და მეტ ქულას.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის