უფასო გაცვლითი პროგრამა ა.შ.შ-ში სკოლის მოსწავლეებისათვის-FLEX
უკვე ჩვიდმეტი წელია რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა -FLEX- საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებს, ისწავლონ აშშ-ს სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში.
პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის მთავრობის მიერ და მას ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.
პროგრამის ფინალისტები უზრუნველყოფილნი არიან თვითმფრინავის ბილეთით თავიანთი ქვეყნიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე და უკან, ასევე ყოველთვიური სტიპენდიით საყოფაცხოვრებო ხარჯების დასაფარავად.
აშშ-ში ყოფნის დროს ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გააცნონ თავიანთი ქვეყნის კულტურა ამერიკელებს და ამავე დროს მიიღონ ინფორმაცია აშშ შესახებ სკოლაში სწავლით, საოჯახო ცხოვრებასა და კლასგარეშე ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებით.
FLEX პროგრამის 50 ფინალისტი შეირჩევა ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება ამერიკელი სპეციალისტებისაგან განათლებისა და საერთაშორისო ურთიერთობის დარგში.
ამორჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. კონკურსის შედეგები ფასდება წერილობით შევსებულიანკეტის,რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა საჯარო სკოლისა და პროფესიული ცენტრების მე-9, მე-10 და მე-11 კლასის, 1992 წლის 1 იანვრიდან 1994 წლის 15 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, არიან საქართველოს მოქალაქეები და ფლობენ ინგლისურ ენას.
აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის, 1991 წლის 15 მარტიდან 1994 წლის 15 ივლისამდე დაბადებულ სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. 1996 წლიდან 200-ზე მეტმა შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვმა უკვე მიიღო ამ პროგრამაში მონაწილეობა და სწავლობდა აშშ-ში.
2008-2009 წლის შემოდგომასა და ზამთარში თბილისის გარდა ტესტირება ჩატარდება საქართველოს სხვა რეგიონალურ ცენტრებში.
ყველა მოსწავლეს, რომელიც აკმაყოფილებს გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პირველ ტურში.
მონაწილეები ტესტირების ცენტრში უნდა მივიდნენ შემდეგი დოკუმენტებით:
- დაბადების მოწმობის დედანი;
- ერთი ახლად გადაღებული 3X4-ზე ფოტოსურათი;
- ავტოკალამი.
ფინალისტების შერჩევა ხდება სამ ტურად:
- მონაწილეები პირველ ტურში გაივლიან 15 წუთიან ინგლისური ენის მოკლე ტესტს.
- წარმატების შემთხვევაში გადავლენ მეორე ეტაპზე.
- მეორე ტურში ისინი დაწერენ ინგლისური ენის შესამოწმებელ ტესტსა და მცირე ზომის თემას.
- მეორე ტურის წარმატებით გავლის შემდეგ ხდებიან ნახევარფინალისტები და იღებენ მონაწილეობას საბოლოო, მესამე ტურში.
ნახევარფინალისტები შეავსებენ ანკეტას და გაივლიან გასაუბრებას.
ფინალისტები გამოვლინდებიან 2009 წლის მაისის დასაწყისში. ისინი ამავე წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაბრუნდებიან საქართველოში 2010 წლის ივნისის თვეში.
ტესტირება ჩატარდება 2008 წლის 18 ოქტომბერს, 10:00სთ, 55-ე საჯარო სკოლაში, შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი #38.
ტესტირება ასევე ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ბორჯომი, გორი, თელავი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 292-106 ან 913-272.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 292-106 ან 913-272.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ინგლისური
- სწავლის ფორმა დღის