GE
ამერიკულ უნივერსიტეტში ბულგარეთში (AUBG) საბაკალავრო პროგრამებზე 2024-2025 აკადემიური წლისთვის მიღება გამოცხადდა

საერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში - American University in Bulgaria - AUBG აცხადებენ მიღებას 2024-2025 აკადემიური წლისათვის 23 სხვადასხვა ძირითად და მეორად საბაკალავრო პროგრამაზე. 

მათ შორის:

  • ბიზნეს ადმინისტრირება
  • კომპიუტერული მეცნიერება
  • ეკონომიკა
  • ევროპათმცოდნეობა
  • ისტორია და ცივილიზაციები
  • ინფორმაციული სისტემები
  • ჟურნალისტიკა / მასობრივი კომუნიკაცია
  • მათემატიკა
  • პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები
  • ფიზიკა
  • ფინანსები
  • ფსიქოლოგია
  • კინო და თეატრმცოდნეობა
  • საზოგადოებრივი პოლიტიკა
  • ინტეგრირებული მარკეტინგი და კომუნიკაციები
  • სახვითი ხელოვნება
  • პროგრამა, რომელსაც თავად ქმნით და სხვა. 
  •  

უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია და მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ ორი დიპლომი - ამერიკული და ევროპული.    

უნივერსიტეტში განაცხადის გაგზავნის ვადებია:
2024 წლის 15 იანვარი - პრიორიტეტული მიღება;                                                  
2024 წლის 1 მარტი - ადრეული მიღება; 
2024 წლის 1 ივნისი - რეგულარული მიღება;
2024 წლის 1 ნოემბერი - გაზაფხულის სემესტრიდან სწავლის დაწყების მსურველთათვის.

აპლიკანტებს, რომლებსაც 15 იანვრამდე არ ექნებათ ჩაბარებული ინგლისური ენის რომელიმე ოფიციალური ტესტი ( iBT TOEFL, IELTS, ECPE, PTE Academic, DET, etc.) შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ინსტიტუციურ ტესტზე, რომელსაც უნივერსიტეტი კონკურსანტებს უფასოდ სთავაზობს.

უნივერსიტეტი საუკეთესო სტუდენტებს სთავაზობს როგორც სასწავლო გრანტებს, ასევე უნივერსიტეტის ფინანსურ დახმარებას, სხვადასხვა სახის სტიპენდიებს /სქოლარ-  შიფებს და საბანკო სესხებს. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ საშუალო სკოლის დამამთავრებელ (12) კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ უნივერსიტეტის სტუდენტებსაც.

ონ-ლაინ საგანაცხადო ფორმის შესავსებად და საჭირო საბუთების ჩამონათვალის სანახავად შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ გვერდზე

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ საერთაშორისო განათლების ცენტრის ფეისბუქ გევრდზე (მესინჯერში) Center for International Education – Tbilisi  ან ელ-ფოსტაზე

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები