GE

ჭოველიძის ქ. 10                               ტელ: (+995 32) 225 26 15        ელ.ფოსტა: natia@osgf.ge
ყოფილი ბელინსკის ქუჩა                                                                   ვებ-გვერდი: http://www.cie.ge
თბილისი, საქრთველო                                                                        ფეისბუქი: https://bit.ly/2OpWEFU

მეტი
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2021-2022 აკადემიური წლისათვის.

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მაქსიმუმ 5 პროგრამა 50 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამიდან (15 სხვადასხვა აკადემიური სფეროდან) და დაიწყეთ თქვენი განაცხადის შევსება დღესვე.️

რატომ CEU?

იმიტომ, რომ იგი გვთავაზობს:

  • აკადემიურად წარმატებულ მსოფლიო რანგის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, აკრედიტირებულებს აშშ-ში, ავსტრიასა და უნგრეთში
  • თანამდეროვე ახალგაზრდებისათვის შექმნილ აშშ-სა და ავსტრიაში აკრედიტირებულ 3 ახალ, ნოვატორულ საბაკალავრო პროგრამას (შეგიძლიათ განაცხადის ერთდროულად 3-იმე პროგრამაზე გაგზავნა)
  • მსოფლიო კლასის მკვლევართა და პროფესორ-მასწავლებელთა მუდმივ ყურადღებასა და მხარდაჭერას
  • აკადემიურ თავისუფლებასა და ღია დებატებისათვის მზაობას.
  • სტუდენტებისა და ფაკულტეტების თანაფარდობას 7:1
  • გულუხვ ფინანსურ დახმარებას: სტუდენტების 82% მიიღებს სხვადასხვა სახის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებასა და სტიპენდიას.

როგორ გავაკეთოთ განაცხადი?

პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდეთ და შაესვოთ მოთხოვნის ფორმა – My CEU Enquiry.

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველები უნდა დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე.

საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ამ ბმულზე.

ყველა ონლაინ განაცხადი უნდა იყოს შევსებული სრულად, შესაბამისი მოთხოვნილი საბუთებითა და სტანდარტული ტესტის ქულებით (TOEFL, IELTS, GRE, SAT და ა.შ.)

განაცხადის გაგზავნის საფასურია 30 ევრო ( მიუხედავად იმისა ერთ პროგრამაზე აგზავნით, სამზე თუ ხუთზე).

როდის არის განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადა?

2021 წლის 1 თებერვალი - განაცხადების გაგზავნის პრიორიტეტული ვადა მათთვის, ვისაც ფინანსური დახმარების მოპოვება სურს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის საგანაცხადო ფორმების გაგზავნის ბოლო ვადებია: 

  • 2021 წლის 12 აპრილი - საბაკალავრო პროგრამებზე
  • 2021 წლის 15 მარტი - სამაგისტრო პროგრამებზე.

განაცხადი MUNDUS MAPP და MESPOM პროგრამებზე მოგვიანებით გაიხსნება.

გაქვთ კითხვები?

სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს ან მოგვწერეთ საერთაშორისო განათლების ცენტრის FB გვერდებზე. 

ასევე შეგიძლიათ მიწეროთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორს საქართველოში ქ-ნ ნათია ნანავს მითითებულ ელ-ფოსტაზე.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი თებერვალი 2021
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები