GE
საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისათვის 48 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე მის დაქვემდებარებაში არსებულ 18 სხვადასხვა დეპარტამნეტზე და სკოლაში ბუდაპეშტისა და ვენის კამპუსებზე.

  • კოგნიტური მეცნიერება
  • ეკონომიკა და ბიზნესი
  • გარემოს დაცვა და პოლიტიკა
  • ისტორია
  • გენდერული კვლევები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • სამარათალი
  • გამოყენებითი მათემატიკა 
  • შუა საუკუნეების კვლევები
  • ნაციონალიზმის კვლევები
  • ქსელური და მონაცემთა მეცნიერება
  • ფილოსოფია
  • პოლიტიკური მეცნიერება
  • სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია
  • სადოქტორო სკოლა პოლიტიკურ მეციენერბაში, საჯარო  პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში
  • საჯარო პოლიტიკის სკოლა

ასევე, წელს პირველად, უნივერსიტეტმა გამოაცხადა მიღება ორ ახალ, საბაკალავრო პროგრამაზე ორმაგი აკრედიტაციით აშშ-სა და ავსტრიაში  - კულტურა, პოლიტიკა და საზოგადოება (CPS)  და ფილოსოფია, პოლიტიკა და ეკონომიკა (PPE). სწავლა განხორციელდება ვენის კამპუსზე.

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საგანაცხადო ფორმების გაგზავნამდე პირველ რიგში აუცილებლად დარეგისტრირდით შემდეგ ლინკზე.

ხოლო საბაკალავრო პროგრამებზე საგანაცხადო ფორმების გაგზავნამდე უნდა დარეგისტრირდეთ შემდეგ ლინკზე.

თუ გსურთ სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, უნივერსიტეტში გაგზავნეთ საგანაცხადო ფორმა თანდართულ საბუთებთან და ინგლისური ენის სტანდარტული ტესტების (iBT TOEFL, IELTS, Pearson Test of English (Academic), Cambridge English: C2 Proficiency and Cambridge English: C1 Advanced, Euroexam Academic) ქულებთან ერთად არაუგვიანეს 2020 წლის 30 იანვრისა. 

მაგისტრატურაში სწავლის მსურველებს შეგიძლიათ ერთდროულად გააკეთოთ განაცხადი  5 სხვადასხვა პროგრამაზე, ხოლო ბაკალავრიატში სწავლის მსურველებს - ორივე საბაკალავრო პროგრამაზე.  საგანაცხადო ფორმის გაგზავნის საფასურია 30 ევრო.

თვითდაფინანსებულმა სტუდენტებმა, რომლებსაც ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ უცხო ენის რომელიმე ტესტი და რომლებსაც ჭირდებათ სასწავლო ვიზა, შეგიძლიათ საგანაცხადო ფორმები გაგზავნოთ 2020 წლის 15 აპრილამდე.

სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს ან დაუკავშირდით საერთაშორისო განათლების ცენტრში შემდეგ მისამართებზე:

- თბილისი - ჭოველიძის ქუჩა 10, ტელ. 2252615, ელფოსტა: cie@osgf.ge;  კონსულტაციები ჩატარდება  ყოველ სამშაბათს 16 საათზე. 
- ბათუმი - ნინოშვილის ქ. 35; უნივერსიტეტის I  სართული, ოთახი # 26; ტელ.: 27 58 17
- ახალციხე - რუსთაველის 106; უნივერსიტეტის შენობა; I კორპ.; II სართ; ტელ.: 22 15 51 
- თელავი - ქართული უნივერსიტეტის ქ. # 1; V სართული; ტელ.: 27 31 39
- ქუთაისი - ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ტელ.: 551 71 00 71

უნივერსიტეტის და კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ სოციალურ ქსელ Facebook-ში.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები