GE

ჭოველიძის ქ. 10                               ტელ: (+995 32) 225 26 15        ელ.ფოსტა: cie@osgf.ge
ყოფილი ბელინსკის ქუჩა                                                                   ვებ-გვერდი: http://www.cie.ge
თბილისი, საქრთველო                                                                        ფეისბუქი: https://goo.gl/5yaZZX

მეტი
მიღება ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე!
საერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში AUBG აცხადებენ მიღებას 2019-2020 აკადემიური წლისათვის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
  • ბიზნესის  ადმინისტრირება
  • ეკონომიკა
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • ევროპათმცოდნეობა
  • ისტორია და ცივილიზაცია
  • ინფორმაციული სისტემები
  • ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციები
  • პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები
  • მათემატიკა
  • ლიტერატურა
  • ფსიქოლოგია და
  • პროგრამა, რომელსაც თავად ქმნით
უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია და მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს გადაეცემა ორი დიპლომი - ამერიკული და ევროპული.

აპლიკანტები, რომლებსაც  2019 წლის 1 მარტამდე არ ექნებათ ჩაბარებული ინგლისური ენის რომელიმე ტესტი (iBT TOEFL, IELTS) ან  ვერ წარმოადგენენ ამ გვერდზე
https://www.aubg.edu/admissions/how-to-apply-first-year მითითებულ რომელიმე სახეობის სერტიფიკატს, 2019  წლის იანვარში შეუძლიათ კონკურსის ფარგლებში ჩააბარონ  ITP TOEFL -ის ტესტი და შემდგომ, წარმატების შემთხვევაში, გაივლიან ინტერვიუს.
 
ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი საუკეთესო სტუდენტებს სთავაზობს სწავლის დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობას,
როგორც სტიპენდიების (merit based and need based scholarships), ასევე უნივერსიტეტის ფინანსური დახმარების (institutional financial aid) და საბანკო სესხის სახით.

AUBG-ის ფინანსური დახმარების და სტიპენდიების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გევრდზე www.aubg.edu/finance-your-education.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ უნივერსიტეტის სტუდენტებსაც (როგორცტრანსფერ სტუდენტებს).
 
საშემოდგომო სემესტრი
ვისაც სურთ სწავლის 2019 წლის შემოდგომაზე დაწყება და კონკურსის  ფარგლებში უფასო  ITP TOEFL-ის ტესტის ჩაბარება, უნივერსიტეტის საგანაცხადო ფორმა უნდა გაგზავნონ და ტესტზე დარეგისტრირდნენ 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე.
 
საშემოდგომო სემესტრისათვის, ვისაც სურს უნივერსიტეტიდან საუკეთესო ფინანსური დახმარებისა და სტიპენდიების მიღება, საგანაცხადო ფორმის და მოთხოვნილი საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 მარტი.  

განაცხადის გაგზავნის სტანდარტულ ვადაა 2019 წლის 1 ივნისი.

საგაზაფხულო სემესტრზე განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ მისამართზე.
 
ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს 15:00 საათზე.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი დეკემბერი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები