თანამედროვე პოლიტიკა და პოლიტიკური კომუნიკაცია
ღირებულება:
650
ლარი
საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაცია წელიწადის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ანხორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს საერთაშორისო პოლიტიკის, დიპლომატიისა და ეროვნული უსაფრთხოების თემებზე. ეს პროგრამები განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია საგარეო და საშინაო პოლიტიკის, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების ანალიზის საფუძვლების შესწავლით; მათთვის, ვისაც სურვილი აქვს გაამრავალფეროვნოს და განავითაროს უკვე არსებული ცოდნა ამ სფეროში.
პროგრამის მიზანი
2009 წლის შემოდგომის სემესტრის პროგრამა ორიენტირებულია პოლიტიკის ძირითადი ასპექტების ანალიზსა და პოლიტიკის შექმნის პროცესზე. მიმდინარე სემესტრში აქცენტი აგრეთვე გაკეთებულია პოლიტიკურ კომუნიკაციასა და პოლიტიკურ PR-ზე, როგორც დაინტერესებულ მხარეებსა და პოლიტიკის მხარდამჭერებთან კომუნიკაციის ეფექტურ საშუალებაზე.
პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ სტუდენტებს საშუალება მისცეს მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, აგრეთვე პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ პოლიტიკის ანალიზისათვის, არამედ მისი მართვისა და განხორციელებისათვის. სასწავლო პროცესი მოიცავს მდიდარ თეორიულ მასალას და დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებითა და სხვა არასაკლასო აქტივობებით, რომლებიც სტუდენტებს პოლიტიკის რთულ სამყაროში უკეთ ორიენტირებაში.
სასწავლო პროგრამის აქცენტი განაწილებულია თანამედროვე პოლიტიკის ფუნდამენტური საკითხებისა და მიმდინარე დებატების უკეთ გასაცნობად, აგრეთვე პოლიტიკის კომუნიკაციისა და მისი მარკეტინგის პრაქტიკული ასპექტების შესასწავლად. ამ მხრივ, სტუდენტები სასწავლო პროცესის განმავლობაში იღებენ როგორც საბაზო ცოდნას, ასევე ინფორმაციას თანამედროვე მიდგომებისა და პოლიტიკური პრობლემატიკის შესახებ. პროგრამის მსვლელობისას, სტუდენტები მიწვეულნი იქნებიან ფილმების ჩვენება–განხილვაზე, მოისმენენ მოწვეული სპეციალისტების ლექციებს და პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის სხვადასხვა საქმიანობაში.
მიმდინარე, 2009 წლის შემოდგომის სემესტრში განიხილება ოთხი ძირითადი საკითხი/საგანი:

- საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ძირითადი საკითხები (ლევან ცუცქირიძე)
- „დიდი დებატები“ საერთაშორისო პოლიტიკაში: პოლიტიკური აზრი და საერთაშორისო პოლიტიკის ძირითადი პარადიგმები გლობალიზაციის ეპოქაში (კორნელი კაკაჩია)
- ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დამნაშავეობა განვითარებად სახელმწიფოებში (ალექსანდრე კუპატაძე)
- პოლიტიკური კომუნიკაცია (მოწვეული სპეციალისტები და პოლიტიკური მარკეტინგის პრაქტიკოსები)
ძირითადი საკითხები
პოლიტიკური იდეოლოგიები; უსაფრთხოების პოლიტიკა; გლობალიზაცია; ტრანსნაციონალური დამნაშავეობა; განვითარება; ძალა თანამედროვე მსოფლიოში; სახელმწიფო ძლიერების განზომილებები; საერთაშორისო ურთიერთობათა ძირითადი პარადიგმები; პოლიტიკა და ინფორმაცია; პოლიტიკური მარკეტინგი; პოლიტიკის კომუნიკაცია; საჯარო გამოსვლები, არგუმენტაცია; პოლიტიკური დებატების მენეჯმენტი.
2009 წლის შემოდგომის სემესტრის ლექტორები:

- ლევან ცუცქირიძე, საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული და უსაფრთხოების კვლევების ექსპერტი. საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი;
- ალექსანდრე კუპატაძე, საერთაშორისო ურთიერთობების, ტრანსნაციონალური დამნაშავეობის ექსპერტი, სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტი;
- კორნელი კაკაჩია, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტიკური ფილოსოფიის ექსპერტი;
საჭირო კვალიფიკაცია ეფექტური სწავლისათვის
საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის უმთავრესი მიზანია ამ დარგში მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტებისა და ტრადიციების დანერგვა. ამ მხრივ, პროგრამა ინტენსიური და დატვირთულია. მათ ვისაც აინტერესებს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა, მოეთხოვებათ შემდეგი:

- ინგლისური ენის ცოდნა;
- ანალიზისა და განზოგადების უნარი;
- საბაზო ინფორმაცია და ცოდნა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ, კერძოდ კი პოლიტიკის სფეროში
პროგრამის ლოგისტიკა
- ლექციები ტარდება კვირაში ოთხჯერ 6:30-8:30 საათებში.
- მისაღები ლიმიტია 25 სტუდენტი.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი, 2009.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.

- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს