GE
ბუღალტერიის თეორიული და პრაქტიკული კურსი
ღირებულება: 200 ლარი
საგანმანათლებლო ცენტრი "ინოვაცია" გთავაზობთ ბუღალტერიის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს.
 
ბუღალტერიის შესწავლა საერთაშორისო სტანდარტებით! მიმდინარეობს  რეგისტრაცია!
  • თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერია!
  • საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები: ორისი-ORIS
  • სტაჟირება
თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის კომპლექსური კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის შესწავლა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. იგი მოიცავს ბუღალტრული აღრიცხვის თეორიის, პრაქტიკის და ფინანსური აღრიცხვის საკითხებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ბუღალტრულ ნაწილს.
  • კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა: ორისი
  • დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის ბუღალტრული კონსულტაციების გაწევა.
  • ბუღალტერთა სტაჟირების პროგრამა დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის პროგრამებში: ორისი, სუპერფინი, ინფო ბუღალტერიაში.
  • საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა Rs.ge-ს ფორმებთნ მუშაობა.
  • საბუღალტრო მომსახურება.
  • Excel-ში საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაციის და საქმის წარმოება.
კურსები განკუთვნილია: ვინც ნულიდან იწყებს ბუღალტერიის შესწავლას, დამწყები ბუღალტრებისათვის,  ასევე, ფინანსური სპეციალობის მქონე და სხვა ნებისმიერი პროფესიის მსმენელებისათვის.
 
მსენელებს გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები, ტესტები!

კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ: მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის, მოლარე-ოპერატორის საქმიანობას. დამოუკიდებლად შეძლებენ საწარმოში მომხდარი ფაქტების საფუძველზე, შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური შედეგის გამოყვანას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას.
 
კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა და გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი.
 
სრული კურსის ხანგრძლივობა: 36 საათი
კურსის ღირებულება: 200 ლარი
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები