GE

თამარ მეფის გამზირი 14                 ტელ: +995 (32) 291 03 17                ელ-ფოსტა: info@mziuri.ge
მე-3 სართული                                              +995 (32) 229 48 61                ვებ-გვერდი: http://www.mziuri.ge
თბილისი, საქართველო                             +995 (32) 295 45 75

მეტი
კომპიუტერული ტექნოლოგიების კურსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის
ღირებულება: 1000 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი - მზიური გთავაზობთ კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელ კურსებს მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.

დაწყების სავარაუდო თარიღი: 2017 წლის სექტემბერი-ოქტომბერი
სწავლების ენა: ქართული
სწავლის ფორმა: დასწრებული (სკოლის გაკვეთილების შემდეგ)

სკოლის ასაკის მოსწავლეთა სწავლების მრავალწლიან სისტემას მრავალსაფეხურიანი სტრუქტურა აქვს. მოსწავლეთა ჯგუფები დიფერენცირებულია ასაკისა და ინტერესების მიხედვით.
 
ჯგუფების ფორმირება ხდება სასწავლო წლის დასაწყისში (სექტემბერი - ოქტომბრის დასაწყისი) და მეცადინეობები გრძელდება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. ყოველი სრული კურსის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.
 
სწავლებისათვის გამოყოფილია ოთხი კომპიუტერული კლასი, თითოეული 10 სამუშაო ადგილით (ერთ მოსწავლეზე - ერთი კომპიუტერი).
 
ქვემოთ მოცემულია მოსწავლეთა სასწავლო კურსების დღევანდელი სტრუქტურა და თითოეული კურსის მოკლე დახასიათება.
 
პროგრამირების სკოლა (VII-XII კლასელებისა და სტუდენტთათვის):
  • C++ და ალგორითმი - კურსის მიზანია ხელი შეუწყოს  C++ ენის ბაზაზე დაპროგრამების ძირითადი ტექნოლოგიების გაცნობას.
  • კომპიუტერული თამაშების პროგრამირება - კურსის მიზანია Unity 3D პროგრამის ათვისება, თანამედროვე თამაშების მსგავსი ტიპის პროექტებზე მუშაობა და საკუთარი პროექტის (თამაშის) გამოშვება.
  • ვებპროგრამირების 1-ლი წელი - კურსის  მიზანია  მოსწავლეს შეასწავლოს დინამიური საიტის შექმნა.
  • ვებპროგრამირების მე-2 წელი - კურსის  მიზანია  მოსწავლეს შეასწავლოს ფლეშ საიტების და აპლიკაციების შექმნა.
  • Java- 1-ლი წელი - კურსის მიზანია დაპროგრამების ენის Java-ს საფუძვლების შესწავლა და მისი საშუალებით სასწავლო პროექტების განხორციელება.
  • Java- მე-2 წელი - კურსის მიზანია დაპროგრამების ენის Java-ს გაღრმავებული საშუალებების შესწავლა და მისი საშუალებით სასწავლო პროექტების განხორციელება.
  • C#- 1-ლი წელი- კურსის მიზანია  დაპროგრამების ენის C#-ის საფუძვლების შესწავლა და მისი საშუალებით პროექტების განხორციელება.
  • C#- მე-2 წელი - კურსის მიზანია დაპროგრამების ენის C#-ს გაღრმავებული საშუალებების შესწავლა და მისი საშუალებით სასწავლო პროექტების განხორციელება.
ნიჭიერ  ბავშვებთან მუშაობის პროგრამა (IV-VII კლასელებისათვის):
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ცენტრში მოქმედებს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ხდება გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების სელექცია და სპეციალური ჯგუფების დაკომპლექტება. ეს მოსწავლეები მონაწილეობენ ხოლმე ინფორმატიკისა და მათემატიკის სხვადასხვა რანგის (მათ შორის საერთაშორისო) ოლიმპიადებსა და კონკურსებში და, ჩვეულებისამებრ, იმარჯვებენ კიდეც.
 
მათ მონაპოვარში უამრავი მედალი და სხვადასხვა ხარისხის დიპლომია. მათ შორის ყველაზე მაღალი ჯილდოებია ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადის 1 ოქროს, 5 ვერცხლისა და 22 ბრინჯაოს მედალი.
 
ჩვენი ნამოწაფრები, დღეს უკვე სტუდენტები, წარმატებით სწავლობენ ჩვენი ქვეყნისა თუ საზღვარგარეთის მოწინავე უნივერსიტეტებში და მუშაობენ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებში.
 
ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა მუდმივად ვითარდება და დღეისათვის იგი ოთხი ძირითადი საფეხურისაგან შედგება:
  1. მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრი
  2. მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის“
  3. დაწყებითი ორწლიანი კურსი - “ტალანტების ფაბრიკა”
  4. საოლიმპიადო ჯგუფები და პროგრამირების სკოლა
მატემატიკური ინტერნეტშეჯიბრი ერთგვარი დისტანციური სწავლების სკოლაა, რომლის მიზანია ნიჭიერი ბავშვების შერჩევა. მიმდინარეობს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში დაუსწრებელი ტურების სახით. მონაწილეობენ III-VI კლასის მოსწავლეები როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლებიდან.
 
მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის“იმართება ყოველი სასწავლო წლის ბოლოს. მასში მონაწილეობას იღებენ III-VI კლასების მოსწავლეები თბილისის სკოლებიდან. კონკურსი შედგება პირველი და მეორე ტურებისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიისაგან.
 
ტალანტების ფაბრიკის - დაწყებითი ორწლიანი კურსის პროგრამაში მოსახვედრად თბილისის სკოლების მე-5 და მე-6 (იშვიათად მე-4 და მე-7) კლასის მოსწავლეებმა აუცილებლად  უნდა გაიარონ შესარჩევი კონკურსი, რომელიც სასწავლო წლის დასაწყისში იმართება. კონკურსის შედეგების მიხედვით კომპლექტდება სასწავლო ჯგუფები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში სწავლობენ გაძლიერებული პროგრამით - ლოგიკას, ალგორითმებისა და დაპროგრამების საფუძვლებს.
 
საოლიმპიადო  და დაპროგრამების ჯგუფების მოსწავლეები გაღრმავებულად ეუფლებიან ალგორითმიზაციის საფუძვლებს, საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნის მეთოდებსა და დაპროგრამების ხელოვნებას.
 
სწავლების ღირებულება - 1000 ლარი წელიწადში.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ოქტომბერი 2017
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები