GE
პროფორიენტაციის საზაფხულო სკოლა უფროსკლასელებისთვის

პროფესიული ორინტაციის საზაფხულო სკოლა “მედლერნერი” შესაძლებლობას გაძლევთ გაიცნოთ საგანმანათლებლო სივრცე, მიიღოთ ინფორმაცია თქვენთვის სასურველი პროფესიების შესახებ, განავითაროთ შესაბამისი უნარები, გაიცნოთ საქართველოში წარმატებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში.

თუ ხარ 15-დან 18 წლამდე და ჯერ არ გადაგიწყვეტია თქვენი მომავალი პროფესია, საზაფხულო მასტერკლასები დაგეხმარებათ პროფესიის არჩევაში.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში გთავაზობთ შემდეგ სასწავლო მოდულებს:

  • საქართველოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტის ფაკულტეტები და პროგრამები;
  • ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში;
  • პროფესიული ორიენტაცია, რა ფაქტორები განსაზღვრავს პროფესიის არჩევას;
  • საქართველოში არსებული პროგრამები, რომლებიც აფინანსებენ სწავლას საზღვარგარეთ . როგორ და სად უნდა მოიპოვოს მსურველმა დაფინანსება სწავლებაზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
  • პროფესიული განვითარებისთვის საჭირო უნარებზე მუშაობა (კომუნიკაციის, კველევის, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის გადაჭრის, დაგეგმარების და სხვა შესაბამისი უნარები).

სხვადასხვა სპეციალისტების პრეზენტაციებს შემდგომ მიმართულებებზე:

  • ადმინისტრაციული პროფესიები: ეკონომიკა, ბიზნესი, ტურიზმი, მარკეტინგი, ფინანსები, HR, PR და სხვა;
  • ზუსტ მეცნიერებათა, დარგთაშორისი და საბუნებისმეტყველო მიმართულებები:  ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოლოგია,  ბიოტექნოლოგიები, ელექტრონული ინჟინერია და სხვა მიმართულებები;
  • ჰუმანიტარული მიმართულება: ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ენა და ლიტერატურა, პედაგოგიკა;
  • სოციალური მიმართულება: პოლიტოლოგია, ჟურნალისტიკა, სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია და სხვა;
  • სამედიცინო მიმართულება: ექიმი, ჯანდაცვის სპეციალისტი, ფარმაცევტი და სხვა;
  • სამართლის მიმართულება: სამართალი, საერთაშორისო სამართალი, საჯარო სამართალი და სხვა;
  • მოდა და დიზაინი.

საზაფხულო სკოლის პირობები: სკოლა მდებარეობს შინდისში-თბილისიდან 9 კილომეტრში, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. საზაფხული სკოლის ხანგრძლივობაა 2 კვირა. სწავლების საათები - ყოველდღე 12.00-17.00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

სწავლების საფასური - 800 ლარი.

ღირებულებაში შედის:

  • სწავლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა;
  • ერთჯერადი კვება;
  • ტრენინგები, მასტერკლასები;
  • პროექტის დამატებითი ხარჯები (საკანცელარიო ნივთები, სამუშაო მასალა);
  • სოციალური აქტივობები (ტური უმაღლეს სასწავლებელში და სხვა);
  • სერტიფიკატი.

სკოლის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერთიფიკატები. სერტიფიკატების გადაცემა დასრულდება “pool party”-ით.

I ნაკადი 17-28 ივნისი
II ნაკადი 1-12 ივლისი
III ნაკადი 15-26 ივლისი
IV ნაკადი 29 ივლისი-9 აგვისტო
V ნაკადი 12-23 აგვისტო
VI ნაკადი 26 აგვისტო-6 სექტემბერი

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები