GE

ინგოროყვას ქ. N5                       ტელ.: (+995) 577 27 77 33       ელ.ფოსტა: schooloflawandjustice@gmail.com
თბილისი, საქართველო                                                                ფეისბუკი: https://bit.ly/30d5xIn

მეტი
ტრენინგი: საკორპორაციო სამართლის პრობლემური საკითხები საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში
ღირებულება: 450 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია

სამართლისა და მართლმსაჯულების სკოლა 25 იანვარს, სასტუმრო გალერი პალასში გამართავს ტრენინგს თემაზე: საკორპორაციო სამართლის პრობლემური საკითხები საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში.

ტრენინგს წარუძღვება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური.

დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

1. რამდენიმე სახის ინტერესთა კონფლიქტი საკორპორაციო სამართალში და მათი გადაჭრის სამართლებრივი მექანიზმები: პარტნიორების/აქციონერების კონფლიქტი დირექტორებთან და დირექტორთა ფიდუციური მოვალეობებიდან წარმოშობილი დავები უახლესი ქართული პრაქტიკის მიხედვით; გულისხმიერების მოვალეობა და ერთგულების მოვალეობა - განსხვავება მტკიცების ტვირთის განაწილების თვალსაზრისით; საგადასახადო სამართალდარღვევა, როგორც დირექტორის გულისხმიერების მოვალეობის დარღვევის საფუძველი.

2. დირექტორის ფიდუციური მოვალეობის დარღვევის შედეგები მესამე პირებისათვის - გარიგების ბათილობა დირექტორის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო.

3. ურთიერთობები კორპორაციის პარტნიორებს შორის, უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკის მიხედვით; პარტნიორის გარიცხვა და მისი სამართლებრივი საფუძვლები. 

ღონისძიება დაიწყება 11:00 საათზე. კურსის ღირებულებაა 450 ლარი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 იანვარი.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ მოთხოვნა (სახელის, გვარისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით) და გადახდის ქვითარი ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 

ბანკის რეკვიზიტები:
საბანკო კოდი: TBCBGE 22
ანგარიშის ნომერი: GE35TB7113236080100012
მიმღები: სამართლის და მართლმსაჯულების სკოლა
დანიშნულება: ტრეინინგის საფასური

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი თებერვალი 2020
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები