GE

ჭავჭავაძის 53ა,                             ტელ: +995 (32) 225 82 43            ელ. ფოსტა:  info@sangu.edu.ge
თბილისი, საქართველო                       +995 (32) 225 81 46            ვებ-გვერდი: http://www.sangu.edu.ge

მეტი
ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ეკონომიკის ბაკალავრი
კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორიმიხეილ ჯიბუტი
საკონტაქტო პირი: რატი აბულაძე; ტელ: 555 35 44 88
                                                                                                                                   
სტუდენტები იძენენ ცოდნას თეორიულ ეკონომიკაში, მათ შორის ეკონომიკური კვლევების თანამედროვე მეთოდებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე, გამოიმუშავებენ დინამიკურ ეკონომიკურ გარემოში პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევებს, რაც მათ საშუალებას აძლევს თეორიული და სპეციალური ცოდნის სინთეზით დაეუფლონ კონკრეტული ეკონომიკური ანალიზის ჩვევებს. ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს სახელმწიფო მართვის ორგანოებში, ბიზნესისა და აკადემიურ სფეროებში, საერთაშორისო და არასამთავრობო  ორგანიზაციებსა და ფირმებში. ბაკალავრიატის სტუდენტები მერვე დამამთავრებელ სემესტრში სასწავლო პრაქტიკას გადიან ეკონომიკის დარგის სახელმწიფო ორგანოებში ან/და  კერძო კომპანიებში, ეკონომიკური პროფილის არასამთავრობო  და სამეცნიერო-კვლევით ორგანოზაციებში.
 
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები
 
ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მისცეს თეორიული ეკონომიკური ცოდნა, შეუქმნას წარმოდგენა ეკონომიკური კვლევების თანამედროვე მეთოდებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე, გამოუმუშაოს დინამიკურ ეკონომიკურ გარემოში პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები. შექმნას ეკონომიკის სფეროში მოღვაწეობისა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაგმატულად ორიენტირებული გამოცდილების  მიღების შესაძლებლობა, თეორიული და სპეციალური ცოდნის სინთეზით მოახდინოს კონკრეტული ეკონომიკური ანალიზის ჩვევების გამომუშავება.
 
პროგრამა უზრუნველყოფს ბაკალავრისათვის აუცილებელი კომპეტენციის განვითარებას.
 
ცოდნა და გაცნობიერება: კურსდამთავრებულებს ექნებათ ცოდნა ფუნდამენტურ და სპეციალურ ეკონომიკურ დისციპლინებში;
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების კანონზომიერებების საფუძვლების შესწავლით, სტუდენტებს ექნებათ თეორიული  ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირების შესაძლებლობა და გამოუმუშავდებათ თეორიული ინფორმაციის ანალიზისა და გამოყენების უნარი როგორც მაკროეკონიკის, ასევე მიკროეკონიკისა და საერთაშორისო ეკონომიკის  სფეროში;
 
დასკვნის უნარი: კურსდამთავრებულებს ექნებათ უნარი, კრიტიკულად გაიაზრონ მიღებული ინფორმაცია და გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. მსჯელობისა და ანალიზის უნარის გამომუშავებით,  მათ შეეძლებათ  არგუმენტირებულად იმსჯელონ და დაასაბუთონ თავიანთი შეხედულებები;
 
კომუნიკაციის უნარი: სტუდენტები შეძლებენ თავიანთი მოსაზრების წერილობით და სიტყვიერად გადმოცემას,  მოვლენების აღწერას და პრობლემების დასაბუთებას. მათ შეეძლებათ მინაწილეობა მიღონ დისკუსიებში, გაკეთონ მოხსენებები და წარმოადგინონ პრეზენტაციები.
 
სწავლის უნარი: ეკონომიკის სფეროს შესწავლის შემდეგ, კურსდამთავრებულებს შეეძლებათ  თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით განაგრძონ საკითხის შესწავლა, შეძლებენ აირჩიონ სფერო, სადაც ისინი გააგრძელებენ პროფესიული თვისებების სრულყოფას.
 
ღირებულებები: კურსდამთავრებულებს შეეძლებათ შეაფასონ თავისი და სხვების დამოკიდებულება ქვეყნის ეკონომიკური სისტემის, ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, საკუთარი დამოკიდებულებების სხვებისათვის გაუზიარება. 
 
უნივერსიტეტში მოქმედი შეფასების სისტემა
 
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა. საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად. 
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი  სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
  • (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
  • (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
  • (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. შენიშვნა: დამატებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.
  • დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.
  • (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებულ ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
  • სავარაუდო თარიღი სექტემბერი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები