GE

ჭავჭავაძის 53ა,                             ტელ: +995 (32) 225 82 43            ელ. ფოსტა:  info@sangu.edu.ge
თბილისი, საქართველო                       +995 (32) 225 81 46            ვებ-გვერდი: http://www.sangu.edu.ge

მეტი
ეთნოლოგიის სადოქტორო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ეთნოლოგიის დოქტორი
კრედიტების რაოდენობა - 180 ECTS კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: როზეტა გუჯეჯიანი
საკონტაქტო პირი და ნომერი: 599 96 31 64

უნივერსიტეტში მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით ეთნოლოგიის ერთადერთი სადოქტორო პროგრამა. პროგრამის სახელი „ეთნოლოგია“ სპეციალურად შეირჩა, რადგან ეთნოგრაფიას//ეთნოლოგიას აქვს ხანგრძლივი ტრადიცია საქართველოში და გვსურს, კულტურული მემკვიდრეობითობის შენარჩუნება
და განგრძობა.
 
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ეთნიკურ კულტურათა სტრუქტურებისა და კომპონენტების სიღრმისეული შესწავლა, მათი თვითმყოფადობისა თუ სხვა კულტურებთან პარალელების ანალიზი, ტრანსფორმაციული პროცესების დინამიკის კვლევა. პროგრამის მიზანია, მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელსაც ექნება საფუძვლიანი ცოდნა თანამედროვე ეთნოლოგიის, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ყველა მონაპოვრის
შესახებ (ისტორია: კვლევითი მეთოდები და თეორიები, სამეცნიერო სკოლები, უმნიშვნელოვანესი გამოკვლევები).
 
ეთნოლოგიის სადოქტორო პროგრამა ეყრდნობა არა მხოლოდ ქართული ეთნოლოგიური სკოლის ძირითად თეორიებსა და კვლევის მეთოდებს, არამედ ევროპული და ამერიკული ეთნოლოგიისა და კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის სკოლებს, თეორიებსა და კვლევის მეთოდებს. ამასთანავე, ცნობილია, რომ ეთნოლოგიურ მეცნიერებას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება ეთნიკური კულტურების შემდგომი განვითარებისა და ეთნოსთაშორისი კომუნიკაციების ტრადიციული გზების ძიების მიმართულებითაც. შესაბამისად, ეთნოლოგიის სადოქტორო პროგრამის გავლის შემდეგ, მეცნიერი შეძლებს, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში, სახელმწიფო სტრუქტურებისათვის პრაქტიკული რჩევების, კვლევების და პროგნოსტიკული კონცეფციების მიწოდებისა და რეკომენდაციების შემუშავების თვალსაზრისით.
 
ეთნოლოგიის პროგრამა მსურველებს სთავაზობს შედარებით ფართო და კომპლექსურ ცოდნა‐გამოცდილებას ქართველ და ზოგადად კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიული თავისებურებების შესახებ, ტრადიციულ ქართულ სამეცნიერო და ევროპულ, ასევე, ამერიკულ სკოლებზე დაყრდნობით, თვისობრივად
ახალ საფეხურზეა აყვანილი ეთნოლოგიის კვლევა და სწავლება.
 
ეთნოლოგიის სამეცნიერო პროგრამის მუშაობაში ჩართულნი არიან ჩვენი ქვეყნის წამყვანი ეთნოლოგები და კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის სპეციალისტები.
 
მიზანი: სადოქტორო პროგრამა უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს ტრადიციული ქართული კულტურის შესწავლასა და დაცვას, ეთნიკური ღირებულებებისა და ფასეულობითი ორიენტაციების გამოვლენასა და შენარჩუნებას, ქართული თვითმყოფადი ყოფითი თავისებურებების
ფიქსაციას და ტრანსფორმაციული პროცესების ანალიზს.

წარმოდგენილი სადოქტორო პროგრამა დოქტორანტს დაეხმარება, ჩამოყალიბდეს ეთნოლოგიის მიმართულების სპეციალისტად, საშუალებას მისცემს სიღრმისეულად და კომპლექსურად შეისწავლოს დარგის ერთი კონკრეტული სფერო. პროგრამის მიზანია, მოამზადოს თანამედროვე ეთნოლოგიური მეცნიერების (ეთნოლოგიის საგნის, ფუნქციების, მეთოდების, თეორიების, პრაქტიკული ცოდნის) შესატყვისი კვალიფიციური სპეციალისტები. ამასთანავე, ვინაიდან, ეთნოლოგიურ მეცნიერებას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს, ყველა ეთნიკური კულტურის შემდგომი განვითარებისა და ეთნოსთა შორის კომუნიკაციების კუთხით, სპეციალისტი შეეძლებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში სახელმწიფო სტრუქტურებისათვის პრაქტიკული რჩევების, კვლევების და პროგნოსტიკული კონცეფციების მიწოდების და რეკომენდაციების შემუშავების თვალსაზრისით.
 
ეთნოლოგიის სადოქტორო პროგრამის თეორიულ და მეთოდოლოგიურ ამოსავალს ტრადიციული ქართული ეთნოლოგიური სკოლის მონაპოვრები წარმოადგენს. ამავე დროს, გაზიარებულია თანამედროვე ევროპული და ამერიკული ეთნოლოგიურ-ანთროპოლოგიური სკოლების სამეცნიერო მეთოდოლოგიები. შესაბამისად, ეთნოლოგიის სადოქტორო პროგრამა ეყრდნობა არა მხოლოდ კონკრეტულად ქართული ეთნოლოგიური სკოლის ძირითად თეორიებსა და კვლევის მეთოდებს, არამედ ევროპული და ამერიკული კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის ძირითადი სკოლების, თეორიებისა და კვლევის მეთოდებსაც. ეთნოლოგიის პროგრამა მსურველებს სთავაზობს შედარებით ფართო და კომპლექსურ ცოდნა- გამოცდილებას ქართველ და ზოგადად კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიული თავისებურებების შესახებ.
 
ჰუმანიტარულ მეცნიერებებში დანერგილი კვლევის ახალი მეთოდები და თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ტრადიციულ ქართულ სამეცნიერო და ევროპულ, ასევე, ამერიკულ სკოლებზე დაყრდნობით,თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიყვანოთ ეთნოლოგიის კვლევა და სწავლება. სადოქტორო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია უნივერსიტეტის პედაგოგის აღზრდა. სადოქტორო ნაშრომის დაცვის შემდეგ დოქტორანტს შესაძლებლობა ექნება, მიღებული ცოდნა გამოიყენოს ეთნოლოგიის მიმართულებით ახალი სამეცნიერო პრობლემების გამოსავლენად, დასასმელად და ამ პრობლემატიკის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, ორიგინალური გზით გადასაჭრელად.
 
სწავლის შედეგები - ცოდნა და გაცნობიერება: სადოქტორო პროგრამის გავლის შედეგად დოქტორანტი გაიღრმავებს მაგისტრატურაში მიღებულ ცოდნას; დაეუფლება კვლევის თანამედროვე მეთოდებს; მიიღებს ამომწურავ და სიღრმისეულ ცოდნას ეთნოლოგიის დისციპლინის ყველა ძირითად მიმართულებაში. სასწავლო პროგრამის დასრულებისა და სადოქტორო ნაშრომის დაცვის შედეგად მიღებული ცოდნის, კვალიფიკაციისა და კომპეტენციის გამოყენებით კურსდამთავრებულს შეეძლება საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში არსებული სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული ანალიზი. ჩამოუყალიბდება ეთნოლოგიური პრობლემატიკის ანალიზის უნარ-ჩვევები, მის მიერ კრიტიკულად იქნება გაანალიზებული ეთნოლოგიის სამეცნიერო დისციპლინის სხვადასხვა თეორია, ძირითადი სკოლები, კვლევის მეთოდები და ზოგადად ეთნოგრაფიული მასალა; ასევე, დოქტორანტი გაცნობილი იქნება დარგის როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურას, დაუფლებული იქნება თავისუფალი კვლევის უნარ-ჩვევებს, შეეძლება ორიგინალური სამეცნიერო კვლევების შექმნა ეთნოლოგიის დარგში.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: სადოქტორო პროგრამის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემდეგ დოქტორს ექნება საკმარისი ცოდნა და კვალიფიკაცია, დამოუკიდებლად დაგეგმოს, განახორციელოს და ზედამხედველობა გაუწიოს ინოვაციურ კვლევებს; შეეძლება,შეიმუშაოს ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდები და მიდგომები, რომლებიც აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში. პროგრამის დასრულების შემდეგ დოქტორი დაუფლებული იქნება სისტემურ, მეთოდოლოგიურ უნარებს, რაც საშუალებას მისცემს მას, თანამედროვე მეთოდოლოგიით იკვლიოს ინდივიდუალურად და, საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფთან ერთად.
 
დასკვნის გაკეთების უნარი: სადოქტორო პროგრამის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემდეგ დოქტორს ექნება საკმარისი ცოდნა და კვალიფიკაცია, კრიტიკულად მიუდგეს ახალ, რთულ და წინააღმდეგობრივ მოსაზრებებს, მოახდინოს აკადემიური სინთეზი და შეფასება. ექნება საკმარისი უნარ-ჩვევები და ცოდნა, დამოუკიდებლად მიიღოს სწორი და ეფექტური გადაწყვეტილება პრობლემის გადაჭრისათვის. კომუნიკაციის უნარი: სადოქტორო პროგრამის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემდეგ დოქტორს ექნება საკმარისი ცოდნა, ქართულად და ერთ უცხო ენაზე მაინც ადეკვატურად და ეფექტურად გადასცეს რთული და სადავო სამეცნიერო ინფორმაცია კოლეგებსა და, ასევე, ფართო საზოგადოებას. დოქტორანტი დაეუფლება უახლეს ინტერდისციპლინარულ მეთოდებს, რომლებიც გაუიოლებს მას კოლეგებთან სამეცნიერო დისკურსის წარმართვის უნარს.
 
სწავლის უნარი: სადოქტორო ნაშრომის დაცვის შემდეგ დოქტორს ექნება საკმარისი კვალიფიკაცია, ეთნოლოგიური მეცნიერების ზოგადი დისციპლინა და ქვედარგები წარმატებულად ასწავლოს უმაღლეს სასწავლებლებში; შეეძლება წარმატებულად დაგეგმოს და მართოს სხვების სწავლის პროცესი.
 
ღირებულებები: სადოქტორო პროგამის გავლისა და საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვის შემდეგ დოქტორს ექნება უნარი: არსებითი წვლილი შეიტანოს ახალი ღირებულელების (კვლევის შედეგების სტანდარტების, ასევე, კვლევის შედეგების შეფასების ახალი სისტემისა და შეფასების კრიტერიუმების) დამკვიდრებაში; შეიმუშაოს ტრადიციულ მყარ ღირებულებათა დამკვიდრების ინოვაციური მეთოდები და ახალ ღირებულებათა დამკვიდების გზები/საშუალებები.
 
შეფასების სისტემა
 
სადოქტორო პროგრამა დაკომპლექტებულია სასწავლო კომპონენტებით და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტით. დოქტორანტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100 ქულიანი სისტემით. ამასთან, შეფასების წესი განსხვავებულია სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კვლევითი კომპონენტებისთვის.
 
სტუდენტის შეფასება სასწავლო კომპონენტში:
სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტის შეფასება მოიცავს მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. თითოეული სასწავლო კურსის ფარგლებში დეტალური ინფორმაცია დოქტორანტისათვის ხელმისაწვდომია შესაბამისი სასწავლო კურსების სილაბუსებით. შეფასების სისტემა, სასწავლო კომპონენტის მიზნებისთვის ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
შეფასების სისტემა, ასევე, ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; დამატებითი გამოცდა ტარდება დასკვნითი შეფასების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
 
სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის შეფასება:
დოქტორანტის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი ფასდება ერთჯერადად
(დასკვნითი შეფასებით), შემდეგი სისტემით:
  • ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი;
  • ბ) ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;
  • გ) კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;
  • დ) საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს;
  • ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს;
  • ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს მასში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო
  • ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.
სამეცნიერო-კვლევითი შეფასების საკითხებს დეტალურად აწესრიგებს ფაკულტეტის დოქტორანტურის და სადისერტაციო საბჭოს დებულება.
  • სავარაუდო თარიღი სექტემბერი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები