GE

ჭავჭავაძის 53ა,                             ტელ: +995 (32) 225 82 43            ელ. ფოსტა:  info@sangu.edu.ge
თბილისი, საქართველო                       +995 (32) 225 81 46            ვებ-გვერდი: http://www.sangu.edu.ge

მეტი
ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა ფილოლოგიაში:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი, სპეციალობა: ფილოლოგია       
კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე
საკონტაქტო პირი: ტარიელ ფუტკარაძე; ტელ: 577 71 78 11
 
ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე აკადემიური განათლების მიღებას ლიტერატურათმცოდნეობაში, ზოგად ენათმეცნიერებაში, სოციოლინგვისტიკაში, ქართულ ენაში, ქართული ლიტერატურის ისტორიასა და ქართული ფილოლოგიის სხვა მიმართულებებში.
 
სფეროთი დაინტერესებულ პირებს კარგი შესაძლებლობა ეძლევათ, საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პროცესში ჩაერთონ საველე პრაქტიკებში ქართველურ დიალექტოლოგიაში (ხევსურეთი, ტაო-კლარჯეთი...). სტუდენტების ინტერესიდან გამოდმინარე, მათი პოტენციალის განვითარების მიზნით, უნივერსიტეტში რეგულარულად იგეგმება და ხორციელდება სტუდენტური სამეცნიერო ღონისძიებები.
 
ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, სპეციალობის ათვისების შემდეგ შესაძლებლობა აქვთ, დამატებით, 60 კრედიტის მოცულობით აირჩიონ და შეისწავლონ ქართველოლოგიის (ქართველთა ენობრივ-ეთნიკური ისტორია, ქართველური მითოლოგია, ქართული ხელოვნება...) ანთარგმანთმცოდნეობის მოდულით გათვალისწინებული სასწავლო კურსები.
 
ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაში ჩართულია მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი, სასწავლო კურსებს კიხულობენ ცნობილი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ მდიდარი პედაგოგიური პრაქტიკაც.
 
მიღებული ცოდნა კურსდამთავრებულს საშუალებას მისცემს, სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში ენათმეცნიერების, ლიტერატურის ისტორიის, ქართველოლოგიისა და ასევე, ზოგადი ენათმეცნიერების, სოციოლინგვისტიკისა და ლიტერატურათმცოდნეობის სპეციალობებზე არჩეული მიმართულების (ქართველოლოგია, თურქოლოგია, არმენოლოგია, ირანისტიკა, გრეცისტიკა, თარგმანმცოდნეობა...) მიხედვით. ასევე, სხვა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა დაშვების წინაპირობაც არ ითვალისწინებს შეზღუდვას კონკრეტული ხარისხით.
 
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდესმასმედიაში, ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, გამომცემლობაში, ტურიზმის სფეროში, სამეცნიერო-კვლევითცენტრებში (დამხმარე ფუნქციით), სამთავრობოდაარასამთავრობოორგანიზაციებში, კერძოსექტორში. ასევე, კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დამატებით გაიაროს მასწავლებლის მომზადების 60-კრეიდიტიანი პროგრამა, რის შემდეგაც შესაძლბელობა მიეცემა დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - სკოლებში მასწავლებლად.
 
ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა აკრედიტებულია - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს №176 გადაწყვეტილებით. 
 
მიზანი:
საბაკალავრო პროგრამის მიზანია, ზოგად ჰუმანიტარული და ზოგად ფილოლოგიური ცოდნის შეძენის პარალელურად, მომზადდნენ ქართული ენისა და ქართული  ლიტერატურის  ისტორიის სპეციალისტები პროფესიული საქმიანობისათვის. საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს,  60-კრედიტიან არჩევით მოდულებს ქართველოლოგიასა და თარგმანმცოდნეობაში. პროგრამა მიზნად ისახავს, აგრეთვე, სტუდენტის მომზადებას პრაქტიკული საქმიანობისა და მაგისტრატურისთვის. ბაკალავრიატში სწავლის პროცესში სტუდენტი დაეუფლება უნარ-ჩვევებს, რომლებიც შეაძლებინებს მას, გაიაზროს საკითხისადმი განსხვავებული მიდგომები;  ასევე, ბაკალავრს ექნება უნარი, თავისი ხედვა წარმოადგინოს ზეპირად, პრეზენტაციის ფორმატით გადასცეს აუდიტორიას და დისკუსიის შემთხვევაში დაიცვას თავისი პოზიცია.
 
ბაკალავრიტის დამამთავრებელ წელს სტუდენტი მოამზადებს საბაკალავრო ნაშრომს, რომელიც იქნება ერთი კონკრეტული საკითხის აკადემიური ანალიზი შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის მითითებით. საბაკალავრო ნაშრომი განისაზღვრება არჩეული მოდულის /ქართველოლოგია და თარგმანმცოდნეობა/ ესაბამისად; მოდულების არჩევის მიუხედავად საბაკალავრო ნაშრომში წარმოდგენილი კვლევა უნდა განხორციელდეს ქართულ ფილოლოგიასთან მიმართებით.
 
სწავლის შედეგები
 
ცოდნა და გაცნობიერება: სტუდენტები იძენენ აკადემიურ ცოდნას ქართული მწერლობის, ქართული სამწიგნობრო ენის, ლიტერატურის თეორიის, ენათმეცნიერების,  ქართველური დიალექტოლოგიის, ხელნაწერების, ფოლკლორისტიკისა და სხვა დარგების მიხედვით. სწავლის პროცესში სტუდენტებს განუმტკიცდებათ ნორმირებული მეტყველების  კულტურა და ლიტერტურულ-ესთეტიკური აზროვნება. შეიძენენ ლიტერატურათმცოდნეობითი და ლინგვისტური წყაროების ანალიზის, საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტებისა და მოვლენების  შეფასების უნარს, ქართული ენისა და ლიტერატურის მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და დასაბუთების ჩვევებს. შეიძენენ ზოგად ცოდნას ფილოლოგიის ცალკეული მიმართულებების შესახებ;
 
ბაკალავრიატში სწავლის პროცესში სტუდენტს უყალიბდება უნარ-ჩვევები, ერთმანეთისგან განასხვავოს აკადემიური და დილეტანტური მოსაზრება. გარდა ამისა, ქართველთა ენობრივი სამყაროსა და ლიტერატურის ისტორიის, ქართველი ერის ისტორიის შესწავლის პროცესში სტუდენტები ეუფლებიან ინტერნეტრესურსებს, ფლობენ ინფორმაციის მოძიების საშუალებებს, იძენენველზე საანალიზო მასალის მოპოვების უნარ-ჩვევებს (დიალექტოლოგიური პრაქტიკის დროს), იღრმავებენ უცხო ენის/ენების ცოდნას.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება ცოდნა და პრაქტიკული უნარები, შემოქმედებითად განიხილოს  პრობლემატიკა არჩეული სპეციალობების /ქართველოლოგია, თარგმანმცოდნეობა/ მიხედვით.
 
თანამედროვე ფილოლოგიური კვლევებისგაცნობის ფონზე ფილოლოგიის ზოგადი საკითხების შესწავლის შემდეგ ბაკალავრს ექნება უნარი, გაერკვეს თეორიულ საკითხებში და შეძლოს რეფერატულ იკვლევის ან სამეცნიერო მოხსენებების და პუბლიკაციების მომზადება. გაერკვევა რა მიმდინარე ლიტერატურულ-შემოქმედებით და ლინგვოკულტუროლოგიურ პროცესებში, სტუდენტებს განუვითარდებათ მათში აქტიური ჩაბმისა და საკუთარი ცოდნის შემოქმედებითა და განვითარების სურვილი.
 
დასკვნის გაკეთების უნარი: ბაკალავრს შეეძლება ფილოლოგიის ცალკეული დარგების /ქართველოლოგია, თარგმანმცოდნეობა/ სფეროში ძირითადი პრობლემების განსაზღვრა, ცალკეული თემების შესახებ მონაცემთა შეგროვება, სისტემატიზაცია და ანალიზის შემდეგ სათანადო დასკვნების ჩამოყალიბება.
 
კომუნიკაციის უნარი: პროგრამის გავლის შემდეგ ბაკალავრს ექნება უნარი, სპეციალობის /ქართველოლოგია, თარგმანმცოდნეობა/ მიხედვით ფილოლოგიის ძირითადი საკითხების მიხედვით თანამიმდევრულად და აკადემიურად ჩამოაყალიბოს იდეები, მოსაზრებები და ინფორმაციები როგორც სპეციალისტთა, ასევე არასპეციალისტთა გასაგები ტერმინოლოგიითა და ენით. იგი შეძლებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით /პრეზენტაციის ფორმატი/ გადასცეს თავისი ცოდნა მსმენელს; ასევე, ბაკალავრს შეეძლება, მოამზადოს წერილობითი და ზეპირი ანგარიშები სხვადასხვა ტიპის აუდიტორიისთვის.
 
სწავლის უნარი: შეეძლება საკუთარი სასწავლო პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად გააზრება, შეფასება, დასკვნის გამოტანა და შემდგომი სწავლების გაგრძელების საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრა არჩეული სპეციალობის/ქართველოლოგია, თარგმანმცოდნეობა/ მიხედვით.
 
ღირებულებები: კურსდამთავრებულს შეეძლება, შეაფასოს თავისი და სხვების დამოკიდებულება ფილოლოგიის ძირითადი ღირებულებების მიმართ. ექნება უნარი, სხვას გაუზიაროს თავისი დამოკიდებულება არჩეული სპეციალობის /ქართველოლოგია, თარგმანმცოდნეობა/ ძირითადი ფასეულობების შესახებ.

შეფასების სისტემა
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა. საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი  სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
  • (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
  • (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
  • (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში.
  • (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებულ ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
  • სავარაუდო თარიღი სექტემბერი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები