GE

ჭავჭავაძის 53ა,                             ტელ: +995 (32) 225 82 43            ელ. ფოსტა:  info@sangu.edu.ge
თბილისი, საქართველო                       +995 (32) 225 81 46            ვებ-გვერდი: http://www.sangu.edu.ge

მეტი
ფინანსებისა და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამა:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ლევან ქისტაური; საკონტაქტო ნომერი: 599 30 82 82
 
პროგრამა გარმორჩეულია იმით, რომ სწავლების პროცესში აერთიანებს სამ ელემენტს: ეკონომიკის თეორიას, ფინანსების და საბანკო საქმის თეორიას, მენეჯმენტის თეორიასბ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
 
პროგრამის მულტიდისციპლინური ბუნება არის უნიკალური საშუალება სტუდენტებისათვის შეიქმნან ბაზა და განახორციელონ კარიერა საბანკო-საფინანსო დაწესებულებებში, ბიზნეს სექტორში, სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში.
 
დღევანდელი დასაქმების ბაზარი მოითხოვს ახალი ტიპის პროფესიონალებს, რომელთაც გააჩნიათ ფუნდამენტური თეორიელი ცოდნა, ანალიზის და კვლევის ჩვევები, გააჩნიათ დინამიურ დაც ვალებად ეკონომიკურ გარემოზე ადეკვატური და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
 
პროგრამის გავლის პროცესში სტუდენტები მიიღებენ ცოდნას შემდეგი მიმართულებით:
  • მაკროეკონომიკა
  • სახელმწიფო ფინანსები, ბიუჯეტი, გადასახადები
  • კორპორატიული ფინანსები
  • ფინანსური ანალიზი
  • ინვესტიციები
  • საბანკო საქმე და ფინანსური ბაზარი
  • ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი
  • სტატისტიკა
  • კვლევის მეთოდები და ა.შ.
საბაკალავრო პროგრამის დასკვნით ნაწილში სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში, ეროვნულ ბანკში, კომერციულ ბანკებში, სხვა საფინანსო დაწესებულებებსა და კომპანიებში.
 
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები
 
პროგრამა ფინანსები და საბანკო საქმე  მოწოდებულია ჩამოუყალიბოსსტუდენტებს საბაზისო წარმოდგენები ფინანსების მართვაზე, ბიზნესთან და სახელმწიფო ფინანსებთან დაკავშირებული დისციპლინების შესწავლის საფუძველზე  ჩამოუყალიბოს მომავალ სპეციალისტებს ფინანსური მართვისა უნარი და ის ანალიტიკური თვისებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ კონკურენტუნარიანფინანსისტებად ჩამოყალიბებას. პროგრამა უზრუნველყოფს ბაკალავრისათვის აუცილებელი კომპეტენციის განვითარებას.
 
ცოდნა და გაცნობიერება: სტუდენტები ეცნობიან საჯარო და კერძო სწარმოების ფინანსების საფუძვლებს, მათ ეძლევათ თეორიული ცოდნა მიკრო და მაკრო ბიზნესის და ფინანსების სფეროებში. ისინი სწავლობენ ფინანსური ინფორმაციის მოძიების და მათი ანალიზის ტექნიკას და გამოიმუშვებენ ფინანსების მართვის მსოფლმხედველობას. ფინანსების თეორიების, ტექნოლოგიების და მართვის პრინციპების ათვისება და ცოდნა უზრუნველყოფს ფინანსური ბაზრებისა და საწარმოს ფინანსური ბიზნესსაქმიანობის შესახებ მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას, პროფესიული, სამართლებრივი და ეთიკური პასუხისმგებლობის გამომუშავებას.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:ფინანსების მართვისა და ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლების შესწავლის შედეგად სტუდენტებს მიეცემათ თეორიული  კონცეფციების პრაქტიკასთან კავშირში გააზრების შესაძლებლობა და გამოუმუშავდებათ თეორიული მიდგომების გამოყენების უნარი, როგორც ეროვნული საფინანსო ბაზრების, ასევე საწარმოებისა და გლობალური  ბიზნესის სფეროში, შეძლებენ თეორიული ინსტრუმენტების კონკრეტულ ბიზნეს სიტუაციებში გამოყენებას, ფინანსური მართვის პრობლემების დანახვას. სტუდენტები შეძლებენ ფინანსური ინფორმაციის და სამეურნეო პროცესების ინტერპრეტაციას, დიაგნოსტიკას და შესაბამისი სამეურნეო საქმიანობების დაგეგმვასა და ორგანიზაციული ღონისძიებების დასახვას.
 
დასკვნის უნარი: კურსდამთავრებულებს ექნებათ უნარი კრიტიკულად გაიაზრონ მიღებული ინფორმაცია და გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. ანალიზისა და სინთეზის უნარის შეძენით მათ შეეძლებათ არგუმენტირებულად იმსჯელონ და დაასაბუთონ თავიანთი შეხედულებები, გამოუმუშავდებათ გადაწყვეტილების მიღების და მართვის უნარი.
 
კომუნიკაციის უნარი: სწავლის შედეგად  სტუდენტები შეძლებენ თავიანთი მოსაზრების წერილობით და სიტყვიერად გადმოცემას, შეძლებენ მოვლენების აღწერას და პრობლემების დასაბუთებას. მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, მოამზადებენ ანგარიშებს, მოხსენებებს, პრეზენტაციებს. ამ მიზნით ეფექტურად გამოიყენებენ  საინფორმაციო ტექნოლოგიებს. კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავებით შეძლებენ  შემოქმედებითი და საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ კოლექტივში, ხელი შეუწყონ ინოვაციური მიდგომების რეალიზაციას. 
 
სწავლის უნარი: მეცნიერების საფუძვლების შესწავლის შედეგად შეექმნებათ წარმოდგენა ფინანსებისა და ბიზნესის შესახებ და შეძლებენ აირჩიონ სფერო, სადაც ისინი გააგრძელებენ პროფესიული თვისებების სრულყოფას. სწავლებისას შეძენილი  ინფორმაციის მოპოვების, ანალიზის, სინთეზის უნარი და სხვა შემოქმედებითი თვისებები გამოუმუშავებენ სტუდენტებს მოთხოვნას, იზრუნოს საკუთარი ცოდნის განახლებაზე.
 
ღირებულებები: მიღებული ცოდნა და პროფესიული უნარი საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წვლილი შეიტანონ ბიზნეს გარემოს სრულყოფაში, წარმოების მაღალი კულტურული ფასეულობების დამკვიდრებაში და საწარმოთა ეფექტიან ფუნქციონირებაში. ისინი შეძლებენ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ზნეობრივი და პროფესიული ღირებულებების ფორმირებაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ ღირებულებების დამკვიდრებასა და მათ განვითარებაში.
 
უნივერსიტეტში მოქმედი შეფასების სისტემა
 
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს 3 დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა. საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
  • (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
  • (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
  • (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. შენიშვნა: დამატებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.
  • დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.
  • (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებულ ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
  • სავარაუდო თარიღი სექტემბერი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები