GE
ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფიზიკის ბაკალავრი
კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS  კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ანზორ ხელაშვილი; საკონტაქტო პირი: 599 17 27 75
 
უნივერსიტეტი აღჭურვილია ფიზიკის თანამედროვე ლაბორატორიით, რაც აუცილებელია მაღალკვალიფიციური ფიზიკოსის ჩამოყალიბებისთვის.
 
უნივერსიტეტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და კომპიუტერული ლაბორატორიებით, რაც, თეორიულცოდნასთანერ­თად, უზრუნველყოფს სტუდენტისთვის უახლესისაინ­ფორ­მა­ციოტექნოლო­გი­ებისპრაქ­ტიკულიგამოყენებისუნარს გამომუშავებას.
 
სასწავლო პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რაც ფუნდამენტური განათლების მიღების საფუძველს იძლევა.
 
 მიზანი:
პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო  საუ­ნივერსიტეტო განათლების მიღებაზე ფიზიკის  მიმართულებით,  პროფესიული საქმი­ანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაზე.
 
აღნიშნული სპეციალობით ბაკალავრიატში სწავლების ძირითადი მიზნებია:
  • ფიზიკის სხვადასხვა დარგის ისე­თი სპეციალისტების მომზადე­ბა, რომლე­ბსაც საბაზო თეორიულ ცოდ­ნას­თან ერთად ექ­ნე­ბათ შეთვისებული პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, რომ­ლე­ბიც აუცილებელია გამოყენებით დარ­გებში და ექსპერიმენტული მიმართულების კვლევებში მოღვაწეობისას.სტუდენტები დაეუფლებიან ფიზიკის ცოდნას, რომელიც მოიცავს სამყაროსა და ლაბორატორიულ სისტემებში მიმდინარე ფიზიკური პროცესებისა და მოვლენების შესწავლასა და კვლევას.
  • პროფესიული სწავლებისათვის გა­თ­ვა­ლისწინებულ სპეციალურ დისციპლინათა შესწავლა განათლების თანამედროვე სტან­დარტების შესა­ბამისად.
  • ფიზიკის ბაკალავრისთვის აუ­ცილებელი უნარის გამომუშავება კონკრე­ტული ამოცანების გადა­წყვე­ტის მიზნით.
  • გუნდური მუშაობის უნარის გა­მომუშავება საერთო მიზნების მი­სა­­ღ­­წევად პირადი ინიციატივისა და ჯგუფური თანამშრომლობის ინტეგრირების საფუძ­ველზე.
  • ახალ სიტუაციებში ადაპტაციის უნა­რის გამომუშავება.
სწავლის შედეგები
 
ცოდნა და გაცნობიერება: საბაკალავრო კურსის წარმატებით გავლისშემთხვევაში, კურსდამთავრებულს ექნება აუცილებელი ცოდნა ფიზიკის ძირითად დარგებში, გაცნობიერებული ექნება საერთო სტრუქტურა და მიმართებები მოცემული სფეროს სხვადასხვა ქვედარგებს შორის.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: საბაკალავრო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს შეეძლება მისთვის უკვე ცნობილი მეთოდების ეფექტურად გამოყენება სხვადასხვა სახის პრაქტიკული ან თეორიული ხასიათის პრობლემების გადაჭრის მიზნით.
 
დასკვნის უნარი: საბაკალავრო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს შეეძლება შესაბამისი მონაცემების შეგროვებისა და სტანდარტულ (ისევე, როგორც ზოგიერთ არასტანდარტულ) სიტუაციათა ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნის გამოტანა.კომუნიკაციის უნარი:
საბაკალავროკურსისწარმატებითგავლისშემთხვევაში, კურსდამთავრებულიშეძლებსწარმატებითითანამშრომლოსროგორცდარგისსპეციალისტებთან, ასევე, პრობლემისბუნებიდანგამომდინარეარასპეციალისტებთან. კომუნიკაციას (წერილობითი, თუ ზეპირი სახით) შეძლებსროგორცმშობლიურ, ასევეზოგიერთუცხოენაზე.
 
სწავლის უნარი: საბაკალავრო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შეძლებს სწორად შეაფასოს მისთვის ამ მიმართულებით სწავლის შემდგომი გაგრძელების საჭიროება და ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შეეძლება მაღალი ხარისხით სწავლის გაგრძელება შესაბამისი პროფილით.
 
ღირებულებები:
  • დროისდაგეგმვისადამართვის (დროისმენეჯმენტის) უნარი.
  • დაკისრებულიამოცანებისადანაკისრივალდებულებებისშემართებითგანხორციელებისადაბოლომდემიყვანისუნარი.
  • საქმიანიწამოწყებისადაინიციატივისსაკუთართავზეაღებისუნარი.
  • ადამიანებისმოტივირებისადასაერთომიზნებისკენწარმართვისუნარი.
შეფასების სისტემა
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100-ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა.
 
საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.

 შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; დამატებითი გამოცდა ტარდება დასკვნითი შეფასების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებულ ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს. პროგრამაზე ჩარიცხვა შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდის გავლის გარეშე ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის“ შესაბამისად.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ასევე, შესაძლებელია, მობილობის წესით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 2 თებერვლის ბრძანება №10/ნ-ით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ შესაბამისად.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ასევე, შესაძლებელია, შიდა მობილობის წესით. შიდა მობილობის ვადები და პროცედურები დგინდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით და თავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.sangu.edu.ge.
 
საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებული სწავლა-სწავლების მეთოდები:
ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა, ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება, სემინარი, დამოუკიდებელი მუშაობა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები