GE

ჭავჭავაძის 53ა,                             ტელ: +995 (32) 225 82 43            ელ. ფოსტა:  info@sangu.edu.ge
თბილისი, საქართველო                       +995 (32) 225 81 46            ვებ-გვერდი: http://www.sangu.edu.ge

მეტი
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრმა ინგლისურ ფილოლოგიაში:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი, სპეციალობა: ინგლისური ფილოლოგია
კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ოთარ მათეშვილი; საკონტაქტო ნომერი: 599 93 93 33
 
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა კარგ შესაძლებლობას სთავაზობს აბიტურტიენტებს, მაღალ დონეზე შეისწავლონ ორი უცხო ენა. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ინგლისურ ენას დაეუფლებიან არანაკლებ C1 დონეზე, ხოლო მეორე უცხო ენას (გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური ან რუსული - ჯგუფის გადაწყვეტილებით) - არანაკლებ B1დონეზე.
 
პროგრამის განსაკუთრებით ძლიერი მხარეა მისი არჩევითი - თარგმანმცოდნეობის მოდული, რომლიც ფართო პროფილის მთარგმნელ-თარჯიმნებსამზადებს. სხვადასხვა დარგის ტექსტების თარგმნასთან ერთად, პროგრამაში გათვალისწინებულია ზეპირი თარგმანის (თანმიმდევრულის და სინქრონულის) კომპონენტიც.
პროგრამის განხორციელებისათვის უნივერსიტეტს ჰყავს მაღალკვალიფიციური პერსონალი და აქვს სინქრონული თარგმნისათვის განკუთვნილი სპეციალური აპარატურა, რაც კარგი შედეგების მიღწევის საშუალებას იძლევა. 
 
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა აკრედიტებულია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს №201 გადაწყვეტილებით.
 
მიზანი:
საბაკალავრო პროგრამის მიზანია ზოგადჰუმანიტარული და ზოგადფილოლოგიური ცოდნის შეძენასთან ერთად მოამზადოს ინგლისური ფილოლოგიის სპეციალისტები, გამოუმუშაოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. პროგრამით გათვალისწინებული საგნების ათვისება საშუალებას მისცემს სტუდენტს ეზიაროს დასავლურ (ბრიტანულ, ამერიკულ) კულტურას.
 
საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს ერთ 60 კრედიტიან არჩევით მოდულს - ”თარგმანმცოდნეობა”/დამატებით სპეციალობას. პროგრამა მიზნად ისახავს, აგრეთვე, სტუდენტის მომზადებას პრაქტიკული საქმიანობისთვის ისევე, როგორც  მაგისტრატურისთვის. ბაკალავრიატში სწავლის პროცესში სტუდენტი დაეუფლება უნარ-ჩვევებს, რომლებიც შეაძლებინებს მას, გაიაზროს საკითხისადმი განსხვავებული მიდგომები;  ასევე, ბაკალავრს ექნება უნარი, თავისი ხედვა წარმოადგინოს ზეპირად, პრეზენტაციის ფორმატით გადასცეს აუდიტორიას და დისკუსიის შემთხვევაში დაიცვას თავისი პოზიცია.
 
საბაკალავრო პროგრამის მიზანს აგრეთვე წარმოადგენს ფილოლოგიური განათლების მქონე  ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც ექნებათ კონკურენტუნარიანობის მაღალი ხარისხი.
 
ბაკალავრიატის მერვე სემესტრში სტუდენტი მოამზადებს საბაკალავრო ნაშრომს, რომელიც იქნება ერთი კონკრეტული საკითხის აკადემიური ანალიზი შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის მითითებით. საბაკალავრო ნაშრომი განისაზღვრება სპეციალობის (ინგლისური ფილოლოგია /ლიტერატურა) და არჩეული მოდულის/დამატებითი სპეციალობის  შესაბამისად; მოდულის არჩევის მიუხედავად საბაკალავრო ნაშრომში წარმოდგენილი კვლევა  განხორციელდება ინგლისურ ფილოლოგიასთან მიმართებით. 
 
სწავლის შედეგები ცოდნა და გაცნობიერება:
პროგრამის შესწავლის შედეგად კურსდამთავრებულებს შეუძლიათ:

კრიტიკულად გაიაზრონ ფილოლოგიურ მეცნიერებათა (ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, თარგმანმცოდნეობის)  საფუძვლები, ძირითადი ცნებები, პრინციპები და მეთოდები; არგუმენტირებულად წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები ინგლისური ენის ლექსიკოლოგიის, ენის ისტორიის, გრამატიკის თეორიის, სტილისტიკის და ა.შ. ფართო სპექტრის პრობლემებთან დაკავშირებით; ინგლისურ ენას ფლობს არანაკლებ C1 დონეზე; მეორე უცხო ენას -გერმანული, ფრანგული, ესპანური ან რუსული - არანაკლებ B1 დონეზე.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
კურსდამთავრებულებს შეუძლიათ:
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე აკადემიური წერის პრინციპების დაცვით, დარგობრივი ტერმინოლოგიის გამოყენებით;
  • ტექსტის თარგმნა ზეპირად და წერილობით ინგლისურიდან ქართულად და პირიქით;
  • ქართული და ინგლისურენოვანი, სხვადასხვა სტილისა და ჟანრის ტექსტების რედაქტირება და კორექტირება;
  • ნებისმიერი სირთულის, შინაარსისა და ჟანრის ინფორმაციის, მათ შორის საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული და სამეცნიერო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე;  
  • შეუძლიათ სფეროსათვის დამახასიათებელი და ასევე ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენება პრობლემის გადასაჭრელად, წინასწარ განსაზღვრული მითითების შესაბამისად;
  • სამეცნიერო ლიტერატურაზე მუშაობა.
დასკვნის გაკეთების უნარი:
კურსდამთავრებულებს შეუძლიათ:
  • ინგლისური ფილოლოგიის ამა თუ იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მასალებისა და მონაცემების შეგროვება, გააზრება, სისტემატიზაცია და მათ საფუძველზე არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბება, ფილოლოგიურ (ჰუმანიტარულ) მეცნიერებათათვის დამახასიათებელი მეთოდების გამოყენება;
  • ინგლისური ფილოლოგიის სფეროში როგორც პირველადი, ისე მეორადი საინფორმაციო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის, სხვადასხვა მეცნიერული მოსაზრების, ჰიპოთეზებისა და თეორიების კრიტიკული შეფასება და საკუთარი პოზიციის, დასკვნის  ჩამოყალიბება.
კომუნიკაციის უნარი:
კურსდამთავრებულებს აქვთ:
  • ინგლისური ფილოლოგიის სფეროში არსებული იდეების, პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის, საჯარო გამოსვლის ტექსტის მომზადებისუნარი როგორც ქართულ, ისე უცხო ენაზე;
  • ინგლისური ფილოლოგიის სფეროში ინგლისურ ენაზე საკვალიფიკაციო ნაშრომის მომზადების უნარი;
  • სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ინგლისურ ფილოლოგიასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზეპირად გადაცემის უნარი როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე.
  • დისკუსიაში პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით მონაწილეობის და აუდიტორიის კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემის უნარი;
  • სწავლისა და კვლევის პროცესში თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ინგლისურ ფილოლოგიაში არსებული უახლესი ელექტრონული რესურსების გამოყენების უნარი.
სწავლის უნარი:
კურსდამთავრებულებს შეუძლიათ:
  • ფილოლოგიის სფეროში საკუთარი ცოდნის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება და შემდგომი სწავლის საჭიროებების განსაზღვრა;
  • დამოუკიდებლად ან მინიმალური დახმარებით, სპეციალური, ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურის გამოყენებით ცოდნის მიღება;
  • წინასწარ შეთანხმებული რეკომენდაციების/ინსტრუქციების მიხედვით, ხელმძღვანელის მეთვალყურეობით კვლევითი სამუშაოს შესრულება;
  • სწავლის გაგრძელება საგანმანათლებლო პროგრამის მეორე საფეხურზე - მაგისტრატურაში.
  • სამუშაო დროის რაციონალურად დაგეგმვა და ორგანიზება.
ღირებულებები:
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
  • პროფესიული საქმიანობა წარმართონ პიროვნული ღირებულებების (სიზუსტე, პუნქტუალობა, ობიექტურობა, გამჭვირვალობა, ორგანიზებულობა და სხვ.) დაცვით;
  • დებატებში ჩართვა და სხვისი აზრის პატივისცემა;
  • ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისგააზრება; განსხვავებული კულტურული და რელიგიური ღირებულებების პატივისცემა;
  • ახალი, გლობალიზაციის ეპოქისათვის დამახასიათებელი ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობა და მათი გააზრება.
  • ინტელექტუალური საკუთრებისადმი პატივისცემის გრძნობა და აკადემიური პატიოსნების პრინციპების დაცვის უნარი; საკუთარი პროფესიისადმი და სამუშაო გარემოსადმი პატივისცემის გრძნობა;
  • დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პიროვნების თავისუფლების პატივისცემა, ტოლერანტობა;
  • ინგლისურ ფილოლოგიასთან დაკავშირებული ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობის და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვის უნარი.
შეფასების სისტემა
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მოქმედი სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემა 100 ქულიანია:
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
  • (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
  • (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
  • (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში.
  • (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი. 
შეფასება მოიცავს შუალედურ და დასკვნით შეფასებებს.
 
შუალედური შეფასება შეადგენს 60 ქულას და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
  • ყოველკვირეულ/ყოველ მომდევნო კვირას შეფასებები. თითოეულ ჯერზე სტუდენტი ფასდება 2 ან 4 ქულით შესაბამისად.  შეფასება არ ხდება პირველ კვირაში. სულ 20 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასების ამ კომპონენტზე.
  • სემესტრული ნაშრომი (პროექტი, პრეზენტაცია, რეფერატი, ...). ფასდება 10 ქულით.
  • შუალედური გამოცდა, ფასდება 30 ქულით. გამოცდაზე გასვლა სავალდებულოა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 12 ქულას. სტუდენტს აქვს შუალედური გამოცდის გადაბარების უფლება. შუალედური გამოცდა ტარდება უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში.
    პირველი და მეორე კომპონენტებისთვის დაწესებულია ჯამური მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 12 ქულა.
დასკვნითი გამოცდა 40 ქულით ფასდება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 21 ქულა. დასკვნითი გამოცდა ტარდება უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში.
  • სავარაუდო თარიღი სექტემბერი 2017
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები