GE

ჭავჭავაძის 53ა,                             ტელ: +995 (32) 225 82 43            ელ. ფოსტა:  info@sangu.edu.ge
თბილისი, საქართველო                       +995 (32) 225 81 46            ვებ-გვერდი: http://www.sangu.edu.ge

მეტი
მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრმა:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მათემატიკის ბაკალავრი
კრედიტების რაოდენობა - 240 ECTS  კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ივანე წერეთელი; საკონტაქტო ნომერი: 595 34 73 27
  • მათემატიკის პროგრამას ხელმძღვანელობენ და ახორციელებენ ცნობილი სპეციალისტები, მეცნიერებათა დოქტორები, რომელთა სახელები დასამეცნიერო შრომები ფართოდაა ცნობილი შორსჩვენი ქვეყნის ფარგლებს  გარეთ. 
  • მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებსკლასიკური მათემატიკური დარგების საფუძვლების შესწავლას და მათემატიკურთან ერთად სავალდებულო და არჩევითი საგნების სახითჩართულია კურსები ინფორმატიკის, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის თუ სხვა სფეროებიდან.
  • ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმებული არიან საგანმანათლებლო, საბანკო, საწარმოო და სხვასფეროებში, სახელმწიფო თუ არასამთავრობოსტრუქტურებში და სხვ.
  • ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა ნაწილისწავლას აგრძელებს მათემატიკის ან მონათესავეპროფილის სამაგისტრო პროგრამებზე  როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში. 
აკრედიტებულია - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს #161 გადაწყვეტილება
 
მიზანი: პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო საუნივერსიტეტო განათლების მიღებაზე მათემატიკის მიმართულებით,პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაზე.
 
აღნიშნული სპეციალობით ბაკალავრიატში სწავლებისძირითადი მიზნებია:
  • მათემატიკის სხვადასხვა დარგის ისეთისპეციალისტების მომზადება, რომლებსაც თეორიულ ცოდნასთან ერთად ექნებათ შეთვისებული პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ისეთგამოყენებით დარგებში მოღვაწეობისას, როგორიცაა ფინანსური მათემატიკა, სტატისტიკა, მათემატიკური მოდელირება და სხვა.
  • მათემატიკის ბაკალავრისთვის აუცილებელი უნარის გამომუშავება კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით.
  • ახალ სიტუაციებში ადაპტაციის უნარის გამომუშავება.
სწავლის შედეგები
 
ცოდნა და გაცნობიერება: საბაკალავრო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ექნება აუცილებელი ცოდნა მათემატიკის ძირითად დარგებში, გაცნობიერებული ექნება საერთო სტრუქტურა და მიმართებები მოცემული სფეროს სხვადასხვა ქვედარგებს შორის.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: საბაკალავრო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს შეეძლებამისთვის უკვეცნობილი (ან, ახალი) მეთოდების ეფექტურად გამოყენება სხვადასხვა სახის პრაქტიკული ან თეორიული ხასიათის პრობლემების გადაჭრის მიზნით.
 
დასკვნის გაკეთების უნარი: საბაკალავრო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს შეეძლება შესაბამისი მონაცემების შეგროვებისა და სტანდარტულ (ისევე, როგორც ზოგიერთ არასტანდარტულ) სიტუაციათა ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნის გამოტანა.
 
კომუნიკაციის უნარი: საბაკალავრო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კურსდამთავრებული შეძლებს წარმატებით ითანამშრომლოს როგორც დარგის სპეციალისტებთან, ასევე, პრობლემისბუნებიდანგამომდინარე _ არასპეციალისტებთან. კომუნიკაციას (წერილობითი, თუ ზეპირი სახით) შეძლებს როგორც მშობლიურ, ასევე ზოგიერთ უცხოენაზე.
 
სწავლის უნარი: საბაკალავრო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შეძლებს სწორად შეაფასოს მისთვის ამ მიმართულებით სწავლის შემდგომი გაგრძელების საჭიროება და ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შეეძლება მაღალი ხარისხით სწავლის გაგრძელება შესაბამისი პროფილით.
 
ღირებულებები: კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ჩამოუყალიბდება პროფესიული პასუხისმგებლობა დაჩამოუყალიბდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეთიკისა და მორალის ნორმები.
 
შეფასების სისტემა
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს 3 დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა. საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
  • (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
  • (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
  • (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში.
  • (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებულ ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
  • სავარაუდო თარიღი სექტემბერი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები