GE
საჯარო მმართველობა - სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 2350 ლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საჯარო მმართველობის მაგისტრი
კრედიტების რაოდენობა: 120 ECTS  კრედიტი
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
პროგრამის ხელმძღვანელი: პაატა ტურავა

პროგრამის მოკლე აღწერა:

პროგრამა ორიენტირებულია კარიერულ განვითარებაზე დაფუძნებული პროფესიული საჯარო მოხელეების ახალი თაობის აღზრდაზე. პროგრამა ემყარება საქართველოში განხორციელებულ საჯარო სამსახურის რეფორმას და კურსდამთავრებულებს აძლევს ევროპული დონის თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს, რათა  მათ შეძლონ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში წარმატებული მონაწილეობა.
 
პროგრამის ხანგრძლივობა არის 4 სემესტრი, რაც მოიცავს თეორიული სწავლების, კვლევის და პრაქტიკული უნარების კომპონენტებს. ინტერდისციპლინური პროგრამა კურსდამთავრებულს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს მმართველობითი გადაწყვეტილებები სამართლის, ეკონომიკის და სოციალური მეცნიერებების სფეროებში მიღებული ცოდნის ბაზაზე.
 
თანამედროვე საჯარო მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამა, კვალიფიციური აკადემიური პერსონალი და სტუდენტის საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა არის ცოდნის მიღების და საჯარო სამსახურში კარიერის წარმატებით დაწყების გარანტი.
 
მიზანი: საქართველოს საჯარო სამსახურის სისტემა ემყარება კარიერაზე დაფუძნებული პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტს, რაც გულისხმობს შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი პროფესიონალი კადრების აუცილებლობას. სასწავლო პროგრამის მიზანია, ბაკალავრიატის საფეხურზე მიღებული ცოდნის ბაზაზე, სტუდენტებს გამოუმუშაოს ის უნარები, რაც აუცილებელია საჯარო მმართველობის ორგანოებში მმართველობითი უფლებამოსილებების განსახორციელებლად. სასწავლო პროგრამა სტუდენტებს გამოუმუშავებს გადაწყვეტილების მიღების და პრობლემების გადაწყვეტის კომპეტენციებს, რაც მიიღწევა ისეთი უნარების საფუძველზე, როგორიცაა სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის (ცოდნის დამოუკიდებლად განახლების), გუნდური მუშაობის, ინტერდისციპლინური აზროვნების და კომუნიკაციის უნარები. კურსდამთავრებულებმა აქტიური როლი უნდა შეასრულონ საჯარო სამსახურის რეფორმის პროცესის წარმატებულად განხორციელებაში. პრაქტიკაზე ორიენტირებულმა სწავლებამ სტუდენტს უნდა მისცეს თეორიული ცოდნის სამუშაო ადგილზე ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში პრაქტიკულ უნარებად ტრანპორმირების შესაძლებლობა სწავლის პროცესში მიღებული მეცნიერული რეფლექსიის, კვლევის მეთოდების და თეორიულად დასაბუთებული დისკუსიის კომპეტენციების გამოყენებით.
 
პროგრამა ორიენტირებულია, საჯარო მმართველობაში უზრუნველყოფილი იქნეს კვალიფიციური მენეჯმენტი და ეთიკაზე დამყარებული პესონალის მართვა. კურსდამთავრებულს აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილება სამართლის, ეკონომიკის და სოციალური მეცნიერებების სფეროებში მიღებული ცოდნის ბაზაზე, აიღოს პასუხისმგებლობა კვალიფიციური კადრების მართვაზე, ითანამშრომლოს პარტნიორებთან მულტიდისციპლინურ გარემოში და დასახოს საკითხის გადაწყვეტის გზები.
 
სწავლის შედეგები, ცოდნა და გაცნობიერება: საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს სიღრმისეული ცოდნა საჯარო მმართველობის სფეროში. სიღრმისეულად იცის: საჯარო მმართველობის კონსტიტუციური საფუძვლები; საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივი ფორმები; საჯარო მმართველობის საქმიანობის საჯარო- 2 სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ფორმები; მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების ძირითადი პრინციპები;
 
ღრმად და სისტემურად იცის: სამოხელეო სამართლის არსი, ცნება და სახეები; საჯარო სამსახურის მოწყობის სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები; საჯარო მოხელის სამსახურში მიღების წესი, პირობები, გარანტიები, უფლებები და მოვალეობები; საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები; საჯარო მოსამსახურის დაწინაურების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები; მოხელის ატესტაციის საფუძვლები; საჯარო მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისა და სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები; საჯარო სამსახურის საბჭოსა და საჯარო სამსახურის ბიუროს, როგორც ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებელი დაწესებულებების ცნება და არსი.
 
სიღრმისეულად იცის: პოლიტიკური ხელისუფლების განაწილების საკითხების თავისებურებანი თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში; ძალაუფლების და ხელისუფლების ლიბერალური, კონსერვატორული, ნაციონალისტური და მარქსისტული თეორიები; ხელისუფლების დისკურსი; პოლიტიკური ხელისუფლების კრიტიკული თეორიები; ხელისუფლების, ქარიზმატული, პლებისციტარული და ტრადიციული ფორმები; სოციალური კლასებისა და პოლიტიკური ხელისუფლების ურთიერთმიმართების სოციალური კონცეფციები. პოლიტიკური ხელისუფლების ავტორიტარული, ტოტალიტარული და დიქტატორული ფორმები; სახელისუფლებო ურთიერთობის გაუკუღმართებული მიმართებები; ეკონომიკური ძალაუფლებისა და პოლიტიკური ძალაუფლების ურთიერთმიმართების პერიპეტიები; პლურალიზმის კლასიკური და თანამედროვე კონცეფციები; პლურალიზმისა და კორპორატივიზმის ურთიერთმიმართება და თანამედროვე ელიტიზმი; სიღრმისეულად იცის: ორგანიზაცია და მართვის ორგანოები მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით, როგორც სოციალური სისტემები; მმართველობითი პერსონალის სწავლების, განშტოებისა და შერჩევის სოციოლოგიური პრინციპები; სოციალური ორგანიზაცია და ადამიანებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობანი მმართველობის განხორციელებისას; მართვის სოციოლოგიის და ორგანიზაციის თეორიული განვითარების კონცეპტუალური ხაზი; სოციალური დაქვემდებარების ფორმალური და არაფორმალური ასპექტები.
 
კურსდამთავრებულმა სიღრმისეულად იცის: ძირითადი მაკროეკონომიკური კონცეფციები; მაკროეკონომიკური მოდელები, თეორიები, მეთოდები, მათი პოზიტიური და ნორმატიული ანალიზი; მაკროეკონომიკური ინდიკატორების განმსაზღვრელი ფაქტორები და შეუძლია ამ ფაქტორთა ცვლილების მიზეზების ახსნა; ფასების არასტაბილურობის, უმუშევრობისა და ეკონომიკური ზრდის ნეოკეინზიანური და ნეოკლასიკური სინთეზის თეორიები; მცირე და დიდი ღია ტიპის ეკონომიკის მოდელები;
 
იცის საჯარო ფინანსების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები, აცნობიერებს მოვლენების მიზეზ- შედეგობრივ კავშირებს, ქვეყნის საბიუჯეტო პოლიტიკასთან დაკავშირებული განხილვის და შეფასების, საბიუჯეტო პროცესების ანალიზის და შეფასების წესებს.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია: ძალაუფლებისა და ხელისუფლების არსებითი მახასიათებლების იდენტიფიკაცია; სამართლებრივი, არასამართლებრივი და გაუკუღმართებული სახელისუფლებო ურთიერთობების წარმოჩენა და ინტერპრეტაცია; სახელისუფლებო, სამართლებრივი და არასამართლებრივი დისკურსული პრაქტიკების წვდომა; ძალაუფლებითი ურთიერთობების სამართლებრივი მექანიზმების განსაზღვრა; სოციალური მართვის კონსტრუქციების აგება და მისი იმპლემენტაცია საჯარო მმართველობის სტრუქტურაში; სახელისუფლებო და არასახელისუფლებო მიმართებების შედარებითი ანალიზი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ძალაუფლებისა და ავტორიტეტის ერთმანეთთან მიმართების ეთიკური საზრისის განსაზღვრა; მმართველობის პრობლემებთან დაკავშირებული კომპლექსური პრობლემების გამოკვეთა და მათი გადაწყვეტისათვის ორიგინალური გზების მოძიება.
 
შეუძლია: მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებების მიზეზების ახსნა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა; ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების მაკროეკონომიკური ანალიზი და შეფასება; პოზიტიურ და ნეგატიურ ცვლილებებზე მოქმედი ფაქტორების შეფასება; მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე მოქმედი ფაქტორების გაანალიზება; ეკონომიკური პოლიტიკის შეფასება და ალტერნატივების განხილვა.
 
შეუძლია: ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის მონიტორინგი და შეფასება; სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის დამოუკიდებლად გაცნობა და შეფასება; ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლების დამოუკიდებლად მოძიება და შეფასება; საბიუჯეტო კლასიფიკატორის ცოდნის საფუძველზე საბიუჯეტო მუხლების ანალიზი. 3 შეუძლია: საჯარო მმართველობის განხორციელების ორგანიზაციული მოწყობის ფორმის განსაზღვრა; საჯარო მმართველობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების დადგენა; საჯარო მმართველობის საჯარო- სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ფორმების გამიჯვნა და გამოყენება. სამოხელეო სამართალთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემების შეფასება; საჯარო მოსამსახურეთა სახეების ერთმანეთისგან გამიჯვნა, კომპეტენციების გათვალისწინებით; საჯარო მოხელის სამსახურში მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობების არსებობის განსაზღვრა კონკრეტულ შემთხვევაში; საჯარო დაწესებულებაში გამოცხადებული კონკურსის პირობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; საჯარო დაწესებულებაში არსებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება; საჯარო მოხელის უფლებების დაცვა სასამართლოში;
 
შეუძლია: მიღებული მმართველობითი გადაწყვეტილების პოლიტიკური და სოციალური შედეგების ანალიზი; მმართველობითი ინტერესების გამოკვლევა და დადგენა. თანამშრომლობის მიუკერძოებლობის პრინციპით აგება; მიზანმიმართული ზემოქმედების პრინციპი მართულ ქვესისტემებზე და მასთან დაკავშირებულ დისციპლინის, პასუხისმგებლობის და შემსრულებლობის საკითხების წარმოჩენა; ჯგუფის შიდა რეგულირების და სოციალური თვითორგანიზაციის პრიციპების წარმოჩენა; მენეჯმენტსა და საზოგადოების განვითარების დონეს შორის ურთიერთკავშირის დადგენა; სოციოლოგიური ინსტრუმენტარიუმის გამოყენება სოციალურ-მმართველობითი პროცესების ანალიზისათვის, რომელიც მმართველობით მოქმედებას და სოციალურ პრობლემებს უკავშირდება; ძალაუფლებისა და ხელისუფლების არსებითი მახასითებლების იდენტიფიკაცია; სამართლებრივი, არასამართლებრივი და გაუკუღმართებული სახელისუფლებო ურთიერთობების წარმოჩენა და ინტერპრეტაცია; სახელისუფლებო, სამართლებრივი და არასამართლებრივი დისკურსული პრაქტიკების წვდომა; ძალაუფლებითი ურთიერთობების სამართლებრივი მექანიზმების განსაზღვრა; სოციალური მართვის კონსტრუქციების აგება და მისი იმპლემენტაცია საჯარო მმართველობის სტრუქტურაში; სახელისუფლებო და არასახელისუფლებო მიმართებების შედარებითი ანალიზი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ძალაუფლებისა და ავტორიტეტის ერთმანეთთან მიმართების ეთიკური საზრისის განსაზღვრა; მმართველობის პრობლემებთან დაკავშირებული კომპლექსური პრობლემების გამოკვეთა და მათი გადაწყვეტისათვის ორიგინალური გზების მოძიება.
 
დასკვნის გაკეთების უნარი: კურსდამთავრებულს შეუძლია: ძალაუფლებისა და ხელისუფლების არსებითი მახასითებლების, სამართლებრივი, არასამართლებრივი და გაუკუღმართებული სახელისუფლებო ურთიერთობების, ანალიტიკის, სამართლებრივი და არასამართლებრივი დისკურსული პრაქტიკების საკანონმდებლო და კონსტიტუციური ინტერპრეტაცია, ძალაუფლებითი ურთიერთობების სამართლებრივი მექანიზმების დადგენა, სოციალური მართვის კონსტრუქციების ანალიზი და მიღებული ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი;
 
საქართველოს მმართველობითი პრობლემების და თანამედროვე ხელისუფლების თეორიების აქტუალური საკითხების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება. შეუძლია გამოიყენოს მართვის სოციოლოგიური თეორიები და ცნებები თანამედროვე, ისტორიული მოვლენების და მენეჯმენტის განვითარების კრიტიკული შეფასებისათვის; შეუძლია მაკროეკონომიკის სფეროში არსებული ძირითადი პრობლების იდენტიფიკაცია, გამოცალკევება და ერთმანეთთან შედარება; მაკროეკონომიკის სფეროში მიმდინარე პროცესებზე მოქმედი ფაქტორების შეპირისპირება და შეფასება; შეუძლია საჯარო ფინანსების სფეროში არსებული ტენდენციების ანალიზი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა; საბიუჯეტო პროცესებში პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების დასახვა.
 
კომუნიკაციის უნარი: კურსდამთავრებულს შეუძლია, საჯარო მმართველობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ თავისი დასკვნების, არგუმენტაციისა და კვლევის მეთოდების გამოყენებით მიღებული შედეგების სათანადო სახით კომუნიკაცია აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან. ამასთან, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ/გერმანულ ენაზე, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით, აკადემიური პატიოსნების სტანდარტების დაცვით.
 
სწავლის უნარი: საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერების და კომპეტენციის ამაღლებისათვის შემდგომი სწავლის საჭიროებების სტრატეგიულად მაღალ დონეზე დაგეგმვის უნარი.
 
ღირებულებები: კურსდამთავრებულს გათავისებული აქვს პროფესიული ღირებულებები, პროფესიული ეთიკის საკითხები, შეუძლია, გააანალიზოს არსებული ღირებულებებისადმი საკუთარი და სხვების დამოკიდებულება; საჭიროების შემთხვევაში, წვლილი შეაქვს ახალი ღირებულებების ფორმირებაში.
 
შეფასების სისტემა
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
100 ქულის განაწილება იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილზე. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა. სამაგისტრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება სამაგისტრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა; 
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა; 
  • (C) კარგი – 71-80 ქულა; 
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა; 
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
შეფასების სისტემა, ასევე, ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; დამატებითი გამოცდა ტარდება დასკვნითი შეფასების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ. 
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები