GE

ჭავჭავაძის 53ა,                             ტელ: +995 (32) 225 82 43            ელ. ფოსტა:  info@sangu.edu.ge
თბილისი, საქართველო                       +995 (32) 225 81 46            ვებ-გვერდი: http://www.sangu.edu.ge

მეტი
სამაგისტრო პროგრამა სამართალში
ღირებულება: 2450 ლარი
კრედიტების რაოდენობა : 120 ECTS  კრედიტი
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
სწავლების ენა: ქართული
ადგილების როდენობა: 50
პროგრამის ხელმძღვანელი : დავით ბოსტოღანაშვილი

პროგრამის მოკლე აღწერა

პროგრამა ორიენტირებულია პროფესიონალი იურისტების მომზადებაზე.
 
სტუდენტები შეიძენენ იურისტისთვის აუცილებელ ცოდნას მაღალი კლასის სპეციალისტებისგან. უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული მემორანდუმები უზრუნველყოფს პრაქტიკის გავლას, რაც პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის საუკეთესო საშუალებაა.
 
პროგრამას ახორციელებენ წამყვანი სპეციალისტები სამართლის სფეროში: მინდია უგრეხელიძე, დავით ბოსტოღანაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე ქარდავა, ევა გოცირიძე, პაატა ტურავა, ზვიად როგავა, კარლო ბზიშვილი, ალექსანდრე გიორგიძე, ანა მაისურაძე, ბესიკ მეურმიშვილი, გიორგი გოგიაშვილი, კობა ყალიჩავა, მაია ზავრაშვილი, ნათია კინწურაშვილი, ნატალია მოწონელიძე, შალვა ქურდაძე.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა

სამართლის სამაგისტრო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მისაღებ გამოცდებს სპეციალობასა და უცხო ენაში (ინგლისური/გერმანული, საჭირო დონე - B 2). უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს  შესაბამისი ენის ცოდნის დონის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერთიფიკატს. ასევე, კანდიდატი, ვისაც ინგლისურ/გერმანულ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი.
 
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საკითხები, საგამოცდო პერიოდის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.sangu.edu.ge
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე ჩარიცხვა ხორციელდება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების შესაბამისად.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე ასევე დაიშვებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება №10/ნ-ით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ შესაბამისად მობილობის (გარე და შიდა მობილობის)  წესით ჩარიცხული სტუდენტები.  მობილობის ვადების და პროცედურების შესახებ ინფორმაცია გონივრული ვადით ადრე განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
  • სავარაუდო თარიღი სექტემბერი 2017
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები