GE

ჭავჭავაძის 53ა,                             ტელ: +995 (32) 225 82 43            ელ. ფოსტა:  info@sangu.edu.ge
თბილისი, საქართველო                       +995 (32) 225 81 46            ვებ-გვერდი: http://www.sangu.edu.ge

მეტი
სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამა:

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალური მუშაობის ბაკალავრი
კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS  კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: დიმიტრი ნადირაშვილი, თეა გოგოტიშვილი, ანა ბარამიძე
საკონტაქტო პირი თინა გოროზია; ტელ: 598 97 77 51
 
2011 წელს საქართველოში ჩატარებულმა სოციალური მუშაობის სიტუაციის ანალიზმა ცხადყო სოციალური მუშაკის როლის მნიშვნელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა,  აივ/ შიდსით დაავადებულთა, სექს ბიზნესით დასაქმებულთა და  პალიატიური ზრუნვის სფეროებში. პროგრამის ფარგლებში მომზადდება კვალიფიციური სოციალური მუშაკი, რომელსაც შეუძლია ფსიქოლოგიური კონსულტირება გაუწიოს ბენეფიციარს და მოწყვლადი ფენის წარმომადგენელს, აქვს ცოდნა და უნარი სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემების დიაგნოსტირების და მათი გადაჭრის ეფექტური გზების მონახვის.
პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ჯანდაცვის ან განათლების სფეროში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს რაიონულ დაწესებულებებში, საწარმოო ორგანიზაციებში, სამედიცინო დაწესებულებებში და სხვ.
 
აკრედიტებულია - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს #782 გადაწყვეტილება
 
მიზანი:
პროგრამის მიზანია თეორიული ცოდნის მქონე კვალიფიციური სოციალური მუშაკების მომზადება, რომელიც გულისხმობს როგორც ბაზისური თეორიული ცოდნის მიღებას, ისე პრაქტიკული ჩვევების დაუფლებას. ბაზისური თეორიული მომზადება გულისხმობს შემდეგი საგნების შესწავლას:
  • სოციალური მუშაობის საფუძვლები;
  • სოციალური ფსოქოლოგია;
  • სოციალური მუშაობის ფსიქოლოგია;
  • კონსულტირება სოციალურ მუშაობაში;
  • ადამიანი სოციალურ გარემოში;
  • გენდერი სოციალურ მუშაობაში;
  • ფსიქოტრავმა;
  • სოციალური მუშაობის ზოგადი პრაქტიკის საფუძვლები და სხვ.
სოციალური მუშაობისთვის საჭირო პრაქტიკული ჩვევების დაუფლებას განაპირობებს ისეთი საგნების სწავლება, როგორებიცაა: ჯგუფებთან, თემებთან და ორგანიზაციებთან  მუშაობა; სოციალური კვლევის მეთოდების გამოყენება ფსიქოლოგიაში, ფსიქოდიაგნოსტიკა, ადამიანური რესურსების მართვა.
 
უნივერსიტეტში მიღებული ცოდნას ტუდენტს საშუალებას აძლევს წარმატებით იმუშაოს ჯანდაცვის სფეროში, განათლების სფეროში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს რაიონულ დაწესებულებებში, საწარმოო ორგანიზაციაში, სამედიცინო დაწესებულებებში და სხვ. კურსდამთავრებული შეძლებს სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემების დიაგნოსტირებას და მათი გადაჭრის ეფექტური გზების მონახვას; ორგანიზაციებში სოციალური მუშაკის თანამდებობაზე მუშაობას.
 
პროგრამის მიზანია კვალიფიციური სოციალური მუშაკის აღზრდა, რომელიც შეძლებს სოციალური მუშაკის საქმიანობას, ექნება ცოდნა და უნარი აწარმოოს გამოკვლევები ზოგად, სოციალურ სფეროში,  ფსიქოლოგიური კონსულტირება გაუწიოს ბენეფიციარს და მოწყვლადი ფენის წარმომადგენელს, ღრმად გაერკვეს ქართული და მსოფლიო სოციალური მუშაობის პრაქტიკის მნიშვნელოვნებაში და გადმოიტანს მათ კონკრეტულ ვითარებებში, შეძლებს ჩაერთოსქართველ და უცხოელ სოციალურ მუშაკთა პრაქტიკულ სფეროში.
 
2011 წლის საქართველოში ჩატარებული სოციალური მუშაობის სიტუაციური ანალიზის თანახმად, გამოიკვეთა სოციალური მუშაობის პროფესიული როლის განვითარების აუცილებლობა ფსიქიკური ჯანმრთელობის, სექს ბიზნესით დასაქმებულთა, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა, აივ/შიდსით დაავადებულთა და პალიატიური ზრუნვის სფეროებში. ამ სფეროებში სოციალური მუშაკის როლის გაძლიერება, რაც მოთხოვნაზე დაფუძნებული საჭიროებაა, პროფესიის დაბალანსებული განვითარების საწინდარია ამჟამინდელ სიტუაციაში, როცა რიგ სფეროებში პროფესია საგრძნობლად უსწრებს განვითარებით სხვა სფეროებს.
 
სწავლის შედეგები
 
ცოდნა და გაცნობიერება: სტუდენტი საფუძვლიანად გაეცნობა სოციალური მუშაობის საქმიანობის განვითარების ძირითად ეტაპებს, სოციალური მუშაკის პრაქტიკის საფუძვლებს, მის დღევანდელ მდგომარეობას, სოციალური მუშაობის ძირითად მიმართულებებს, ზოგადი პრაქტიკის საფუძვლებს, როგორებიცაა: ფსიქოტრავმასთან მუშაობა, ოჯახებთან მუშაობა, თემებთან, ჯგუფებთან და ორგანიზაციებთან მუშაობა, გერონტოლოგიის საკითხების სოციალურ მუშაობაშიდა ა.შ. სტუდენტი კრიტიკულად აანალიზებს ამ და სხვა მიმართულებებში არსებულ ტენდენციებს, სადავო საკითხებს.ეცნობა განსხვავებულ სოციალური მუშაობის სკოლებს.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: ბაკალავრი დაეუფლება სოციალური მუშაობის ბაზისურ ცოდნას და მის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდებს. მათ შორის ემპირიულ დაკვირვებას, ინტერვიურებას, კვლევის ჩატარებას, განწყობების გამოვლენას სენსორულ, მოტორულ, სოციალურ სფეროებში. ექნება უნარი, გააცნობიეროს და განსაზღვროს სხვადსხვა სოციალური პრობლემის კვლევის გზები და ჩამოაყალიბოს რეკომენდაციები ამ პრობლემის გადასაჭრელად. ექნება უნარი, ჩაერთოს სხვადსხვა მეთოდით წარმართულ კვლევით პროექტებში.
 
დასკვნის უნარი: ბაკალავრი გამოიმუშავებს მნიშვნელოვანი პრობლემების გამოყოფის, ჰიპოთეზის დაყენების, სოციოლოგიურ მონაცემთა შეგროვების, მათი დამუშავების, ანალიზის განხორციელების უნარს და მის ბაზაზე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთებას, რაც ლოგიკური მსჯელობის კონტექსტში მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას ემსახურება.
ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს ასევე შეეძლება, რომ პირველადი სოციოლოგიური ინფორმაციის დამუშავების და გაანალიზების საფუძველზე გააკეთოს დასკვნები შესასწავლი პრობლემის არსის, მისი გადაჭრის გზების შესახებ.
 
კომუნიკაციის უნარი: სტუდენტი დაეუფლება კომუნიკაციის საშუალებებს, რომლის საშუალებითაც პიროვნებათშორის ურთიერთობით დაამყარებს საჭირო კავშირებს პროფესიონალებთან თუ ფართო საზოგადოებასთან. განახორციელებს პროფესიულ მიმართებებს ინდივიდთან თუ ჯგუფთან სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრისას. ბაკალავრი შეისწავლის და დაეუფლება უცხო ენას, რითიც კონტაქტს დაამყარებს და დიალოგში შევა როგორც საზღვრებს შიგა ისე გარეთ საზოგადოებასთან. სათანადო მოხმარების დონეზე დაეუფლება კომპიუტერულ ტექნიკას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაანალიზება გადაცემის თვალსაზრისით.
 
სწავლის უნარი: ბაკალავრს მაღვალკვალიფიციურ სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან მუშაობისა და საკუთარი პიროვნების ანალიზის გამო შესაბამისი თვითშეფასება ექმნებათ საკუთარი განათლებისა და სწავლის დონის შესახებ, რაც კარგი წინაპირობაა სწავლების მომავალი დონეების განსაზღვრა-დაგეგმისათვის. ასევე საკუთარი პრაქტიკული მუშაობის სწორად მიმართვისათვის.
 
ღირებულებები: პროფესიონალი სოციალური მუშაკის ჩამოყალიბება მრავალმხრივ ანვითარებს სტუდენტის პიროვნებას, აზიარებს მაღალ კულტურულ და მეცნიერულ ფასეულობებს და უყალიბებსღირებულებებს, როგორც მოქალაქესა და პროფესიონალს. აცნობს პროფესიულ ეთიკურ კოდექსებს. მიზანმიმართულად ეცნობა პიროვნებისა და საზოგადოების სიღრმისეულ ფსიქო-სოციალურ მახასიათებლებს,მათ ზოგად და ინდივიდუალურ თავისებურებებს, ეთნო-კულტურალურ ნორმებს, ინტერპერსონალურ მიმართებებს,რაც ხელს უწყობს პროფესიონალისა და პიროვნების ფორმირებას.
 
შეფასების სისტემა
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მოქმედი სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემა 100 ქულიანია.
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
  • (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
  • (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
  • (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში.
  • (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
შეფასება მოიცავს შუალედურ და დასკვნით შეფასებებს.
 
შუალედური შეფასება შეადგენს 60 ქულას და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
  • ყოველკვირეულ/ყოველ მომდევნო კვირას შეფასებები. თითოეულ ჯერზე სტუდენტი ფასდება 2 ან 4 ქულით შესაბამისად.  შეფასება არ ხდება პირველ კვირაში. სულ 20 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასების ამ კომპონენტზე.
  • სემესტრული ნაშრომი (პროექტი, პრეზენტაცია, რეფერატი, ...). ფასდება 10 ქულით.
  • შუალედური გამოცდა, ფასდება 30 ქულით. გამოცდაზე გასვლა სავალდებულოა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 12 ქულას. სტუდენტს აქვს შუალედური გამოცდის გადაბარების უფლება. შუალედური გამოცდა ტარდება უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში.
    პირველი და მეორე კომპონენტებისთვის დაწესებულია ჯამური მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 12 ქულა.
დასკვნითი გამოცდა 40 ქულით ფასდება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 21 ქულა. დასკვნითი გამოცდა ტარდება უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში.
  • სავარაუდო თარიღი სექტემბერი 2017
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები