GE
სოციოლოგის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის სოციოლოგია-დემოგრაფის საბაკალავრო პროგრამა:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი, სპეციალობა: სოციოლოგია
კრედიტების რაოდენობა - 240 ECTS  კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ვაჟა ლორთქიფანიძე; საკონტაქტო ნომერი: 599 54 09 59
 
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „სოციოლოგია (სოციოლოგია, დემოგრაფია)“უზრუნველყოფს კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადებას, რომელსაც შეუძლია მიღებული ცოდნის საფუძველზე კვლევები აწარმოოს სოციოლოგიასა და დემოგრაფიაში. მსოფლიოში მიმდინარე ურთულესმა პროცესებმა სოციოლოგთა და დემოგრაფთა კადრების მომზადების მზარდი მოთხოვნა წარმოშვა და ამდენად, პროგრამა დასაქმების თანამედროვე, მზარდ ბაზარზეა ორიენტირებული.
პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალი და მოწვეული სპეციალისტები არიან დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სწავლებისა და კვლევის მრავალწლიანი გამოცდილებით. 
 
მიზანი
პროგრამის მიზანია თანამედროვე დასაქმების ბაზრის შესატყვისი კვალიფიციური სოციო­ლო­გე­ბი­სა და დემოგრაფების მომზადება, რაც გულისხმობს როგორც ბაზისური თეორიული ცოდნის მიღებას, ისე პრაქტიკული ჩვევების დაუფლებას. ბაზისური თეორიული მომზადება გულისხმობს სტუდენტებისათვის შესაძლებლობის მიცემას, შეისწავლონ ისეთი სასწავლო კურსები, როგორიცაა: 
  • წინარე სოციოლოგიური თეორიები,
  • სოციალურ-კულტურული აზროვნების ფილოსოფიური პარადიგმები, 
  • სოცი­ოლოგიური კვლევის მეთოდები, 
  • ანთრო­პო­ლო­გია,
  • დარგობრივი სოციოლოგიის მიმართულებები,
  • სოციალური ფსიქო­ლო­გია,
  • ფსიქოლოგიის საფუძვლები,
  • ლოგიკა,
  • დემოგრაფია,
  • დემოგრაფიული სტატისტიკა,
  • რეგიო­ნე­ბისა და მსოფლიოს მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების ტენდენცი­ე­ბი,
  • დემოგრაფიული პოლიტიკა და ა.შ.
პროგრამის მიზანია ისეთი კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდა, რომ­ლე­ბიც მიღებული ცოდნისა და ჩვევების საფუძველზე შეძლებენ აწარმოონ სოციოლოგიური და დემოგრაფიული გამოკვლევები ჩვენს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ მიმდინარე ურთულეს სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ პროცესებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, გააანალი­ზონ ისინი და შეიმუშაონ პრაქტიკული რეკომენდაციები. საქართველოსა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე ურთულესმა პროცესებმა სოციოლოგთა და დე­მოგ­რაფთა კადრების მომზადების გაფართოებული მოთხოვნა წარმოშვა და ამ­დე­ნად, პროგრამა დასაქმების თანამედროვე მზარდ ბაზარზეა ორიენტირებუ­ლი. ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს პროგრამის კურსდამთავრებულთათვის მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობით უზრუნველყოფას.
 
სწავლის შედეგები
 
ცოდნა და გაცნობიერება: კურსდამთავრებულმა იცის:  სოციალური და სოციოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბების ძირი­თადი ეტაპები, სოციოლოგიის  ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმარ­თუ­ლე­ბები, კლასიკური და თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები, მათი დე­ბუ­ლე­ბები, დარგობრივი სოციოლოგიების მიმართულებები და პრობ­ლე­მა­ტი­კა, სოციალური და სოციოლოგიური კვლევის, სოცია­ლუ­რი მეც­ნი­ერე­ბებისათვის სტატისტიკური კვლევების მეთოდები და მეთოდო­ლო­გია. დემოგრაფიულ მეცნიერებათა ძირითადი თეორიები და დებულებები, კატეგორიები და კანონები. ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე ინტენსიური და ურთულესი დემოგრაფიული მოვლენები და პროცესები. მათი ანალიზისა და მართვის მეთოდები და საშუალებები.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: კურსდამთავრებულს შეუძლია: პრაქტიკაში გამოიყენოს სოციოლოგიური და დემოგრაფიული მეცნიერებების ბაზისური ცოდნა მიმდინარე რთული სოცია­ლუ­რი, პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული პროცესების გასაანალიზებლად ამ მიზნით ჩაატაროს საჭირო  კვლევები; სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე სოციალური და დემოგრა­ფი­უ­ლი მოდელების აგება ცალკეული პარამეტრების მიხედვით, რაც საშუა­ლე­ბას მისცემს გააანალიზოს და პერსპექტივაში განსაზღვროს ამა თუ იმ სოციალური მოვლენის განვითარების ტენდენცია; სოციალური მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე განსაზღვროს სოციალური პრობ­ლე­მების გამომწვევი მიზეზები და მოსალოდნელი შედეგები; სოციოლოგიური და დემოგრაფიული თეორიების სხვადასხვა ასპექტის თანამედროვე სოციალურ პრობლემებთან მისადაგება.
 
დასკვნის უნარი: კურსდამთავრებულს გამომუშავებული აქვს: მეცნიერული ღირებულების მქონე რელევანტური პრობლემების გამოყო­ფის უნარი. სოციალურ მონაცემთა შეგროვების, მათი დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო პრაქტიკული ღირებულებების მქონე დასკვნის გაკეთებისა და  პრაქტიკული მნიშვნელობის ჰიპოთე­ზე­ბის წამოყენების უნარი. სოციალური პროცესების (მათ შორის დემოგრაფიული) ინტენსივობის განსაზღვრისა და მათ საფუძველზე პროგნოზული გაანგარიშებების გაკეთების უნარი; სოციალურ (მათ შორის დემოგრაფიულ) მაჩვენებლებზე მოქმედი ფაქტო­რების განსაზღვრისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების უნარი.
 
კომუნიკაციის უნარი: კურსდამთავრებულს შეუძლია: გამოიყენოს კომუნიკაციის საშუალებები ინფორმაციის ფართო ურთიერთგაზიარებისათვის;
თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით საჭირო პროფესიული ურთიერთობების დამყარება, როგორც პროფესიულ, ისე ფართო საზოგადოებასთან; ერთ-ერთ უცხო ენაზე კომუნიკაცია, დილაოგის წარმართვა  საზოგადოებასთან და შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებთან; სოციალური კონფლიქტების მოგვარების გზების და საშუა­ლებების მოძიება, დიალოგისა და თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარება.
 
სწავლის უნარი: კურსდამთავრებულს შეუძლია: სწავლის პროცესში მრავალ ფაქტორზე დამოკიდებული ცვალებადი სოცი­ა­ლური პროცესების გათვალისწინება და საჭირო ღონისძიებების შემუშა­ვება; სოციალური ინფორმაციის მოძიების და გათვალისწინების გზით, შემდგომი სწავ­ლის პროცესის დაგეგმვა.
 
ღირებულებები:
კურსდამთავრებულს შეუძლია:
  • შეაფასოს სხვადასხვა ეპოქის სოციოლოგიური და დემოლოგიური კონ­ცეფ­ციები თანამედროვე ფასეულობათა სისტემის ასპექტში;
  • მონაწილეობა მიიღოს ამ სფეროში ფასეულობათა დამკვიდრებაში;
  • კონკრეტული სოციალური კვლევების, პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებისა და განხორციელებისას – დემოკრატიის, ადამიანის უფლე­ბე­ბის, სოციალური (გენდერული, ეთნიკური რელიგიური და სხვა) თანასწო­რო­ბის პრინციპების გათვალისწინება და დაცვა.
შეფასების სისტემა
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა. 
 
საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება სამაგისტრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; დამატებითი გამოცდა ტარდება დასკვნითი შეფასების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
 
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღება სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდის გავლის გარეშე ჩარიცხვა ხორციელდება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების შესაბამისად.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე ასევე დაიშვებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 2 თებერვლის ბრძანება №10/ნ-ით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტები.
 
საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებული სწავლა-სწავლების მეთოდები:
საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების მისაღწევად საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებულია სწავლება-სწავლის სალექციო და სასემინარო მეთოდი, სწავლის შედეგებზე გასასვლელად საგანმანათლებლო პროგრამის თითოეული სასწავლო კურსის განმახორციელებლის მიერ გამოყენებულია სასწავლო კურსის შესაბამისი მეთოდები და აქტივობები:
 
ახსნა-განმარტება - რაც გულისხმობს სალექციო თემის დაწვრილებით განხილვას;
 
შემთხვევის ანალიზი - რაც გულისხმობს ლექციის ახსნის პროცესში სტუდენტებთან ერთად კონკრეტული შემთხვევების განხილვას, რათა უფრო თვალსაჩინო და საფუძვლიანი გახადოს მათი მხრიდან თეორიული მასალის წვდომა;
 
გონებრივი იერიში - რაც გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ სხვადასხვა აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს სტუდენტების მხრიდან პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას.
 
დემონსტრირება - ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია, ხშირ შემთხვევაში უმჯობესია მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მივაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ.
 
წერითი მუშაობა - რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, რეფერატის, შესრულება; წიგნზე მუშაობა - გულისხმობს სამეცნიერო სტატიების გაცნობას;
 
დისკუსია/დებატები – ინტერაქტიური სწავლების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
 
ჯგუფური (collaborative) მუშაობა - ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
 
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - სასწავლო მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას. თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება - იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თავის თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. თითოეული ჯგუფის წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს.
 
ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.
 
ელექტრონული სწავლება (E-learning) – ეს მეთოდი მოიცავს სწავლების სამ სახეს: დასწრებული, როდესაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს პროფესორისა და სტუდენტების საკონტაქტო საათების ფარგლებში, ხოლო სასწავლო მასალის გადაცემა ხორციელდება ელექტრონული კურსის საშუალებით.
 
პრაქტიკული მეთოდები– აერთიანებს სწავლების ყველა იმ ფორმას, რომელიც სტუდენტს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უყალიბებს, აქ სტუდენტი შეძენილი ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად ასრულებს ამა თუ იმ აქტივობას, ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი დ ასინთეზი სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, როდესაც მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ;
 
სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, როდესაც მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ; სწავლების სინთეზის პროცესი გულისხმობს ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას.
 
როლური და სიტუაციური თამაშები.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები